პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დროებით შეჩერებულია. როგორც განმარტავენ, მიზეზი ფინანსური პრობლემებია. სერიალის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ჩცდ-ს გაგრძელების საკითხზე რაიმე სიახლე ჯერ კიდევ არ არის.
"თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, მეგობრებო! სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" გრძელდება და ახალი სეზონი, ძალიან მალე, 14 იანვრიდან გამოდის Cavea+ ზე! პ.ს. ვიცით, რომ ჩვენც მოგენატრეთ, თუმცა ჩცდ-ს გაგრძელების საკითხზე ამ ეტაპზე სიახლე არ გვაქვს, თუ გვექნება, რა თქმა უნდა, პირველებს თქვენ გეტყვით." - წერია პოსტში.
ასევე იხილეთ: