რუსეთის პატრიარქი კირილი გამოდის ინიციატივით, რომ დაიდოს "საშობაო ზავი" რუსეთსა და უკრაინას შორის.
შესაბამისი მიმართვა პატრიარქის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
"მე, კირილე, მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი, მივმართავ ყველა მხარეს, რომლებიც მონაწილეობენ საშინაო კონფლიქტში, შეწყვიტონ ცეცხლი და დაამყარონ საშობაო ზავი 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებელ ადამიანებს შეეძლოთ, რომ დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამესა და შობის დღეს“, - ნათქვამია მიმართვაში.