ავტორი:

"ჩემი შვილი პატარაობიდანვე პატრიარქის მრევლი იყო - როდესაც შესაძლებლობა მიეცა, პატრიარქთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ეკლესიისთვის" - გიული ალასანია

"ჩემი შვილი პატარაობიდანვე პატრიარქის მრევლი იყო - როდესაც შესაძლებლობა მიეცა, პატრიარქთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ეკლესიისთვის" - გიული ალასანია

ჩემი შვილი პატარაობიდანვე პატრიარქის მრევლი იყო. როდესაც შესაძლებლობა მიეცა, პატრიარქთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ეკლესიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

გიული ალასანიამ პატრიარქს 90 წლის იუბილე მიულოცა.

"მინდა, პატრიარქს დაბადების დღე მივულოცო. ძალიან დიდი პიროვნებაა. მისი ენერგიით და ბრძოლით მოხერხდა ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნება. ვფიქრობ, ეს ადამიანი ამისთვის დაისაჯა, აფხაზეთის მიტროპოლიტობა ჩამოართვეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, თეთრი, მაინც თეთრია, შავი - შავი. ჩემი შვილი პატარაობიდანვე მისი მრევლი იყო, შემდეგ, როდესაც შესაძლებლობა მიეცა, პატრიარქთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ეკლესიისთვის“, - აღნიშნავს ალასანია.