პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლით უმცროსი მეუღლე და მოდელი შვილი, რომელიც პოპულარული "ინფლუენსერია" - ცნობილი ადვოკატის უცნობი ოჯახი: რატომ ჩამოაკითხა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ხაჭაპურიძის ქალიშვილს?
14 წლით უმცროსი მეუღლე და მოდელი შვილი, რომელიც პოპულარული "ინფლუენსერია" - ცნობილი ადვოკატის უცნობი ოჯახი: რატომ ჩამოაკითხა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ხაჭაპურიძის ქალიშვილს?

ლი­კუ­ნა ჭან­ტუ­რია ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რია. რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკვე, რაც მო­ა­ხერ­ხა, რომ სა­კუ­თა­რი ჰობი პრო­ფე­სი­ად ექ­ცია. წლე­ბის წინ "ინ­სტაგ­რამ­ზე" შექ­მნი­ლი პრო­ფი­ლი, მო­მა­ვალ­ში შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აქ­ცია. ამ­ჟა­მად 145 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, მუ­შა­ობს რო­გორც ქარ­თულ, ისე უცხო­ურ ბა­ზარ­ზე. "ტი­კტოკ­ზე" ლი­კუ­ნას 61.8 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, პო­პუ­ლა­რუ­ლია მისი ვი­დეო კონ­ტენ­ტიც.

ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ფო­ტო­მო­დე­ლი და "ინფლუ­ენ­სე­რი" ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე სან­დრო ჭან­ტუ­რი­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, გარ­და უამ­რა­ვი მა­ღა­ლი კლა­სის ბრენ­დი­სა, ის "პრა­დას­თან" და The KARL LAGERFELD-თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მაგ­რამ მალე ისევ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და...

ვინ არის ლი­კუ­ნა ჭან­ტუ­რია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე­თი გა­იც­ნო?

ის ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის, ამ­ჟა­მად ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის შვი­ლია. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ლიკა მე­უღ­ლის გვარ­ზე გა­და­ვი­და.

შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 1966 წელს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის - მღვდელ ისა­ია ხა­ჭა­პუ­რი­ძის ოჯახ­ში. რო­გორც მის მიერ შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, მე­უღ­ლე დი­ა­ნა ხო­ფე­რია, შალ­ვა­ზე 14 წლით უმ­ცრო­სია, ქალი 1980 წელს და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლი შვი­ლი ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 1996 წელს შე­ე­ძი­ნათ. წყვილს ლი­კუ­ნას გარ­და კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავს - გუ­რა­მი და მა­რი­ა­მი.

შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"დი­ა­ნა ხო­ფე­რია "KH & PARTNERS“-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რია. დი­ა­ნას აქვს იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის 20 წელ­ზე მეტი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა, იგი სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო სა­მარ­თლის დარ­გში" - ვკი­თხუ­ლობთ შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე. რო­გორც ჩანს, ის მე­უღ­ლის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.

დი­ა­ნა ხო­ფე­რია
დი­ა­ნა ხო­ფე­რია ვაჟ­თან ერ­თად

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­კუ­ნას, Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ 1 წლის წინ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მა­ნამ­დე კი და­ო­ჯახ­და. მისი მე­უღ­ლე სან­დრო ჭან­ტუ­რია სას­წავ­ლებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და. თუმ­ცა ცოტა ხნის წინ წყვი­ლი ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

"ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ, სახ­ლი გან­ვა­ახ­ლეთ და ჯერ აქ ვა­პი­რებთ ყოფ­ნას, სა­მო­მავ­ლოდ კი შე­იძ­ლე­ბა, წა­ვი­დეთ. რომ მივ­დი­ო­დი, ყვე­ლაფ­რის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, ცხოვ­რე­ბა ნუ­ლი­დან უნდა და­მე­წყო და ამან მარ­თლა ძა­ლი­ან შე­მა­ში­ნა. თუმ­ცა, იქ რომ ჩა­ვე­დი, ერ­თდრო­უ­ლად იმ­დე­ნი კარ­გი რამ მოხ­და, იმ­დენ კარგ ბრენდთან და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ისე წინ წა­ვი­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, ისე განვვი­თარ­დი პი­როვ­ნუ­ლად და კა­რი­ე­რუ­ლად, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.

გერ­მა­ნი­ის მად­ლი­ე­რი ვარ. მა­ნამ­დე დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი მქონ­და, მი­ჭირ­და შე­გუ­ე­ბა, იყო სირ­თუ­ლე­ე­ბიც, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და...“ - ამ­ბობს ლი­კუ­ნა თბი­ლი­სე­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც წყვი­ლი თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, მა­მამ­თი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გახ­ლდათ.

  • ლი­კუ­ნა და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე ყო­ველ­თვის მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად სე­რი­ალ გაქ­ცე­ვის გმი­რი დო­მი­ნიკ პარ­სე­ლი ჩა­მო­ვი­და. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის გა­და­ღე­ბებ­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ირ­კვა, რომ ის ექ­სკლუ­ზი­უ­რად ლი­კუ­ნას სტუმ­რობ­და.

- დო­მე­ნი­კი ხუთი წლის წინ „ინ­სტაგ­რა­მით“ გა­ვი­ცა­ნი. ზუს­ტად მა­შინ ვუ­ყუ­რებ­დით „გაქ­ცე­ვას“ და მისი ფანი ვი­ყა­ვი. მივ­წე­რე: „ჰაი“, მი­პა­უ­ხა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, გავ­გიჟ­დი... ვლა­პა­რა­კობ­დით და მერე მი­თხრა: უეჭ­ვე­ლი ფეიკ-ინ­სტაგ­რა­მი არის, ასეთ გო­გოს ბევ­რი გა­მომ­წე­რი უნდა გყავ­დეს, არ მჯე­რა, რომ ნამ­დვი­ლი ხარო და სკა­იპ­ში და­მი­რე­კა. მერე დავ­მე­გობ­რდით, ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობ­დით. ამა­სო­ბა­ში ხუთი წელი გა­ვი­და. გა­და­წყვი­ტა, ჩა­მო­სუ­ლი­ყო და პი­რა­დად ვე­ნა­ხე.

ერთი კვი­რა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მერე მისი და­ბა­დე­ბის დღე და­ემ­თხვა და „სტამ­ბა­ში“ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, კოქ­ტე­ი­ლე­ბით და არატ­რა­დი­ცი­უ­ლად აღ­ვნიშ­ნეთ. მო­თხოვ­ნა ჰქონ­და: თბი­ლის­ზე მე­ტად შენი გა­და­ღე­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს და იქ წა­მიყ­ვა­ნეო. იმის გამო, რომ ჩემს გა­და­ღე­ბებ­ზე გა­მომ­ყვა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­და­ღე­ბე­ბის გამო იყო.

- უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ეს ხმე­ბი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ თვი­თონ ამ­ბობ­და გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან: მინ­და, ლი­კუ­ნა იყოს ჩემი ცო­ლიო. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს უთხრა - ხალ­ხს რომ ვაც­ნობ­დი: გა­ი­ცა­ნით, ჩემი მე­გო­ბა­რია-მეთ­ქი, ეუბ­ნე­ბო­და, რომ მისი ცოლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მერე შე­ვუს­წო­რე, რომ მსგავ­სი არა­ფე­რია. ჩვენ, უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბი უნდა ვი­ყოთ-მეთ­ქი. დამ­პა­ტი­ჟა, რომ მას­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი დუბ­ლინ­ში და მისი მშობ­ლე­ბი გა­მეც­ნო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე თავი შე­ვი­კა­ვე. მეც მთხო­ვა მშობ­ლე­ბი გა­მა­ცა­ნიო, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი და არ გა­ვა­ცა­ნი. წას­ვლა­ზე დავ­ფიქ­რდი, მას სურ­ვი­ლი ჰქონ­და, რომ ჩვენ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და მერე მე­გობ­რე­ბად დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით. მე ეს ამ­ბა­ვი უფრო მე­გობ­რო­ბის­კენ წა­ვიყ­ვა­ნე. ალ­ბათ, უფრო ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის გამო. აქ რომ იყო, 49 წლის გახ­და, მე - 23-ის. ჰო­როს­კო­პით ორი­ვე მერ­წყუ­ლე­ბი ვართ და ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ, მაგ­რამ ალ­ბათ, ეგეც ასა­კის ბრა­ლია, ცოტა სი­გი­ჟე­ე­ბი აკ­ლდა.

ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ლი­კუ­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა და გვა­რიც შე­იც­ვა­ლა. ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად ფო­ტო­ე­ბის 90 პრო­ცენტს მე­უღ­ლე უღებს და ქორ­წი­ნე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რია.

მა­მის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის შეც­ვლილ იმიჯ­ზე კი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

- ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რია და ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. ადრე ასე არ იც­ვამ­და. თა­ვი­სით გა­და­წყვი­ტა შე­ეც­ვა­ლა სტი­ლი, თმა, წვე­რი, ჩაც­მუ­ლო­ბა. ძა­ლი­ან მომ­წონს და სულ ვე­უბ­ნე­ბი - ყო­ჩაღ, მამა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
9

საინტერესოა ფოტოში გოგონა გუგაღეღილი სასმელი ბოთლით ხელში ლიკუნაა თუ სხვა ვიღაც

ხხხხხ
11

ადვიკატობის რა მოფგახსენოთ და არტისტი მაგარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

14 წლით უმცროსი მეუღლე და მოდელი შვილი, რომელიც პოპულარული "ინფლუენსერია" - ცნობილი ადვოკატის უცნობი ოჯახი: რატომ ჩამოაკითხა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ხაჭაპურიძის ქალიშვილს?

14 წლით უმცროსი მეუღლე და მოდელი შვილი, რომელიც პოპულარული "ინფლუენსერია" - ცნობილი ადვოკატის უცნობი ოჯახი: რატომ ჩამოაკითხა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ხაჭაპურიძის ქალიშვილს?

ლიკუნა ჭანტურია ცნობილი მოდელი და ინფლუენსერია. რამდენიმე წელია უკვე, რაც მოახერხა, რომ საკუთარი ჰობი პროფესიად ექცია. წლების წინ "ინსტაგრამზე" შექმნილი პროფილი, მომავალში შემოსავლის წყაროდ აქცია. ამჟამად 145 ათასი გამომწერი ჰყავს, მუშაობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. "ტიკტოკზე" ლიკუნას 61.8 ათასი გამომწერი ჰყავს, პოპულარულია მისი ვიდეო კონტენტიც.

ყველაზე მოთხოვნადი და გამორჩეული ფოტომოდელი და "ინფლუენსერი" ლიკუნა ხაჭაპურიძე სანდრო ჭანტურიაზე დაქორწინების შემდეგ, მალევე საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც კარიერაში ახალი და წარმატებული ნაბიჯები გადადგა, გარდა უამრავი მაღალი კლასის ბრენდისა, ის "პრადასთან" და The KARL LAGERFELD-თან თანამშრომლობს. მაგრამ მალე ისევ სამშობლოში დაბრუნდა...

ვინ არის ლიკუნა ჭანტურია, რომელიც წლების წინ საზოგადოებამ ლიკუნა ხაჭაპურიძეთი გაიცნო?

ის ცნობილი ადვოკატის, ამჟამად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შალვა ხაჭაპურიძის შვილია. დაოჯახების შემდეგ ლიკა მეუღლის გვარზე გადავიდა.

შალვა ხაჭაპურიძე 1966 წელს ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა სასულიერო პირის - მღვდელ ისაია ხაჭაპურიძის ოჯახში. როგორც მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან გავარკვიეთ, მეუღლე დიანა ხოფერია, შალვაზე 14 წლით უმცროსია, ქალი 1980 წელს დაიბადა. პირველი შვილი ლიკუნა ხაჭაპურიძე 1996 წელს შეეძინათ. წყვილს ლიკუნას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს - გურამი და მარიამი.

შალვა ხაჭაპურიძე მეუღლესთან ერთად

"დიანა ხოფერია "KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. დიანას აქვს იურისტად მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება, იგი სპეციალიზირდება კორპორატიული და სახელშეკრულებო სამართლის დარგში" - ვკითხულობთ შალვა ხაჭაპურიძის იურიდიული კომპანიის ვებგვერდზე. როგორც ჩანს, ის მეუღლის კომპანიაში მუშაობს.

დიანა ხოფერია
დიანა ხოფერია ვაჟთან ერთად

რაც შეეხება ლიკუნას, Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ 1 წლის წინ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მანამდე კი დაოჯახდა. მისი მეუღლე სანდრო ჭანტურია სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდა. თუმცა ცოტა ხნის წინ წყვილი ისევ საქართველოში დაბრუნდა.

"ახლა საქართველოში ვართ, სახლი განვაახლეთ და ჯერ აქ ვაპირებთ ყოფნას, სამომავლოდ კი შეიძლება, წავიდეთ. რომ მივდიოდი, ყველაფრის ძალიან მეშინოდა, ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო და ამან მართლა ძალიან შემაშინა. თუმცა, იქ რომ ჩავედი, ერთდროულად იმდენი კარგი რამ მოხდა, იმდენ კარგ ბრენდთან დავიწყე თანამშრომლობა და ისე წინ წავიდა ჩემი საქმიანობა, ისე განვვითარდი პიროვნულად და კარიერულად, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი.

გერმანიის მადლიერი ვარ. მანამდე დეპრესიული პერიოდები მქონდა, მიჭირდა შეგუება, იყო სირთულეებიც, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი დალაგდა...“ - ამბობს ლიკუნა თბილისელებთან ინტერვიუში. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წყვილი თბილისში დაბრუნდა, მამამთილის გარდაცვალება გახლდათ.

  • ლიკუნა დაოჯახებამდე ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრში იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სტუმრად სერიალ გაქცევის გმირი დომინიკ პარსელი ჩამოვიდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გადაღებებზე იყო ჩამოსული, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ექსკლუზიურად ლიკუნას სტუმრობდა.

- დომენიკი ხუთი წლის წინ „ინსტაგრამით“ გავიცანი. ზუსტად მაშინ ვუყურებდით „გაქცევას“ და მისი ფანი ვიყავი. მივწერე: „ჰაი“, მიპაუხა. ძალიან გამიხარდა, გავგიჟდი... ვლაპარაკობდით და მერე მითხრა: უეჭველი ფეიკ-ინსტაგრამი არის, ასეთ გოგოს ბევრი გამომწერი უნდა გყავდეს, არ მჯერა, რომ ნამდვილი ხარო და სკაიპში დამირეკა. მერე დავმეგობრდით, ხშირად ვკონტაქტობდით. ამასობაში ხუთი წელი გავიდა. გადაწყვიტა, ჩამოსულიყო და პირადად ვენახე.

ერთი კვირა იყო საქართველოში. ჩემს დაბადების დღეზე უნდა ჩამოსულიყო, მერე მისი დაბადების დღე დაემთხვა და „სტამბაში“ მეგობრებთან ერთად, კოქტეილებით და არატრადიციულად აღვნიშნეთ. მოთხოვნა ჰქონდა: თბილისზე მეტად შენი გადაღებები მაინტერესებს და იქ წამიყვანეო. იმის გამო, რომ ჩემს გადაღებებზე გამომყვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაღებების გამო იყო.

- უბრალოდ, მეგობრები ვართ, მაგრამ ეს ხმები იმიტომ გავრცელდა, რომ თვითონ ამბობდა გადამღებ ჯგუფთან: მინდა, ლიკუნა იყოს ჩემი ცოლიო. ძალიან ბევრ ადამიანს უთხრა - ხალხს რომ ვაცნობდი: გაიცანით, ჩემი მეგობარია-მეთქი, ეუბნებოდა, რომ მისი ცოლი უნდა ვყოფილიყავი. მერე შევუსწორე, რომ მსგავსი არაფერია. ჩვენ, უბრალოდ, მეგობრები უნდა ვიყოთ-მეთქი. დამპატიჟა, რომ მასთან წავსულიყავი დუბლინში და მისი მშობლები გამეცნო, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავე. მეც მთხოვა მშობლები გამაცანიო, მაგრამ უარი ვუთხარი და არ გავაცანი. წასვლაზე დავფიქრდი, მას სურვილი ჰქონდა, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით და მერე მეგობრებად დავრჩენილიყავით. მე ეს ამბავი უფრო მეგობრობისკენ წავიყვანე. ალბათ, უფრო ასაკობრივი ზღვარის გამო. აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე - 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ალბათ, ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟეები აკლდა.

ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ლიკუნამ ოფიციალურად იქორწინა და გვარიც შეიცვალა. ამბობს, რომ ამჟამად ფოტოების 90 პროცენტს მეუღლე უღებს და ქორწინებაში ბედნიერია.

მამის, შალვა ხაჭაპურიძის შეცვლილ იმიჯზე კი ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა:

- ძალიან სიმპათიურია და ძალიან კარგი გემოვნება აქვს. ადრე ასე არ იცვამდა. თავისით გადაწყვიტა შეეცვალა სტილი, თმა, წვერი, ჩაცმულობა. ძალიან მომწონს და სულ ვეუბნები - ყოჩაღ, მამა.