ავტორი:

"ქალბატონმა ნადირაძემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები... ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი" - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი?

"ქალბატონმა ნადირაძემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები... ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი" - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ნინკოლოზ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში შვილთან დაკავშირებით პოტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, "ვივამედის" ხელმძღვანელის, ნინო ნადირაძის განცხადება ადასტურებს, რომ პატიმარი სააკაშვილი მართლაც მძიმედ არის.

"ამ წუთას "ტვ პირველზე" მოვისმინე ვივამედის გენ.დირექტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ კლინიკა ვერ აიღებს თავის თავზე ნებართვის გაცემას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების თაობაზე, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს და ის მძიმეა. ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს.

ამით ქალბატონმა ნადირაძემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები. ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი. გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ეს ყველაფერი "ვივამედმა" უნდა ხმამაღლა თქვას სასამართლოზე უკვე 9 იანვარს" - წერს ექსპრეზიდენტის მამა.

ცნობისთვის, ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ კლინიკა არ გასცმეს რეკომენდაციას, სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დაესწროს.