მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება... მაკფოლის გამოხმაურება მნიშვნელოვანია" - ხატია დეკანოიძე
"სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება... მაკფოლის გამოხმაურება მნიშვნელოვანია" - ხატია დეკანოიძე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბა ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა, იზ­რდე­ბა - მა­კ­ფო­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ოლი­გარ­ქი­უ­ლი წრე­ე­ბის სან­ქცი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მა­კ­ფო­ლი მა­ღა­ლი დო­ნის ექ­სპერ­ტი, ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი და თეთრ სახ­ლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია.

"გა­მოქ­ვეყ­ნდა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტა­ტია მა­იკლ მა­კ­ფო­ლის, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს რე­გი­ონ­ზე და აშშ-ს ყო­ფი­ლი ელ­ჩია რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც არის, ის ერ­მაკ­თან ერ­თად არის სან­ქცი­ე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოლი­გარ­ქი­ის და ოლი­გარ­ქი­უ­ლი წრე­ე­ბის სან­ქცი­რე­ბა­ზე. ჩვენ მას­თან გვქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა ამ ზა­ფხულს და მისი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. ის მო­უ­წო­დებს მსოფ­ლი­ოს, რომ არ და­უშ­ვას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში მოკ­ვდეს, ხაზს უს­ვამს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნას შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ და კლი­ნი­კი­დან ბოლო გავ­რცე­ლე­ბულ სუ­რათს და აცხა­დებს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის უკი­დუ­რე­სად სა­ზი­ა­ნო და ეს მხო­ლოდ პუ­ტინს ახა­რებს. ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტის და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტთან, ასე­ვე, თეთრ სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპერ­ტის, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რის შე­ფა­სე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რუ­სეთ­თან კავ­შირ­ზე და პუ­ტი­ნის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დას­ჯას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შე­გახ­სე­ნებთ, ის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც 2012 წელს მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, "პუ­ტი­ნის პრო­ქ­სებს“ უწო­დებს და ხაზს უს­ვამს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არის ოლი­გარ­ქი, რო­მელ­მაც ფი­ნან­სუ­რი კა­პი­ტა­ლი და­აგ­რო­ვა არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა რო­მე­ლი­მე და­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ სწო­რედ რუ­სეთ­ში და სწო­რედ მათი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და პარ­ტი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის დევ­ნა და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ხდე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა სა­პყრო­ბი­ლე­ში, რაც პირ­ველ რიგ­ში, უხა­რია პუ­ტინს. ის ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი იქ­ნე­ბა პუ­ტი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და დარ­ტყმა ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, რაც კარ­გად ეს­მის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი მო­წო­დე­ბა, რომ ბა­ი­დენ­მა და მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მო­უ­წო­დონ, შე­ი­წყა­ლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­სი­ცო­ცხლო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს სტა­ტია, ისე­ვე რო­გორც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა, და­მა­ტე­ბით ეფექტს შეს­ძენს სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაა-ს
1

სააკაშვილს თავი დაანებე თორემ აშკარად ჩაანს რომ განათლებაში საგრძნობლად მოიკოჭლებ. საქართველოს ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს განვითარებისკენ ევროპისკენ უნდა ვიყუროთ ეს გვიწერია კონსტიტუციაში. თუ შენ ეგ არ გინდა და ჩრდილოეთი გირჩევნია, მაშინ დარაზმე ხალხი და პარლამენტთან დადექი მოითხოვნით კონსტიტუციის შეცვლა. სულ სააკაშვილის ძახილი უკან გვექაჩება წარსულში>

მსაჯული
1

ვინ არის მაკფოლი? დიპლომატიური სამსახურიდან კორუფციის გამო გაძევებული პირი, რომელიც ამჟამად "ექსპერტობას" იბრალებს. 

ფულის გამო რას არ კისრულობს ეს ხალხი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება... მაკფოლის გამოხმაურება მნიშვნელოვანია" - ხატია დეკანოიძე

"სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება... მაკფოლის გამოხმაურება მნიშვნელოვანია" - ხატია დეკანოიძე

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ საერთაშორისო ყურადღება ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, იზრდება - მაკფოლის გამოხმაურება, რომელიც ოლიგარქიული წრეების სანქცირებაზე მუშაობს, მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაკფოლი მაღალი დონის ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი და თეთრ სახლთან დაახლოებული პირია.

"გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი სტატია მაიკლ მაკფოლის, რომელიც მუდმივად მუშაობს რეგიონზე და აშშ-ს ყოფილი ელჩია რუსეთში, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ის ერმაკთან ერთად არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობს რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქიის და ოლიგარქიული წრეების სანქცირებაზე. ჩვენ მასთან გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ ზაფხულს და მისი გამოხმაურება არის უმნიშვნელოვანესი. ის მოუწოდებს მსოფლიოს, რომ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდეს, ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნას შესაძლო მოწამვლის შესახებ და კლინიკიდან ბოლო გავრცელებულ სურათს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა არის უკიდურესად საზიანო და ეს მხოლოდ პუტინს ახარებს. ასეთი მაღალი დონის დიპლომატის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე, თეთრ სახლის ადმინისტრაციასთან დაახლოებული მნიშვნელოვანი ექსპერტის, სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორის შეფასება, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კავშირზე და პუტინის მიერ მიხეილ სააკაშვილის დასჯასთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, ის საქართველოს ხელისუფლებას, იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში, "პუტინის პროქსებს“ უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც ფინანსური კაპიტალი დააგროვა არა საქართველოში, არა რომელიმე დასავლურ ქვეყანაში, არამედ სწორედ რუსეთში და სწორედ მათი მმართველობის პერიოდში მოხდა პარტიების შევიწროება, სამოქალაქო სექტორის დევნა და ყველაზე მნიშვნელოვანი - ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპყრობილეში, რაც პირველ რიგში, უხარია პუტინს. ის ამბობს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე, რაც კარგად ესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისკენ. დარწმუნებული ვარ, მისი მოწოდება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არის მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო და დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ისევე როგორც სხვა მიმართულებით მუშაობა, დამატებით ეფექტს შესძენს სააკაშვილის მიმართ ყურადღებას,“ - განაცხადა დეკანოიძემ.