ქართველმა სპორტსმენმა, მებრძოლმა ილია თოფურიამ ესპანეთის ერთ-ერთ ბარში იჩხუბა.
სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ კადრებზე ჩანს, რომ ილია თავისთვის სათამაშო ავტომატთან თამაშობდა, როდესაც უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და მის პროვოცირებას ცდილობდა.
უცნობმა პირმა ილიას რამდენჯერმე ხელი ჰკრა, მებრძოლი თავდაპირველად არ აჰყვა, მორიგი ხელის კვრის შემდეგ კი, თოფურიაც იერიშზე გადავიდა.
თავდამსხმელი იატაკზე დაეცა. კონფლიქტში ბარში მყოფი სხვა წევრები ჩაერივნენ და ჩხუბი მალევე შეაჩერეს.
ავტორი: ანრი კურტანიძე