სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საყელოში ხელი წამავლო, იატაკზე დამაგდო..." - პრინცი ჰარი უილიამისგან ფიზიკურ თავდასხმას დეტალურად აღწერს: ძმებს შორის სკანდალური ჩხუბის უცნობი ამბავი
"საყელოში ხელი წამავლო, იატაკზე დამაგდო..." - პრინცი ჰარი უილიამისგან ფიზიკურ თავდასხმას დეტალურად აღწერს: ძმებს შორის სკანდალური ჩხუბის უცნობი ამბავი

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახს რთუ­ლი დღე­ე­ბი ელის - კვი­რას პრინც ჰა­რის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი, სა­ხე­ლად "Spare" (“სა­თა­და­რი­გო.“) გა­მო­ვა, სა­დაც ჰარი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სკან­და­ლურ დე­ტა­ლებ­ზე წერს. ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ the guardian ოფი­ცი­ა­ლუ­რად წიგ­ნის გა­მო­ცე­მამ­დე მო­ი­პო­ვა მისი ასლი და მკი­თხველს უზი­ა­რებს იმ ნა­წილს, სა­დაც ჰარი წერს, რომ თა­ვი­სი ძმა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი მას "ფი­ზი­კუ­რად და­ეს­ხა თავს."

რო­გორც ჰარი წერს, უი­ლი­ა­მი თვლი­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის ქორ­წი­ნე­ბის გამო და­ინ­გრა. მე­მუ­ა­რებ­ში ჰარი 2019 წელს, ლონ­დონ­ში, ჰა­რის სახ­ლში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას იხ­სე­ნებს და წერს, რომ უი­ლი­ა­მი მე­განს "რთულ", "უხეშ", "თავ­ხედ" ქალს უწო­დებ­და, რა­ზეც ჰა­რიმ მი­უ­გო, რომ ის "ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სის ნა­რა­ტივს" იმე­ო­რებ­და მე­გა­ნის შე­სა­ხებ.

"და­პი­რის­პი­რე­ბა გამ­წვავ­და. უი­ლი­ამ­მა სა­ყე­ლო­ში მო­მი­ჭი­რა და ია­ტაკ­ზე და­მაგ­დო“, - იხ­სე­ნებს პრინ­ცი. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვა ჰა­რის ზურ­გის თვალ­სა­ჩი­ნო და­ზი­ა­ნე­ბა.

  • პრინ­ცის თქმით, უი­ლი­ამს სურ­და სა­უ­ბა­რი მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, პრე­სას­თან ბრძო­ლა­ზე, თუმ­ცა როცა ძმას­თან მი­ვი­და, უკვე სა­შინ­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც უი­ლი­ამ­მა მე­გა­ნი ცუ­დად მო­იხ­სე­ნია, ხოლო ჰარი ცოლს იცავ­და, უი­ლი­ა­მი ყვი­რო­და, ამ­ბობ­და, რომ ჰარი არ იყო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ძმე­ბი ერ­თმა­ნეთს უყ­ვი­როდ­ნენ.

გაც­ვა­ლეს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ შე­უ­რა­ცხყო­ფა. უი­ლი­ა­მი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ძმის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. ჰა­რიმ კი უთხრა - "სე­რი­ო­ზუ­ლად ამ­ბობ? მეხ­მა­რე­ბი? უკაც­რა­ვად - ამას ეძა­ხი დახ­მა­რე­ბას?!“

ამ სი­ტყვებ­მა, ჰა­რის თქმით, უი­ლი­ა­მი კი­დევ უფრო გა­აბ­რა­ზა და ძმის­კენ წა­ვი­და, ახლა უკვე შე­ში­ნე­ბუ­ლი ჰარი სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გა­იქ­ცა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ძმა კი მის­დევ­და. ჰარი წერს, რომ მან ძმას ჭიქა წყა­ლი მი­ა­წო­და და უთხრა: "ვილი, არ შე­მიძ­ლია და­გე­ლა­პა­რა­კო, როცა ასე­თი ხარ.“

  • "წყა­ლი დადო, ჩემ­თან მო­ვი­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და. სა­ყე­ლო­ში ხელი წა­მავ­ლო, ყელ­სა­ბა­მი ჩა­მომ­გლი­ჯა და ია­ტაკ­ზე და­მაგ­დო. ძაღ­ლის საჭ­მლის თას­ზე და­ვარ­ტყი ზურ­გი, რის გა­მოც ზურ­გი და­მი­ზი­ან­და. ერთი წუ­თით იქ ვი­წე­ქი გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, შემ­დეგ ფეხ­ზე წა­მოვ­დე­ქი და ვუ­თხა­რი, რომ გა­სუ­ლი­ყო", - იხ­სე­ნებს პრინ­ცი.

ჰარი წერს, რომ უი­ლი­ამ­მა უთხრა, ახლა თვი­თო­ნაც და­ერ­ტყა, ისე რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში აკე­თებ­დნენ. ჰა­რის თქმით, მან ამა­ზე უარი თქვა. უი­ლი­ა­მი წა­ვი­და, თუმ­ცა შემ­დეგ დაბ­რუნ­და და ძმას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, რის შემ­დე­გაც სახ­ლი და­ტო­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ძმას და­უ­რე­კა და ჰა­რი­სა და უი­ლი­ამს შო­რის ასე­თი დი­ა­ლო­გი შედ­გა:

  • უი­ლი­ა­მი: სა­ჭი­რო არ არის რომ ამის შე­სა­ხებ მეგს უთხრა.
  • ჰარი: გუ­ლის­ხმობ იმას, რომ თავს და­მეს­ხი?
  • უი­ლი­ა­მი: მე თავს არ დაგ­სხმი­ვარ, ჰა­როლდ.

ჰარი ამ­ბობს, რომ ცო­ლის­თვის მა­შინ­ვე არ უთ­ქვამს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, მაგ­რამ თე­რა­პევტს და­უ­რე­კა და ყვე­ლა­ფე­რი უამ­ბო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­გან­მა ჰა­რის ზურ­გზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ნა­კაწ­რე­ბი შე­ნიშ­ნა, სწო­რედ ამი­ტომ უამ­ბო მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. ჰა­რის თქმით, "მე­გა­ნი ამით არ იყო არც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და არც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი.. ის სა­შინ­ლად და­სევ­დი­ან­და“

წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბი­დან­ვე, Spare – “სა­თა­და­რი­გო", ჩანს, თუ რის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა მე­მუ­ა­რე­ბი. პრინ­ცი რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში სა­უბ­რობს თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე იმის შე­სა­ხებ, რომ ტახ­ტის მემ­კვიდ­რე მისი ძმაა, ხოლო თვი­თონ სა­თა­და­რი­გო და სა­მე­ფო ტახტს იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­კა­ვებს, თუ მის ძმას რა­ი­მე შე­ემ­თხვე­ვა.

და­სა­წყის­ში ჰარი ყვე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უთხრა მა­მა­მის­მა, ახლა უკვე მეფე ჩარლზ­მა მე­უღ­ლეს, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას, ჰა­რის და­ბა­დე­ბის დღეს: "მშვე­ნი­ე­რია, ახლა შენ უკვე მო­მე­ცი რო­გორც მემ­კვიდ­რე, ასე­ვე სა­თა­და­რი­გო - ჩემი საქ­მე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.“

ჰარი ასე­ვე იხ­სე­ნებს ჩარლზ­თან და უი­ლი­ამ­თან მტკივ­ნე­ულ შეხ­ვედ­რა, დე­დოფ­ლის ქმრის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ, 2021 წლის აპ­რილ­ში. პრინ­ცის თქმით, ის და უი­ლი­ა­მი ჩხუ­ბობ­დნენ, ჩარლ­ზი კი მათ გა­წით­ლე­ბულ სა­ხე­ებს უყუ­რებ­და და შვი­ლებს ასე მი­მარ­თა: "გთხოვთ, ბი­ჭე­ბო, ნუ აქ­ცევთ ჩემს ბოლო წლებს უბე­დუ­რე­ბად."

წიგ­ნი კვი­რას გა­მო­ვა, თუმ­ცა მა­ნამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნა­ხავს ჰა­რის ორ ინ­ტერ­ვი­უს ITV -სა და CBS-ის ეთერ­ში. მე­დია წერს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მე­ფო ოჯა­ხის აღ­შფო­თე­ბას გა­მო­იწ­ვევს და მათ მო­უ­წევთ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა იმა­ზე, რის შე­სა­ხე­ბაც დიდი ხა­ნია დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელისაბედი.
1

მერე შენ ვერ გაუყარე? ძმა არ არის?

ინგა
24

ჰარი ყოველᲗვის დედის ერᲗგული იყო და Ძალიან გავს.დიანამ ვერ მოახერხა Თავი დაეხსნა არ აპატიეს Თავისუფლება და ბედნიერად ცხოვრება. იგივეს უკეᲗებენ ჰარის.ველი წიგნს ბევრი სიმარᲗლიᲗ დროა ამხილოს ბოროტების სავანე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საყელოში ხელი წამავლო, იატაკზე დამაგდო..." - პრინცი ჰარი უილიამისგან ფიზიკურ თავდასხმას დეტალურად აღწერს: ძმებს შორის სკანდალური ჩხუბის უცნობი ამბავი

"საყელოში ხელი წამავლო, იატაკზე დამაგდო..." - პრინცი ჰარი უილიამისგან ფიზიკურ თავდასხმას დეტალურად აღწერს: ძმებს შორის სკანდალური ჩხუბის უცნობი ამბავი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რთული დღეები ელის - კვირას პრინც ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელად "Spare" (“სათადარიგო.“) გამოვა, სადაც ჰარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სკანდალურ დეტალებზე წერს. ბრიტანულმა გამოცემამ the guardian ოფიციალურად წიგნის გამოცემამდე მოიპოვა მისი ასლი და მკითხველს უზიარებს იმ ნაწილს, სადაც ჰარი წერს, რომ თავისი ძმა, პრინცი უილიამი მას "ფიზიკურად დაესხა თავს."

როგორც ჰარი წერს, უილიამი თვლიდა, რომ მათი ურთიერთობა ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინების გამო დაინგრა. მემუარებში ჰარი 2019 წელს, ლონდონში, ჰარის სახლში მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს და წერს, რომ უილიამი მეგანს "რთულ", "უხეშ", "თავხედ" ქალს უწოდებდა, რაზეც ჰარიმ მიუგო, რომ ის "ბრიტანული პრესის ნარატივს" იმეორებდა მეგანის შესახებ.

"დაპირისპირება გამწვავდა. უილიამმა საყელოში მომიჭირა და იატაკზე დამაგდო“, - იხსენებს პრინცი. ის აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა ჰარის ზურგის თვალსაჩინო დაზიანება.

  • პრინცის თქმით, უილიამს სურდა საუბარი მათ ურთიერთობაზე, პრესასთან ბრძოლაზე, თუმცა როცა ძმასთან მივიდა, უკვე საშინლად გაღიზიანებული იყო. მას შემდეგ, რაც უილიამმა მეგანი ცუდად მოიხსენია, ხოლო ჰარი ცოლს იცავდა, უილიამი ყვიროდა, ამბობდა, რომ ჰარი არ იყო რაციონალური. ძმები ერთმანეთს უყვიროდნენ.

გაცვალეს ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა. უილიამი ამტკიცებდა, რომ ძმის დახმარებას ცდილობდა. ჰარიმ კი უთხრა - "სერიოზულად ამბობ? მეხმარები? უკაცრავად - ამას ეძახი დახმარებას?!“

ამ სიტყვებმა, ჰარის თქმით, უილიამი კიდევ უფრო გააბრაზა და ძმისკენ წავიდა, ახლა უკვე შეშინებული ჰარი სამზარეულოსკენ გაიქცა, გაბრაზებული ძმა კი მისდევდა. ჰარი წერს, რომ მან ძმას ჭიქა წყალი მიაწოდა და უთხრა: "ვილი, არ შემიძლია დაგელაპარაკო, როცა ასეთი ხარ.“

  • "წყალი დადო, ჩემთან მოვიდა... ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. საყელოში ხელი წამავლო, ყელსაბამი ჩამომგლიჯა და იატაკზე დამაგდო. ძაღლის საჭმლის თასზე დავარტყი ზურგი, რის გამოც ზურგი დამიზიანდა. ერთი წუთით იქ ვიწექი გაბრუებული, შემდეგ ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი, რომ გასულიყო", - იხსენებს პრინცი.

ჰარი წერს, რომ უილიამმა უთხრა, ახლა თვითონაც დაერტყა, ისე როგორც ბავშვობაში აკეთებდნენ. ჰარის თქმით, მან ამაზე უარი თქვა. უილიამი წავიდა, თუმცა შემდეგ დაბრუნდა და ძმას ბოდიში მოუხადა, რის შემდეგაც სახლი დატოვა.

მოგვიანებით, ძმას დაურეკა და ჰარისა და უილიამს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

  • უილიამი: საჭირო არ არის რომ ამის შესახებ მეგს უთხრა.
  • ჰარი: გულისხმობ იმას, რომ თავს დამესხი?
  • უილიამი: მე თავს არ დაგსხმივარ, ჰაროლდ.

ჰარი ამბობს, რომ ცოლისთვის მაშინვე არ უთქვამს მომხდარის შესახებ, მაგრამ თერაპევტს დაურეკა და ყველაფერი უამბო. მოგვიანებით, მეგანმა ჰარის ზურგზე სისხლჩაქცევები და ნაკაწრები შენიშნა, სწორედ ამიტომ უამბო მომხდარის შესახებ. ჰარის თქმით, "მეგანი ამით არ იყო არც გაკვირვებული და არც გაბრაზებული.. ის საშინლად დასევდიანდა“

წიგნის სახელწოდებიდანვე, Spare – “სათადარიგო", ჩანს, თუ რის შესახებ იქნება მემუარები. პრინცი რამდენიმე ეპიზოდში საუბრობს თავის დამოკიდებულებაზე იმის შესახებ, რომ ტახტის მემკვიდრე მისი ძმაა, ხოლო თვითონ სათადარიგო და სამეფო ტახტს იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ მის ძმას რაიმე შეემთხვევა.

დასაწყისში ჰარი ყვება იმის შესახებ, თუ როგორ უთხრა მამამისმა, ახლა უკვე მეფე ჩარლზმა მეუღლეს, პრინცესა დაიანას, ჰარის დაბადების დღეს: "მშვენიერია, ახლა შენ უკვე მომეცი როგორც მემკვიდრე, ასევე სათადარიგო - ჩემი საქმე დასრულებულია.“

ჰარი ასევე იხსენებს ჩარლზთან და უილიამთან მტკივნეულ შეხვედრა, დედოფლის ქმრის დაკრძალვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში. პრინცის თქმით, ის და უილიამი ჩხუბობდნენ, ჩარლზი კი მათ გაწითლებულ სახეებს უყურებდა და შვილებს ასე მიმართა: "გთხოვთ, ბიჭებო, ნუ აქცევთ ჩემს ბოლო წლებს უბედურებად."

წიგნი კვირას გამოვა, თუმცა მანამდე საზოგადოება ნახავს ჰარის ორ ინტერვიუს ITV -სა და CBS-ის ეთერში. მედია წერს, რომ ეს ყველაფერი სამეფო ოჯახის აღშფოთებას გამოიწვევს და მათ მოუწევთ კომენტარის გაკეთება იმაზე, რის შესახებაც დიდი ხანია დუმილს ამჯობინებენ.