საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - რას წერს ესპანური მედია
ესპანეთში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - რას წერს ესპანური მედია

ეს­პა­ნეთ­ში, სე­ვი­ლი­ა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბულ­ნი არი­ან სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლის ძარ­ცვა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა ტრი­ა­ნას რა­ი­ონ­ში მო­ნიშ­ნა 100-ზე მეტი სახ­ლი გა­სა­ძარ­ცვად. ჯგუ­ფის სა­მიზ­ნე ძი­რი­თა­დად ის სახ­ლე­ბი იყო, სა­დაც მო­ხუ­ცე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.

  • მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თა შო­რის ორი მა­მა­კა­ცი, ხოლო ერთი ქა­ლია. ისი­ნი მოქ­მე­დებ­დნენ ყვე­ლა ძარ­ცვა­ზე ერ­თნა­ი­რი სქე­მით - სახ­ლებს კა­ცე­ბი ძარ­ცვავ­დნენ, ხოლო ქალი ნა­ძარცვ ნივ­თებს ყიდ­და. მათი ნა­ძარ­ცვი ძი­რი­თა­დად ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლი იყო, რო­მელ­საც შემ­დეგ ყიდ­დნენ.

აქამ­დე ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან. და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია შო­ბის ღა­მეს ჩა­ტარ­და. პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნა მო­პა­რუ­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც ჯერ არ ჰქონ­დათ გა­ყი­დუ­ლი.

ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ორ მა­მა­კაცს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ამა­ვე ჯგუ­ფის წევ­რი ქალი კი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რრრ
10

რას გვიშვებს კაცო ეს ევროპა, ტრადიციულ მამაპაპურ ქურდობასაც აღარ გვაცლიან.დდდ

ქართველი
12

ახლა გამოვა "პატრიოტი" ქართველი და იტყვის, რა ქნან,უჭირს ხალხსო. სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ და მერე ნახავენ როგორ იქურდებენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ესპანეთში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - რას წერს ესპანური მედია

ესპანეთში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - რას წერს ესპანური მედია

ესპანეთში, სევილიაში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ბრალდებულნი არიან სადღესასწაულო პერიოდში რამდენიმე სახლის ძარცვაში.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ტრიანას რაიონში მონიშნა 100-ზე მეტი სახლი გასაძარცვად. ჯგუფის სამიზნე ძირითადად ის სახლები იყო, სადაც მოხუცები ცხოვრობდნენ.

  • მედიის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთა შორის ორი მამაკაცი, ხოლო ერთი ქალია. ისინი მოქმედებდნენ ყველა ძარცვაზე ერთნაირი სქემით - სახლებს კაცები ძარცვავდნენ, ხოლო ქალი ნაძარცვ ნივთებს ყიდდა. მათი ნაძარცვი ძირითადად ძვირფასი სამკაული იყო, რომელსაც შემდეგ ყიდდნენ.

აქამდე ისინი დაკავებულები არ ყოფილან. დაკავების ოპერაცია შობის ღამეს ჩატარდა. პოლიციამ ასევე აღმოაჩინა მოპარული ძვირფასეულობა, რომლებიც ჯერ არ ჰქონდათ გაყიდული.

ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულ ორ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამავე ჯგუფის წევრი ქალი კი გირაოთი გაათავისუფლეს.