მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერი ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - აფხაზეთში რაულ ბარცბას ავტორიტეტი სუსტდება: "მის იმპერიას ჩუმად, თითო-თითო აგურის გამოცლით არყევენ"
"კანონიერი ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - აფხაზეთში რაულ ბარცბას ავტორიტეტი სუსტდება: "მის იმპერიას ჩუმად, თითო-თითო აგურის გამოცლით არყევენ"

ხან­მოკ­ლე პა­უ­ზის შემ­დეგ, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი კლა­ნე­ბი ისევ გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა АБХАЗИЯ-ЦЕНТР-ის ცნო­ბით, 2017 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად, აფხა­ზეთ­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის იმ ნა­წი­ლის დარ­ბე­ვა იგეგ­მე­ბა, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ მა­ღალ "ქურ­დულ არის­ტოკ­რა­ტი­ას" წარ­მო­ად­გე­ნენ...

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ, ზღვარსგა­და­სუ­ლი "პა­კას" (იგი­ვე, სტა­ნის­ლავ ციშ­ბა) და "პი­ზას" (იგი­ვე რაულ ბარცბა) გავ­ლე­ნე­ბი და ავ­ტო­რი­ტე­ტი უნდა შერ­ყე­უ­ლი­ყო.

"საქ­მე ის არის, რომ 2019 წლის შემ­დეგ, მას მერე, რაც ბარცბას მარ­ჯვე­ნა ხელი და მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, "ხა­სი­კი" (ას­ტა­მურ შამ­ბა) და "ას­ტი­კი" (ალ­ხას ავი­ძ­ბა) სო­ხუ­მის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლეს, მისი გავ­ლე­ნე­ბი ისე­თი­ვე ურ­ყე­ვი ვე­ღარ არის. უფრო ადრე კი, მათი კი­დევ ერთი მო­კავ­ში­რე იური პი­ჯა­კა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს, მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ეს და­ნაკ­ლი­სი მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ონ მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის ("მე­რაბ სუ­ხუმსკის") გავ­ლე­ნი­ან კლანს", - წერს გა­მო­ცე­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "პიზა" ახალ­წვე­უ­ლებ­მა "ოფი­ცი­ა­ლუ­რად" და­ი­ბა­რეს, მაგ­რამ ის შეხ­ვედ­რა­ზე არ წა­სუ­ლა...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ერთი და­ბა­რე­ბით არ დას­რულ­დე­ბა. ბარცბას გავ­ლე­ნე­ბის შე­ზღუდ­ვა ისე­დაც და­წყე­ბუ­ლია, მისი იმ­პე­რია, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, ად­გი­ლობ­რივ მას­შტა­ბებ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ აფხა­ზეთ­ში უპი­რო­ბოდ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო, ნელ-ნელა სუს­ტდე­ბა. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ჩუ­მად, უხ­მა­უ­როდ, მაგ­რამ თითო-თითო აგუ­რის გა­მოც­ლით არ­ყე­ვენ მას.

რაულ ბარცბა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აფხა­ზეთ­ში სრუ­ლი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და, იმ­დე­ნად, რომ რე­გი­ო­ნის ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რე­ბი, მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მას­თან ვალ­ში იყ­ვნენ, რად­გან უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თა­მაშ­ში სწო­რედ ბარცბა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ერ­თვე­ბოდ­ნენ. მხა­რე­ებს გა­რი­გე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ, პი­რო­ბებს აც­ნობ­დნენ. მათი სი­ტყვა კი ჭრი­და.

რაულ ბარცბა

იგი­ვე ხდე­ბო­და ბიზ­ნესს­ფე­რო­ში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მთლი­ა­ნად კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ არის. იმ­დე­ნად, რომ მათ უკვე ე.წ. სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებ­ზეც მი­უწ­ვდე­ბო­დათ ხელი. რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ტუ­რიზ­მზე, ციტ­რუ­სი­სა და თხი­ლის ბიზ­ნეს­ზე, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში, მარ­თა­ლია, სე­ზო­ნურ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ მსუ­ყე შე­მო­სავ­ლად ით­ვლე­ბა.

ბჟა­ნია-არ­ძინ­ბა, ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კრი­მი­ნა­ლებ­თან შე­და­რე­ბით ხის­ტი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლობ­და, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა რუ­სე­თის დაკ­ვე­თით ხსნის. მათი მო­საზ­რე­ბით, ეს შე­ტე­ვაც რუ­სე­თი­დან მო­დის, რად­გან ბოლო ხა­ნებ­ში "პაკა"-"პი­ზას" დუ­ე­ტი, რუ­სულ-აფხა­ზუ­რი ბიზ­ნე­სის თა­ვი­ან­თი გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­გვე­ლა­ძის კლანს, ის არას­დროს მო­დუ­ნე­ბუ­ლა, უბ­რა­ლოდ, შე­სა­ფე­რის მო­მენტს ელო­და. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა, მაგ­რამ თუ ამის წი­ნა­პი­რო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შექ­მნის, და­ნარ­ჩენ საქ­მეს ბო­ლომ­დე ისი­ნი მი­იყ­ვა­ნენ.

"სა­მად გა­ყო­ფას, ცხა­დია, ორად გა­ყო­ფა სჯობს. ბარცბას კი ბჟა­ნი­ას მი­მართ ნამ­დვი­ლად ზედ­მე­ტი მოს­დი­ო­და, ხში­რად პრე­ზი­დენტს ასის­ტენ­ტი­ვით უყუ­რებ­და, რაც მას მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­ში აკ­ნი­ნებ­და" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ალი­ას აფ­სუა.

"აქ მხო­ლოდ წი­ლე­ბი­სა და გავ­ლე­ნე­ბის საქ­მე არ არის, "პი­ზას" კონ­ფლიქ­ტუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, რაც ყვე­ლამ იცის. მას­თან საქ­მი­ა­ნი, მო­კავ­ში­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მას უნდა ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს. ეს შე­საძ­ლოა, ად­გი­ლობ­რივ მას­შტა­ბებ­ზე ძნე­ლი არ იყო, მაგ­რამ მუდ­მი­ვი ვერ იქ­ნე­ბო­და, მით უფრო, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ "მე­რაბ სუ­ხუმსკი" იყო, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის კლანს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ამი­ტომ "პი­ზას" მე­ფო­ბა მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია... კი­დევ ერთი, ბარცბა იმ­დე­ნად გა­და­ვი­და ზღვარს, რომ მისი და­პა­ტიმ­რე­ბა, ბევ­რს შვე­ბა­საც კი მოჰ­გვრის" - მი­აჩ­ნია ნი­კო­ლა კო­ში­ნის.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
3

ჯერ თვითონ სახელს დაუკვირდით კანონიერი ქურდი? სად კანონი და სად ქურდი? ქურდი კანონს რომ ემორჩილებოდეს ქურდი აღარ იქნებოდა!!!

 

გიორგი
2

სად იყო 90აᲗიანებᲨი ქურდების გავლენა ყველაფერს მხედრიონი აკონტროლებდა სწორედ მაᲗ დაანგრიეს ქვეყანა.

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კანონიერი ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - აფხაზეთში რაულ ბარცბას ავტორიტეტი სუსტდება: "მის იმპერიას ჩუმად, თითო-თითო აგურის გამოცლით არყევენ"

"კანონიერი ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - აფხაზეთში რაულ ბარცბას ავტორიტეტი სუსტდება: "მის იმპერიას ჩუმად, თითო-თითო აგურის გამოცლით არყევენ"

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალური კლანები ისევ გააქტიურდნენ. ამის პარალელურად, ადგილობრივი გამოცემა АБХАЗИЯ-ЦЕНТР-ის ცნობით, 2017 წლის შემდეგ, პირველად, აფხაზეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების იმ ნაწილის დარბევა იგეგმება, რომლებიც ადგილობრივ მაღალ "ქურდულ არისტოკრატიას" წარმოადგენენ...

გამოცემის ცნობით, რეგიონში წინასაახალწლოდ, ზღვარსგადასული "პაკას" (იგივე, სტანისლავ ციშბა) და "პიზას" (იგივე რაულ ბარცბა) გავლენები და ავტორიტეტი უნდა შერყეულიყო.

"საქმე ის არის, რომ 2019 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ბარცბას მარჯვენა ხელი და მთავარი მოკავშირეები, "ხასიკი" (ასტამურ შამბა) და "ასტიკი" (ალხას ავიძბა) სოხუმის ცენტრში ჩაცხრილეს, მისი გავლენები ისეთივე ურყევი ვეღარ არის. უფრო ადრე კი, მათი კიდევ ერთი მოკავშირე იური პიჯაკა გაანეიტრალეს, მთლიანობაში კი, ეს დანაკლისი მათ შესაძლებლობას არ აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიონ მერაბ ჯანგველაძის ("მერაბ სუხუმსკის") გავლენიან კლანს", - წერს გამოცემა.

არსებული ინფორმაციით, "პიზა" ახალწვეულებმა "ოფიციალურად" დაიბარეს, მაგრამ ის შეხვედრაზე არ წასულა...

ადგილობრივების ცნობით, რასაკვირველია, ყველაფერი ერთი დაბარებით არ დასრულდება. ბარცბას გავლენების შეზღუდვა ისედაც დაწყებულია, მისი იმპერია, რომელიც მართალია, ადგილობრივ მასშტაბებზე იყო გათვლილი, მაგრამ აფხაზეთში უპირობოდ ყველაზე ძლიერი იყო, ნელ-ნელა სუსტდება. კრიმინალური ავტორიტეტები ჩუმად, უხმაუროდ, მაგრამ თითო-თითო აგურის გამოცლით არყევენ მას.

რაულ ბარცბა უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთში სრული გავლენით სარგებლობდა, იმდენად, რომ რეგიონის ყველა ხელმძღვანელი პირი, ასევე ოპოზიციური ძალების მეთაურები, მცირე გამონაკლისის გარდა, მასთან ვალში იყვნენ, რადგან უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში, თამაშში სწორედ ბარცბა და მისი მოკავშირეები ერთვებოდნენ. მხარეებს გარიგებას სთავაზობდნენ, პირობებს აცნობდნენ. მათი სიტყვა კი ჭრიდა.

რაულ ბარცბა

იგივე ხდებოდა ბიზნესსფეროში, რომელიც შეიძლება ითქვას, ოკუპირებულ რეგიონში მთლიანად კრიმინალური ავტორიტეტების კონტროლის ქვეშ არის. იმდენად, რომ მათ უკვე ე.წ. საბიუჯეტო სახსრებზეც მიუწვდებოდათ ხელი. რომ არაფერი ვთქვათ, ტურიზმზე, ციტრუსისა და თხილის ბიზნესზე, რომელიც რეგიონში, მართალია, სეზონურ, მაგრამ საკმაოდ მსუყე შემოსავლად ითვლება.

ბჟანია-არძინბა, ალექსანდრე ანქვაბისგან განსხვავებით, კრიმინალებთან შედარებით ხისტი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის დაკვეთით ხსნის. მათი მოსაზრებით, ეს შეტევაც რუსეთიდან მოდის, რადგან ბოლო ხანებში "პაკა"-"პიზას" დუეტი, რუსულ-აფხაზური ბიზნესის თავიანთი გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობდა.

რაც შეეხება ჯანგველაძის კლანს, ის არასდროს მოდუნებულა, უბრალოდ, შესაფერის მომენტს ელოდა. დიდი ალბათობით, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია პირადი შურისძიება, მაგრამ თუ ამის წინაპირობას ადგილობრივი ხელისუფლება შექმნის, დანარჩენ საქმეს ბოლომდე ისინი მიიყვანენ.

"სამად გაყოფას, ცხადია, ორად გაყოფა სჯობს. ბარცბას კი ბჟანიას მიმართ ნამდვილად ზედმეტი მოსდიოდა, ხშირად პრეზიდენტს ასისტენტივით უყურებდა, რაც მას მოსახლეობის თვალში აკნინებდა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალიას აფსუა.

"აქ მხოლოდ წილებისა და გავლენების საქმე არ არის, "პიზას" კონფლიქტური ხასიათი აქვს, რაც ყველამ იცის. მასთან საქმიანი, მოკავშირული ურთიერთობა ძნელი წარმოსადგენია, მას უნდა ყველა ემორჩილებოდეს. ეს შესაძლოა, ადგილობრივ მასშტაბებზე ძნელი არ იყო, მაგრამ მუდმივი ვერ იქნებოდა, მით უფრო, რომ მის წინააღმდეგ "მერაბ სუხუმსკი" იყო, რომელიც სოხუმის კლანს ხელმძღვანელობს, ამიტომ "პიზას" მეფობა მხოლოდ დროებითია... კიდევ ერთი, ბარცბა იმდენად გადავიდა ზღვარს, რომ მისი დაპატიმრება, ბევრს შვებასაც კი მოჰგვრის" - მიაჩნია ნიკოლა კოშინის.