საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ტელეკომპანიის თანახმად, ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.
რუსთავი2-ის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ვაკეში ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. შემთხვევა ორ იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.
ტელეკომპანიასთან საუბარში მომხდარს ადასტურებს შარაშიძეც.
"დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას," - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.