პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს მეუღლესთან ერთად სტუმრობდა.
"დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს" - წერს პრემიერი "ფეისბუქზ".
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 45-ე წლისთავი აღინიშნა.
კარგ მოძღვარს სამწყსო ღვთისკე მიჰყავს, ცუდს - თავისკე. საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო ვის ეცოდინებოდა შიოლაშვილი ან ეკლესია როგორ აღორძინდებოდა? ღვთისნიერი ადამიანები ყოველთვის ფარავდნენ სიწმინდეს, ეს ცოცხლად შერაცხეს: დაბადების დღე, აღსაყდრების, წლისთავი, იუბილე ცხვირის დაცემინების დღე....არ შეიძლება ადამიანის ასე კერპად ქცევა და ლენინიზაცია! "ადიდე უფალი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი"
პატრიარქის ჯვარი გიცავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს
ვუერთდებით მილოცვას. 100 წლის იუბილეც მიგველოცოს გამთლიანებულ საქართველოში.
დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენს უწმინდესს მრავალჟამიერ!