პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ, უფრო გადამდებ შტამზე - რამდენად მძიმეა დაავადების მიმდინარეობა და მოსალოდნელია თუ არა ვირუსის კიდევ ერთი "აფეთქება"
რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ, უფრო გადამდებ შტამზე - რამდენად მძიმეა დაავადების მიმდინარეობა და მოსალოდნელია თუ არა ვირუსის კიდევ ერთი "აფეთქება"

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში COVID 19-ის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი ვრცელ­დე­ბა, რაც მეც­ნი­ერ­თა შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. საქ­მე შე­ე­ხე­ბა ომიკ­რო­ნის უახ­ლეს ქვეშ­ტამს, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის გავ­რცე­ლე­ბულ ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით, კი­დევ უფრო გა­დამ­დებ შტა­მად სა­ხელ­დე­ბა და ინ­ფექ­ცი­ის ახა­ლი ტალ­ღის საფრ­თხეს აჩენს.

ვნა­ხოთ, რა არის ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი ომიკ­რო­ნის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის შე­სა­ხებ.

  • რა ჰქვია ახალ ვა­რი­ანტს და რამ­დე­ნად სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა?

მე­დი­ცი­ნა­ში მას უწო­დე­ბენ XBB.1.5. ვა­რი­ანტს. ეს არის ომიკ­რო­ნის ერთ-ერთი უახ­ლე­სი შტა­მი და ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­გორც ძა­ლი­ან გა­დამ­დე­ბი. ის წარ­მო­იშ­ვა ომიკ­რო­ნის ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შტა­მის შერ­წყმის შე­დე­გად.

ამ ვა­რი­ან­ტის გა­ჩე­ნის არე­ა­ლად ნიუ იორ­კის შტა­ტი მი­იჩ­ნე­ვა და პირ­ვე­ლად ის გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­ავ­ლი­ნეს. დე­კემ­ბრის ბო­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აშშ-ში გა­ორ­მაგ­და და რაც ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბოა, იქ გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის 40%-ს სწო­რედ ეს ახა­ლი ვა­რი­ან­ტი წარ­მო­ად­გენს.

ნიუ იორკში გარზდი­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, რაც აჩენს შიშს, რომ XBB.1.5-ს შე­უძ­ლია კო­ვი­დის ახა­ლი ტალ­ღე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ვრცელ­დე­ბა ორ­ჯერ უფრო სწრა­ფად, ვიდ­რე BQ.1.1 ვა­რი­ან­ტი (მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შტა­მი).

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბას, ამ დრო­ის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის სულ მცი­რე 4% აღ­ნიშ­ნულ შტამს უკავ­შირ­დე­ბა.

  • რამ­დე­ნად მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს და­ა­ვა­დე­ბას?

კარ­გი ამ­ბა­ვი ისაა, რომ არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ XBB.1.5, ომიკ­რო­ნის სხვა შტა­მებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სირ­თუ­ლი­საა, რო­გორც ომიკ­რო­ნის ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ცირ­კუ­ლი­რებს.

  • მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ინ­ფექ­ცი­ის კვლავ აფეთ­ქე­ბა და ახა­ლი ტალ­ღა?

ჯერ­ჯე­რო­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი ვერ ამ­ბო­ბენ, იქ­ნე­ბა თუ არა მას­შტა­ბუ­რი ზრდა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის, თუმ­ცა "გარ­კვე­ულ ზრდას“ პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა, მაგ­რამ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ფეთ­ქე­ბა­დი ტალ­ღა. არ მგო­ნია, რომ იყოს პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი. მთა­ვა­რია, არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ამ ვა­რი­ანტს უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს,- ამ­ბობს კემ­ბრი­ჯის უნი­ვე­რის­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რავი გუპ­ტა.

  • რას გვირ­ჩე­ვენ ვირუ­სო­ლო­გე­ბი?

ვაქ­ცი­ნე­ბი კვლავ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა კო­ვი­დის­გან და­სა­ცა­ვად, რო­გორც გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვირუ­სო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი სემ უილ­სო­ნი ამ­ბობს, თა­ვის და­სა­ცა­ვად უნდა მი­ი­ღოთ უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბი ზო­მე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს დის­ტან­ცი­ის დაც­ვას, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვას, პირ­ბა­დის ტა­რე­ბას ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში და და­ხუ­რულ სივ­რცე­ში და სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, იზო­ლა­ცი­ას.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
12

აბა დააყენეთ ცხვრის ფარა რიგში. აგვცერით ბეეეე!

ვახ
11

აღარ გამოგივათ

ავტორი:

რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ, უფრო გადამდებ შტამზე - რამდენად მძიმეა დაავადების მიმდინარეობა და მოსალოდნელია თუ არა ვირუსის კიდევ ერთი "აფეთქება"

რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ, უფრო გადამდებ შტამზე - რამდენად მძიმეა დაავადების მიმდინარეობა და მოსალოდნელია თუ არა ვირუსის კიდევ ერთი "აფეთქება"

ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID 19-ის ახალი ვარიანტი ვრცელდება, რაც მეცნიერთა შეშფოთების მიზეზი გახდა. საქმე შეეხება ომიკრონის უახლეს ქვეშტამს, რომელიც ამ დროისთვის გავრცელებულ ვარიანტთან შედარებით, კიდევ უფრო გადამდებ შტამად სახელდება და ინფექციის ახალი ტალღის საფრთხეს აჩენს.

ვნახოთ, რა არის ამ დროისთვის ცნობილი ომიკრონის ახალი ვარიანტის შესახებ.

  • რა ჰქვია ახალ ვარიანტს და რამდენად სწრაფად ვრცელდება?

მედიცინაში მას უწოდებენ XBB.1.5. ვარიანტს. ეს არის ომიკრონის ერთ-ერთი უახლესი შტამი და ხასიათდება, როგორც ძალიან გადამდები. ის წარმოიშვა ომიკრონის ორი განსხვავებული შტამის შერწყმის შედეგად.

ამ ვარიანტის გაჩენის არეალად ნიუ იორკის შტატი მიიჩნევა და პირველად ის გასული წლის ოქტომბერში გამოავლინეს. დეკემბრის ბოლოს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა აშშ-ში გაორმაგდა და რაც ყველაზე საყურადღებოა, იქ გამოვლენილი კოვიდის შემთხვევების 40%-ს სწორედ ეს ახალი ვარიანტი წარმოადგენს.

ნიუ იორკში გარზდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, რაც აჩენს შიშს, რომ XBB.1.5-ს შეუძლია კოვიდის ახალი ტალღები გამოიწვიოს. ვრცელდება ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე BQ.1.1 ვარიანტი (მსოფლიოში ამჟამად ყველაზე გავრცელებული შტამი).

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში გავრცელებას, ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში კვლევა მიმდინარეობს და წინასწარი მონაცემებით, კოვიდის შემთხვევების სულ მცირე 4% აღნიშნულ შტამს უკავშირდება.

  • რამდენად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს დაავადებას?

კარგი ამბავი ისაა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ XBB.1.5, ომიკრონის სხვა შტამებთან შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ის დაახლოებით იგივე სირთულისაა, როგორც ომიკრონის ვარიანტი, რომელიც ამჟამად ცირკულირებს.

  • მოსალოდნელია თუ არა ინფექციის კვლავ აფეთქება და ახალი ტალღა?

ჯერჯერობით მეცნიერები ვერ ამბობენ, იქნება თუ არა მასშტაბური ზრდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის, თუმცა "გარკვეულ ზრდას“ პროგნოზირებენ.

შეიძლება იყოს შემთხვევების ზრდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად იქნება ფეთქებადი ტალღა. არ მგონია, რომ იყოს პანიკის საფუძველი. მთავარია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ვარიანტს უფრო მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებდეს,- ამბობს კემბრიჯის უნივერისტეტის პროფესორი, მიკრობიოლოგიის სპეციალისტი, რავი გუპტა.

  • რას გვირჩევენ ვირუსოლოგები?

ვაქცინები კვლავ საუკეთესო საშუალებაა კოვიდისგან დასაცავად, როგორც გლაზგოს უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, პროფესორი სემ უილსონი ამბობს, თავის დასაცავად უნდა მიიღოთ უკვე კარგად ნაცნობი ზომები, რაც გულისხმობს დისტანციის დაცვას, ჰიგიენის ნორმების დაცვას, პირბადის ტარებას ხალხმრავალ ადგილებში და დახურულ სივრცეში და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, იზოლაციას.

წყარო