პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ულოცავს რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს
როგორ ულოცავს რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს

რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს 90 წლის იუ­ბი­ლეს ულო­ცავს.

რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი მი­სა­ლოც წე­რილ­ში ილია მე­ო­რეს მშვი­დო­ბას, სი­ხა­რულს და ძლი­ე­რე­ბას უსურ­ვებს.

"მის უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს, თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ და უნე­ტა­რე­სო­ბავ, გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რიღს - 90 წლის იუ­ბი­ლეს.

თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის ცხოვ­რე­ბის გზა გა­ნუ­ყოფ­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქრის­ტეს­თან, რო­მე­ლიც სიყრმი­დან­ვე შე­იყ­ვა­რეთ. ეკ­ლე­სი­ის დევ­ნის მკაცრ დროს თქვენ აირ­ჩი­ეთ ღვთის მსა­ხუ­რე­ბის ეკ­ლი­ა­ნი გზა.

სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის წმინ­და სერ­გის დიდ კე­ლი­ა­ში მი­ღე­ბის შემ­დეგ თქვენ შე­უ­დე­ქით გულ­მოდ­გი­ნე შრო­მას იბე­რი­ის ეკ­ლე­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ, რი­თაც გა­ამ­რავ­ლეთ ღვთით ბო­ძე­ბუ­ლი ნიჭი. და­ი­ნა­ხეს რა თქვე­ნი ღვთის­მო­სა­ო­ბა მე­უ­ფე­ებ­მა, აგირ­ჩი­ეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს -პატ­რი­არ­ქად“,- ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი მი­სა­ლოც წე­რილ­ში.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს -პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრძნუ­ლად მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას და თა­ვის მდი­დარ გა­მოც­დი­ლე­ბას უხ­ვად უზი­ა­რებს ყვე­ლას, ვინც პატ­რი­არ­ქთან მი­დის, რაც ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ძვირ­ფა­სი მო­ნა­პო­ვა­რია.

"მხურ­ვა­ლე ლოც­ვით ამ დღეს თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის­თვის, გი­სურ­ვებთ ღვთის დი­დე­ბულ წყა­ლო­ბას, მშვი­დო­ბას, სი­ხა­რულს და ძლი­ე­რე­ბას მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის წე­რილ­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
0

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ცოცხალი თავით არ ახსენებენ ტიტულატურაში!!! ეშმაკი გუნდიაევი, ფარისეველი ბარიგაა!!!

!!!
4

კი ბატონო, მოლოცვა სასიამოვნოა, მაგრამ არა ფარისევლური. მოუწოდე ვოვას, დააბრუნოს ტერიტორიები (მეტი არაა მტერი) და მივიღებთ ამ მოლოცვას მიუხედავად იმისა, რომ შენ თავად არ ხარ გადამწყვეტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

როგორ ულოცავს რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს

როგორ ულოცავს რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს

რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

რუსეთის პატრიარქი მისალოც წერილში ილია მეორეს მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას უსურვებს.

"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 90 წლის იუბილეს.

თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების გზა განუყოფლად დაკავშირებულია ქრისტესთან, რომელიც სიყრმიდანვე შეიყვარეთ. ეკლესიის დევნის მკაცრ დროს თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა.

სასულიერო განათლების წმინდა სერგის დიდ კელიაში მიღების შემდეგ თქვენ შეუდექით გულმოდგინე შრომას იბერიის ეკლესიის სასარგებლოდ, რითაც გაამრავლეთ ღვთით ბოძებული ნიჭი. დაინახეს რა თქვენი ღვთისმოსაობა მეუფეებმა, აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქად“,- ნათქვამია რუსეთის პატრიარქი მისალოც წერილში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად მართავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და თავის მდიდარ გამოცდილებას უხვად უზიარებს ყველას, ვინც პატრიარქთან მიდის, რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ძვირფასი მონაპოვარია.

"მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, გისურვებთ ღვთის დიდებულ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

ასევე იხილეთ: