მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდა - რას აცხადებენ წაყენებულ ბრალდებაზე დაკავებულები
სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდა - რას აცხადებენ წაყენებულ ბრალდებაზე დაკავებულები

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მეს­ტი­ა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 2 პირს, გი­ორ­გი ცინ­დე­ლი­ან­სა და რო­ლანდ აფ­რა­სი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მათ­თვის სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­დნენ.

და­კა­ვე­უ­ლე­ბი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ და ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ.

რო­ლანდ აფ­რა­სი­ძეს ბრა­ლი 109-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში) და 117-ე (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) მუხ­ლით, ხოლო გი­ორ­გი ცინ­დე­ლი­ანს სს კო­დექ­სის 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

ცინ­დე­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­ა­სა­ჩივ­რებს თუ არა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ხოლო აფ­რა­სი­ძის ად­ვო­კა­ტი აპი­რებს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1 იან­ვარს, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეცერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, გ.ც-ს და გ.პ.-ს წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­დათ რ.ა.-სთან და გ.ა.-სთან. კონ­ფლიქ­ტის დროს, გ.ც.-მ , გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით თან ნა­ქო­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა გ.ა.-ს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. იმავდრო­უ­ლად, რ.ა.-მ თან ნა­ქო­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა გ.პ.-სა და რ.პ.-ს მი­მართ, რის შე­დე­გა­დაც გ.პ. გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო რ.პ.- მ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 2 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. გ.ც.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), ხოლო რ.ა.-ს 108-ე მუხ­ლი­თა და 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდა - რას აცხადებენ წაყენებულ ბრალდებაზე დაკავებულები

სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდა - რას აცხადებენ წაყენებულ ბრალდებაზე დაკავებულები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს, გიორგი ცინდელიანსა და როლანდ აფრასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ორივე ბრალდებულის უფლებადამცველები მათთვის სხვადასხვა ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

დაკავეულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

როლანდ აფრასიძეს ბრალი 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით, ხოლო გიორგი ცინდელიანს სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

ცინდელიანის ადვოკატი გამოძიების მსვლელობის პარალელურად მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო აფრასიძის ადვოკატი აპირებს სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

გამოძიების ინფორმაციით, 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გ.ც-ს და გ.პ.-ს წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ რ.ა.-სთან და გ.ა.-სთან. კონფლიქტის დროს, გ.ც.-მ , განზრახ მოკვლის მიზნით თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.ა.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იმავდროულად, რ.ა.-მ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა გ.პ.-სა და რ.პ.-ს მიმართ, რის შედეგადაც გ.პ. გარდაიცვალა, ხოლო რ.პ.- მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. გ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო რ.ა.-ს 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ:

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"