ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან, მიმდინარეობს სამოქალაქოების დახვრეტა. ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამდეხრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
"ისინი ხედავენ, რომ საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება. ხედავენ, რომ მობილიზებულთა ყაზარმები ფეთქდება. ამ ყველაფრის გამო ჭკუიდან იშლებიან. იწყება საკმაოდ სასტიკი ქმედებები მათი მხრიდან. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვრალი სამხედროები სამოქალაქოებს ესვრიან. შეუძლიათ სამოქალაქო მამაკაცი დავრიტონ, თუ მოეჩენებათ, რომ იგი თითქოს უკრაინელ სამხედროებს ეხმარება”, - თქვა გაიდაიმ.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ციხეში უშვებენ მათ, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე ამბობს უარს.
გაიდაის თანახმად, ყოველი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეული ადგილობრივი მაცხოვრებელი გაიყვანეს.
"გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლაგაზრდა ბიჭებს უბრალოდ იჭერენ და, თუ ფრონტზე წასვლა არ სურთ, გაყავთ ლუგანსკში და იქ ციხეში სვამენ. არის ინფორმაცია, რომ 10-15 სამოქალაქოს ამა თუ იმ სოფლიდან იჭერენ და გაყავთ, ასეთი ფორმით აშინებენ ადგილობრივებს, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაეხმარონ… ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან”, - განაცხადა გაიდაიმ.
გაიდაი, მელ გიბსონს გავს მაგრად!!! დიდება გმირებს!!! დიდება ერს-სიკვდილი მტერს!!! СЛАВА УКРАИНЕ И САКАРТВЕЛО!!!🇬🇪🇺🇦✊