სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც საჩუქრებს ვარიგებ და არც გოზინაყს ვამზადებ..." - როგორია გიორგი ვაშაძის საახალწლო ტრადიცია: პოლიტიკოსის ოჯახი იდილია და ცხოვრების სამი საუკეთესო მომენტი
"არც საჩუქრებს ვარიგებ და არც გოზინაყს ვამზადებ..." - როგორია გიორგი ვაშაძის საახალწლო ტრადიცია: პოლიტიკოსის ოჯახი იდილია და ცხოვრების სამი საუკეთესო მომენტი

"გა­სუ­ლი, 2022 წელი საკ­მა­ოდ მძი­მე და გა­მოწ­ვე­ვე­ბით იყო სავ­სე. იმე­დია, მო­მა­ვა­ლი 2023 უფრო ფეხ­ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ასე­ვე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის", - ამ­ბობს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი ვა­შა­ძე. რო­გორც გვი­თხრა, ახალ წელს ცოლ-შვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­მარ­ხვო სუფ­რით, შვი­ლებ­თან ერ­თად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყით და გუ­რუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კით შეხ­ვდა.

- ყო­ველ­თვის მი­ხა­რია ახა­ლი წლის დად­გო­მა, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ 31 დე­კემ­ბერს სა­ცი­ვი­დან თავს არ ვი­ღებ და ყან­წებს ვცლი. ასე არ არის. შო­ბა­სა და ახალ წელს ჩემს ოჯახ­ში, მყუდ­რო გა­რე­მო­ში ვხვდე­ბი, შემ­დეგ დღე­ებ­ში კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. უფრო მე­ტიც, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­საც ხში­რად ვხვდე­ბი.

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობთ?

- არა, ეს ჩემი მე­უღ­ლის, ქე­თის საქ­მეა. ჩემ­გან ოჯახ­ში მოტ­რი­ა­ლე კაცი არ დად­გა. არც გო­ზი­ნაყს ვამ­ზა­დებ და არც სა­ჩუქ­რებს ვა­რი­გებ. არც მე ვი­თხოვ სხვე­ბის­გან სი­ურპრიზს.

- და არც სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბის გჯე­რათ?

- აი, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბის ნამ­დვი­ლად მჯე­რა. ვიცი, მკი­თხავთ და წი­ნას­წარ გე­ტყვით, ჩემი ოც­ნე­ბა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. მაქვს ენერ­გია, რო­მე­ლიც არ მინ­და ჩხუბ­სა და ნე­გა­ტივ­ში გავ­ლიო, საქ­მის კე­თე­ბა მსურს.

- შე­გიძ­ლი­ათ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ახა­ლი წელი გა­იხ­სე­ნოთ?

- რა თქმა უნდა, შე­მიძ­ლია. ეს პირ­ვე­ლი ახა­ლი წელი იყო, რო­მელ­საც ქე­თის­თან ერ­თად შევ­ხვდი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, ღია ცის ქვეშ.

- ერ­თმა­ნე­თი სად გა­ი­ცა­ნით?

- ვე­ნა­ში. გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ვარ­თვი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პა­ში მივ­ლი­ნე­ბით მი­წევ­და წას­ვლა, სულ ვცდი­ლობ­დი, თვითმფრი­ნა­ვი­დან თვითმფრი­ნავ­ში გა­დაჯ­დო­მის დროს მა­ინც მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი ვე­ნა­ში და ქე­თის დავ­კავ­ში­რე­ბო­დი. არ­სად მომ­ყვე­ბო­და, ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა და თა­ვი­სი წე­სე­ბი ჰქონ­და. პირ­ვე­ლად ბა­თუმ­ში წა­ვე­დით ერ­თად, და­ბა­დე­ბის დღე­ზე. რო­გორც კი გან­ვმარ­ტოვ­დით, მა­შინ­ვე ხელი ვთხო­ვე. ქე­თი­მაც თან­ხმო­ბა მი­თხრა.

- თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ.

- სამი მო­მენ­ტი გვქონ­და და სა­მი­ვე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი შვი­ლის და­ბა­დე­ბა მა­ინც სა­ოც­რე­ბა იყო, მი­ხე­ი­ლის და­ბა­დე­ბას პი­რა­დად ვეს­წრე­ბო­დი. მე­ო­რე შვი­ლი შუა არ­ჩევ­ნე­ბი­სას და­ი­ბა­და. მახ­სოვს, ქეთი მან­ქა­ნა­ში ჩემ გვერ­დით იჯდა და მი­თხრა, სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­მიყ­ვა­ნეო. იმ­დე­ნად გა­დარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი საქ­მე­ზე, სამ­შო­ბი­ა­რომ­დე ვერც მივ­ხვდი, რა­ტომ მიმ­ყავ­და. შუ­ა­დღეს და­ი­ბა­და და­ვი­თი. ანას­ტა­სია კი­ევ­ში გაჩ­ნდა, ცოტა ნა­ად­რე­ვად. სხვა­თა შო­რის, ქორ­წი­ლიც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, ნაღ­დი ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი გვქონ­და, ყვე­ლა ტრა­დი­ცი­ის დაც­ვით.

- რო­გო­რი მამა ხართ?

- ძა­ლი­ან მკაც­რი არ ვარ. ძა­ლი­ა­ნაც რომ გინ­დო­დეს, ვერც იქ­ნე­ბი. ახლა ისე­თი დროა, ბავ­შვებ­მაც კი იცი­ან თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად და წყნა­რად ავუხ­სნა.

- რამ­დე­ნად ახერ­ხებთ პო­ლი­ტი­კის და­ტო­ვე­ბას ზღურ­ბლს მიღ­მა?

- ვცდი­ლობ, დავ­ტო­ვო, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. ბავ­შვებს ვი­ცავ პო­ლი­ტი­კის­გან, ქე­თის - ვერა.

- ქეთი თქვენს პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს იზი­ა­რებს?

- რა თქმა უნდა, სხვაგ­ვა­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი მხარ­და­ჭე­რა. ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე ერთი აზრი გვაქვს, ხან­და­ხან ვკა­მა­თობთ კი­დეც. თუ საქ­მე პო­ლი­ტი­კას ეხე­ბა - არა, მაგ­რამ ოჯა­ხურ სა­კი­თხებ­ში მე უფრო დამთმო­ბი ვარ. არ მიყ­ვარს, როცა მე­ბუ­ტე­ბა. ამი­ტომ, თუ ისე მოხ­და, რომ რა­მის დათ­მო­ბა არ შე­მიძ­ლია, მერე დავ­დევ და ვეხ­ვე­წე­ბი, შე­მი­რიგ­დეს. ზოგ­ჯერ შე­სა­რი­გებ­ლად რა­ღა­ცებ­საც ვჩუქ­ნი. თუმ­ცა, შე­რი­გე­ბის სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბიც არ­სე­ბობს.

- ვიცი, რომ ქე­თის ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბა უნდა, თქვენ რა­ტომ არ თან­ხმდე­ბით?

- იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მინ­და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო; ჩემი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლა­ში მსურს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე, ჟურ­ნა­ლი "გზა"

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
7

თავმოყვარე ქალმა ამის გვერდით როგორ უნდა იცხოვროს...

კატა
3

ამათმა 2021 წელს არაბული ცხენი არ იყიდეს?? ცხენი!!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"არც საჩუქრებს ვარიგებ და არც გოზინაყს ვამზადებ..." - როგორია გიორგი ვაშაძის საახალწლო ტრადიცია: პოლიტიკოსის ოჯახი იდილია და ცხოვრების სამი საუკეთესო მომენტი

"არც საჩუქრებს ვარიგებ და არც გოზინაყს ვამზადებ..." - როგორია გიორგი ვაშაძის საახალწლო ტრადიცია: პოლიტიკოსის ოჯახი იდილია და ცხოვრების სამი საუკეთესო მომენტი

"გასული, 2022 წელი საკმაოდ მძიმე და გამოწვევებით იყო სავსე. იმედია, მომავალი 2023 უფრო ფეხბედნიერი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ცივილიზებული სამყაროსთვის", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე. როგორც გვითხრა, ახალ წელს ცოლ-შვილის გარემოცვაში, ტრადიციულად სამარხვო სუფრით, შვილებთან ერთად მომზადებული გოზინაყით და გურული ჩიჩილაკით შეხვდა.

- ყოველთვის მიხარია ახალი წლის დადგომა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ 31 დეკემბერს საცივიდან თავს არ ვიღებ და ყანწებს ვცლი. ასე არ არის. შობასა და ახალ წელს ჩემს ოჯახში, მყუდრო გარემოში ვხვდები, შემდეგ დღეებში კი ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას. უფრო მეტიც, ახალი წლის დღეებში ყველაზე ინტენსიურად ვმუშაობ ინტელექტუალური თვალსაზრისით. უცხოელ პარტნიორებსაც ხშირად ვხვდები.

- წინასაახალწლო სამზადისში არ მონაწილეობთ?

- არა, ეს ჩემი მეუღლის, ქეთის საქმეა. ჩემგან ოჯახში მოტრიალე კაცი არ დადგა. არც გოზინაყს ვამზადებ და არც საჩუქრებს ვარიგებ. არც მე ვითხოვ სხვებისგან სიურპრიზს.

- და არც სურვილების ჩაფიქრების გჯერათ?

- აი, გაგიკვირდებათ და, სურვილების ჩაფიქრების ნამდვილად მჯერა. ვიცი, მკითხავთ და წინასწარ გეტყვით, ჩემი ოცნება ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობაა. მაქვს ენერგია, რომელიც არ მინდა ჩხუბსა და ნეგატივში გავლიო, საქმის კეთება მსურს.

- შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ახალი წელი გაიხსენოთ?

- რა თქმა უნდა, შემიძლია. ეს პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც ქეთისთან ერთად შევხვდი თავისუფლების მოედანზე, ღია ცის ქვეშ.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- ვენაში. გაცნობისთანავე გამოვართვი ტელეფონის ნომერი. მას შემდეგ, რაც ევროპაში მივლინებით მიწევდა წასვლა, სულ ვცდილობდი, თვითმფრინავიდან თვითმფრინავში გადაჯდომის დროს მაინც მოვხვედრილიყავი ვენაში და ქეთის დავკავშირებოდი. არსად მომყვებოდა, ტრადიციული ოჯახიდანაა და თავისი წესები ჰქონდა. პირველად ბათუმში წავედით ერთად, დაბადების დღეზე. როგორც კი განვმარტოვდით, მაშინვე ხელი ვთხოვე. ქეთიმაც თანხმობა მითხრა.

- თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტის შესახებაც გვიამბეთ.

- სამი მომენტი გვქონდა და სამივე ჩვენი შვილების დაბადებას უკავშირდება. პირველი შვილის დაბადება მაინც საოცრება იყო, მიხეილის დაბადებას პირადად ვესწრებოდი. მეორე შვილი შუა არჩევნებისას დაიბადა. მახსოვს, ქეთი მანქანაში ჩემ გვერდით იჯდა და მითხრა, სამშობიაროში წამიყვანეო. იმდენად გადართული ვიყავი საქმეზე, სამშობიარომდე ვერც მივხვდი, რატომ მიმყავდა. შუადღეს დაიბადა დავითი. ანასტასია კიევში გაჩნდა, ცოტა ნაადრევად. სხვათა შორის, ქორწილიც კარგად მახსენდება, ნაღდი ქართული ქორწილი გვქონდა, ყველა ტრადიციის დაცვით.

- როგორი მამა ხართ?

- ძალიან მკაცრი არ ვარ. ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერც იქნები. ახლა ისეთი დროა, ბავშვებმაც კი იციან თავიანთი უფლებების შესახებ. შესაბამისად, ვცდილობ, ყველაფერი მშვიდად და წყნარად ავუხსნა.

- რამდენად ახერხებთ პოლიტიკის დატოვებას ზღურბლს მიღმა?

- ვცდილობ, დავტოვო, მაგრამ არ გამომდის. ბავშვებს ვიცავ პოლიტიკისგან, ქეთის - ვერა.

- ქეთი თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს?

- რა თქმა უნდა, სხვაგვარად როგორ შეიძლება? ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა. ყოველთვის ყველაფერზე ერთი აზრი გვაქვს, ხანდახან ვკამათობთ კიდეც. თუ საქმე პოლიტიკას ეხება - არა, მაგრამ ოჯახურ საკითხებში მე უფრო დამთმობი ვარ. არ მიყვარს, როცა მებუტება. ამიტომ, თუ ისე მოხდა, რომ რამის დათმობა არ შემიძლია, მერე დავდევ და ვეხვეწები, შემირიგდეს. ზოგჯერ შესარიგებლად რაღაცებსაც ვჩუქნი. თუმცა, შერიგების სხვა მექანიზმებიც არსებობს.

- ვიცი, რომ ქეთის ევროპაში ცხოვრება უნდა, თქვენ რატომ არ თანხმდებით?

- იმიტომ, რომ საქართველოში მინდა წარმატებას მივაღწიო; ჩემი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში მსურს მონაწილეობა.

ხათუნა ბახტურიძე, ჟურნალი "გზა"

ნახეთ ასევე: