მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარადონას უარს ვერ ვეტყოდი..." - პელესა და დიეგოს ისტორიული შეხვედრა წლების წინ, არგენტინულ შოუში: ამღერებული პელე, "თავბურთი" და ფეხბურთის ორი მეფე სულ სხვა რაკურსით (ვიდეო)
"მარადონას უარს ვერ ვეტყოდი..." - პელესა და დიეგოს ისტორიული შეხვედრა წლების წინ, არგენტინულ შოუში: ამღერებული პელე, "თავბურთი" და ფეხბურთის ორი მეფე სულ სხვა რაკურსით (ვიდეო)

2005 წელი, 15 აგ­ვის­ტო, ორ­შა­ბა­თი სა­ღა­მო, ბუ­ე­ნოს აი­რე­სი, არ­გენ­ტი­ნუ­ლი Canal 13 - ყვე­ლა­ფე­რი მზა­დაა: მზა­დაა სცე­ნა, რომ­ლის მსგავ­სიც აქამ­დე არა­ვის უნა­ხავს, მზა­დაა "სა­ფეხ­ბურ­თო ტა­ძა­რი", ად­გი­ლი, სა­დაც დი­ე­გო მა­რა­დო­ნა და პელე ბურთს ერ­თად, სა­ჯა­როდ ითა­მა­შე­ბენ და მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ულ კად­რებს აჩუ­ქე­ბენ.

  • La Noche del Diez - ასე ერ­ქვა შოუს, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა იყო და რო­მელ­მაც შო­უ­ში ფეხ­ბურ­თის მეფე, პელე და­პა­ტი­ჟა.

მა­შინ მა­რა­დო­ნა 44-ის, ხოლო პელე 64 წლის იყო. შოუს დროს ორი­ვე მათ­გა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ო­და სპონ­ტა­ნუ­რო­ბით, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ არ იშუ­რებ­დნენ კომ­პლი­მენ­ტებს.

  • პი­რა­დი მიწ­ვე­ვა დი­ე­გოს­გან

პელე მსგავს შო­უ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­ურ­ბო­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იყო - მას პი­რა­დად და­უ­რე­კა დი­ე­გო მა­რა­დო­ნამ და გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სთხო­ვა. ფეხ­ბურ­თის მეფე დი­ე­გოს ქა­რიზ­მის წი­ნა­შე უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა და და­თან­ხმდა. 2020 წელს, მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, La Noche del Diez-ის მა­შინ­დელ­მა პრო­დი­უ­სერ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ გა­და­ცე­მა სპონ­ტა­ნუ­რო­ბა­ზე იყო აგე­ბუ­ლი, წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რა კი­თხვას დას­ვამ­და დი­ე­გო, არ ყო­ფი­ლა წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი სცე­ნა­რი.

  • "ყვე­ლა­ფე­რი მათ სპონ­ტა­ნუ­რო­ბა­სა და მა­რა­დო­ნას ქა­რიზ­მას მი­ვან­დეთ. და ყვე­ლამ იცო­და, რომ რო­დე­საც დი­ე­გოს რა­ღაც სურ­და, მთე­ლი თა­ვი­სი ქა­რიზ­მით, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ ვერ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა“, - იხ­სე­ნებს პრო­დი­უ­სე­რი კოკო ფერ­ნან­დე­სი.

მისი თქმით, მა­რა­დო­ნას პე­ლეც აჰ­ყვა, მათი სხე­უ­ლის ენა, ის თუ რამ­დე­ნად კარ­გად უგებ­დნენ ერ­თმა­ნეთს, სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო. პრო­დი­უ­სე­რებ­მა მა­რა­დო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ბევ­რი შე­ზღუდ­ვა და­ა­წე­სეს, შე­ი­მუ­შა­ვეს წე­სე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა მოქ­ცე­ოდ­ნენ ლე­გენ­დას, თუმ­ცა მა­რა­დო­ნამ თავ­მდაბ­ლო­ბი­თა და უშუ­ა­ლო­ბით ყვე­ლა წესი და­არ­ღვია და ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ყო­ველ­გვა­რი ბა­რი­ე­რი წა­შა­ლა.

"მახ­სოვს, რო­გორ მო­ი­გო დი­ე­გომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გული - სტუ­დი­ა­ში ყვე­ლას­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თის თა­მა­შით, თა­მა­შობ­და მო­სა­გე­ბად, მთე­ლი გუ­ლით, თით­ქოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში იყო“, - ამ­ბობს La Noche del Diez-ის ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი, ემი­ლიო დეი კასი.

ინ­ტერ­ვი­უს დროს პელე და მა­რა­დო­ნა ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­დნენ. პე­ლემ დი­ე­გოს ორ­ჯერ უთხრა, რომ ის სა­მა­გა­ლი­თო იყო. რო­დე­საც პელე გან­მარ­ტავ­და თუ რა­ტომ და­თან­ხმდა შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თქვა, რომ მა­რა­დო­ნას მიწ­ვე­ვა­ზე უარს ვერ იტყო­და, რად­გან მის­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო. ასე­ვე სა­მა­გა­ლი­თო უწო­და მას მა­შინ, როცა არ­გენ­ტი­ნელ­მა შვი­ლის, ედი­ნი­ოს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ჰკი­თხა - ედი­ნიო იმ­ხა­ნად ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი და ცი­ხე­ში იჯდა. პე­ლემ კი უპა­სუ­ხა, რომ მა­რა­დო­ნა, რო­მელ­მაც თავი და­აღ­წია ნარ­კო­ტი­კებს, მა­გა­ლი­თი იყო მისი შვი­ლის­თვის - "შენ ხარ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, შენ ხარ სა­მა­გა­ლი­თო და ჩემ­თვის სი­ა­მა­ყის მომ­გვრე­ლია აქ ყოფ­ნა“, - თქვა პე­ლემ.

ინ­ტერ­ვი­უს დროს დი­ე­გო პე­ლეს მე­ფეს უწო­დებ­და. ერთ მო­მენ­ტში ასის­ტენტს სთხო­ვა, რომ პე­ლეს­თვის გი­ტა­რა მი­ე­ტა­ნა, რათა და­ეკ­რა და ემ­ღე­რა. პე­ლემ მა­რა­დო­ნას უმ­ღე­რა:

შემ­დეგ "თავ­ბურ­თი" გა­ა­ჩა­ღეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა ლე­გენ­დე­ბის ჩა­ხუ­ტე­ბაც, ლე­გენ­დე­ბის, რომ­ლე­ბიც ფეხ­ბურ­თის მე­ფის ტახტს სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც იზი­ა­რე­ბენ.

ავტორი:

"მარადონას უარს ვერ ვეტყოდი..." - პელესა და დიეგოს ისტორიული შეხვედრა წლების წინ, არგენტინულ შოუში: ამღერებული პელე, "თავბურთი" და ფეხბურთის ორი მეფე სულ სხვა რაკურსით (ვიდეო)

"მარადონას უარს ვერ ვეტყოდი..." - პელესა და დიეგოს ისტორიული შეხვედრა წლების წინ, არგენტინულ შოუში: ამღერებული პელე, "თავბურთი" და ფეხბურთის ორი მეფე სულ სხვა რაკურსით (ვიდეო)

2005 წელი, 15 აგვისტო, ორშაბათი საღამო, ბუენოს აირესი, არგენტინული Canal 13 - ყველაფერი მზადაა: მზადაა სცენა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს, მზადაა "საფეხბურთო ტაძარი", ადგილი, სადაც დიეგო მარადონა და პელე ბურთს ერთად, საჯაროდ ითამაშებენ და მსოფლიოს ისტორიულ კადრებს აჩუქებენ.

  • La Noche del Diez - ასე ერქვა შოუს, რომლის წამყვანიც ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა იყო და რომელმაც შოუში ფეხბურთის მეფე, პელე დაპატიჟა.

მაშინ მარადონა 44-ის, ხოლო პელე 64 წლის იყო. შოუს დროს ორივე მათგანი გამოირჩეოდა სპონტანურობით, ერთმანეთის მიმართ არ იშურებდნენ კომპლიმენტებს.

  • პირადი მიწვევა დიეგოსგან

პელე მსგავს შოუებში მონაწილეობას გაურბოდა, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო - მას პირადად დაურეკა დიეგო მარადონამ და გადაცემაში მონაწილეობა სთხოვა. ფეხბურთის მეფე დიეგოს ქარიზმის წინაშე უძლური აღმოჩნდა და დათანხმდა. 2020 წელს, მარადონას გარდაცვალების შემდეგ, La Noche del Diez-ის მაშინდელმა პროდიუსერმა გაიხსენა, რომ გადაცემა სპონტანურობაზე იყო აგებული, წინასწარ არავინ იცოდა, რა კითხვას დასვამდა დიეგო, არ ყოფილა წინასწარ დაწერილი სცენარი.

  • "ყველაფერი მათ სპონტანურობასა და მარადონას ქარიზმას მივანდეთ. და ყველამ იცოდა, რომ როდესაც დიეგოს რაღაც სურდა, მთელი თავისი ქარიზმით, შეუძლებელი იყო, რომ ვერ მოეხერხებინა“, - იხსენებს პროდიუსერი კოკო ფერნანდესი.

მისი თქმით, მარადონას პელეც აჰყვა, მათი სხეულის ენა, ის თუ რამდენად კარგად უგებდნენ ერთმანეთს, საოცარი სანახავი იყო. პროდიუსერებმა მარადონასთან დაკავშირებით ტელევიზიაში ბევრი შეზღუდვა დააწესეს, შეიმუშავეს წესები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ლეგენდას, თუმცა მარადონამ თავმდაბლობითა და უშუალობით ყველა წესი დაარღვია და ტელევიზიის თანამშრომლებთან ყოველგვარი ბარიერი წაშალა.

"მახსოვს, როგორ მოიგო დიეგომ სატელევიზიო ჯგუფის წევრების გული - სტუდიაში ყველასთან ერთად ფეხბურთის თამაშით, თამაშობდა მოსაგებად, მთელი გულით, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იყო“, - ამბობს La Noche del Diez-ის ერთ-ერთი პროდიუსერი, ემილიო დეი კასი.

ინტერვიუს დროს პელე და მარადონა ძალიან ახლო მეგობრების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. პელემ დიეგოს ორჯერ უთხრა, რომ ის სამაგალითო იყო. როდესაც პელე განმარტავდა თუ რატომ დათანხმდა შოუში მონაწილეობას, თქვა, რომ მარადონას მიწვევაზე უარს ვერ იტყოდა, რადგან მისთვის სამაგალითო იყო. ასევე სამაგალითო უწოდა მას მაშინ, როცა არგენტინელმა შვილის, ედინიოს მდგომარეობაზე ჰკითხა - ედინიო იმხანად ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ბრალდებული და ციხეში იჯდა. პელემ კი უპასუხა, რომ მარადონა, რომელმაც თავი დააღწია ნარკოტიკებს, მაგალითი იყო მისი შვილისთვის - "შენ ხარ გამარჯვებული, შენ ხარ სამაგალითო და ჩემთვის სიამაყის მომგვრელია აქ ყოფნა“, - თქვა პელემ.

ინტერვიუს დროს დიეგო პელეს მეფეს უწოდებდა. ერთ მომენტში ასისტენტს სთხოვა, რომ პელესთვის გიტარა მიეტანა, რათა დაეკრა და ემღერა. პელემ მარადონას უმღერა:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ai_VXVaSbC8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

შემდეგ "თავბურთი" გააჩაღეს. საზოგადოებამ ნახა ლეგენდების ჩახუტებაც, ლეგენდების, რომლებიც ფეხბურთის მეფის ტახტს სიკვდილის შემდეგაც იზიარებენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/yYddCpaiuRU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>