მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან საპენსიო ზღვარი მცირდება
დღეიდან საპენსიო ზღვარი მცირდება

დღე­ი­დან, "ლი­ბერ­თი ბან­კში“ სა­პენ­სიო სეს­ხე­ბის ზედა ზღვა­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­პენ­სიო სეს­ხებ­ზე საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ზედა ზღვა­რი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 26%-ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

"სსიპ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სს "ლი­ბერ­თი ბანკს“ შო­რის სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა. ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, "ლი­ბერ­თი ბან­კში“ სა­პენ­სიო სეს­ხებ­ზე საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ზედა ზღვა­რი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 26%-ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს რომ "ლი­ბერ­თი ბან­კი“ კა­ბა­ლურ 43% და 36%-ში სეს­ხის გა­ცე­მას ვე­ღარ შეძ­ლებს. (სა­პენ­სიო სეს­ხის პრო­ცენ­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ნაკ­ვე­თი 25.8% იქ­ნე­ბა).

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ უძღო­და ხან­გრძლი­ვი და სიღ­რმი­სე­უ­ლი მუ­შა­ო­ბა, აგ­რეთ­ვე მსჯე­ლო­ბა მიზ­ნობ­რივ, შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყოფ ჯგუ­ფებ­თან. იმის მი­ზე­ზებ­ზე სამ­სჯე­ლოდ, თუ რა­ტომ იხ­დი­და ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ფენა - პენ­სი­ო­ნე­რე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ პრო­ცენტს და რა გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუფ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა შედ­გა, მათ შო­რის, სა­ფი­ნან­სო სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტეტ­ზე, "ლი­ბერ­თი ბან­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის, ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხილ­ვა გა­ი­მარ­თა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლის და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შე­მად­გენ­ლო­ბით, სა­პენ­სიო სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, პარ­ლა­მენ­ტში ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იქ­მნა.

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, უწყე­ბა­თა­შო­რის კო­მი­სია შე­იქ­მნა, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­შიც პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და რომ­ლის ამო­ცა­ნაც პენ­სი­ე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის შეს­წავ­ლა, ამ პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მათი ანა­ლი­ზი იყო.

კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის ფარ­გლებ­ში, ექ­სპერ­ტე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და სა­ბან­კო/საკ­რე­დი­ტო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, შე­მუ­შავ­და ახა­ლი სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც პენ­სი­ონ­რის­თვის სეს­ხის/კრე­დი­ტის გა­ცე­მი­სას სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ადა­მი­ა­ნუ­რი პრო­ცენ­ტი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zinaida
1

სესხი , რომელიც უკვე აღებული გვაქვს და %-ს ვიხდით , ისიც დაიწევს , თუ , ახალ სესხებზე იქნება ახლად დადგენილი %- ები ? !

ლალი
2

მე თუ მკითხავთ 26% საკმაოდ მაღალია პენსიონერისათვის, ეს ზღვარიც უნდა დაიწიოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

დღეიდან საპენსიო ზღვარი მცირდება

დღეიდან საპენსიო ზღვარი მცირდება

დღეიდან, "ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება.

"სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს "ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, "ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს რომ "ლიბერთი ბანკი“ კაბალურ 43% და 36%-ში სესხის გაცემას ვეღარ შეძლებს. (საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება).

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა, აგრეთვე მსჯელობა მიზნობრივ, შემხებლობაში მყოფ ჯგუფებთან. იმის მიზეზებზე სამსჯელოდ, თუ რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა - პენსიონერები ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი, საპარლამენტო ჯგუფ "მოქალაქეების“ ინიციატივით არაერთი შეხვედრა შედგა, მათ შორის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, "ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით განხილვა გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის და ირაკლი ზარქუას შემადგენლობით, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით, პარლამენტში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

პარტია "მოქალაქეების“ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, უწყებათაშორის კომისია შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც პარტია "მოქალაქეები“ აქტიურად იყო ჩართული და რომლის ამოცანაც პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი იყო.

კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო/საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი საკონკურსო პირობები, რომლის საფუძველზეც პენსიონრისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი გარანტირებული იქნება", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"