პარტნიორები:
    ავტორი:

    "უკრაინელებმა რუსების Ka-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს და პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს" - უკრაინის გენშტაბი

    "უკრაინელებმა რუსების Ka-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს და პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს" - უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული 24 საათის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე 5 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    ამასთან, უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი და „ორლან-10“ ტიპის 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

    გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა საცეცხლე დაზიანება მიაყენეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონას, ასევე მტრის სარადარო სადგურს.