ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბესაძე და ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი ერთად არიან. პოლიტიკოსი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე რჩეულის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წყვილს ერთად ყოფნას უამრავი ადამიანი ულოცავს.
"ეგრე რა, შეჯამებების შეჯამებაა"
"თუ შეჯამებაა - შეჯამება იყოს! ამაზე კარგ ფოტოს ამ დილას და აქ - ვერ ვნახავდი"
"ყველაზე კარგი წლის შეჯამება, რაც აქ ვნახე" - წერენ წყვილის ფოტოს კომენტარებში.
40 წლის პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის სიყვარულის ისტორიის შესახებ, საჯაროდ პირველად გახდა ცნობილი. აბესაძე წლების მანძილზე ნაციონალური მოძრაობის წევრი და წინა მოწვევის პარლამენტარი გახლდათ, მოგვიანებით კი ევროპულ საქართველოს შეუერთდა. როგორც მისი ბიოგრაფიიდან გავარკვიეთ, პოლიტიკოსი დაოჯახებული არ ყოფილა.
ელისო ჯარიაშვილი "ფორმულას ჟურნალისტია" და ვახო სანაიასთან ერთად საღამოს საინფორმაციო მიჰყავს. პირველი მეუღლე ექსპერტი გიორგი კეპულაძე გახლდათ, წყვილს საერთო შვილი, გოგონა, ევგენია ჰყავთ.