კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავალი ვარსკვლავის მშობლებს ბურთის ყიდვის ფულიც არ ჰქონდათ" - უკიდურესი სიღარიბიდან სწრაფ აფრენამდე: "ფეხბურთის მეფის", მინისტრისა და ელჩის, პელეს ამბავი
"მომავალი ვარსკვლავის მშობლებს ბურთის ყიდვის ფულიც არ ჰქონდათ" - უკიდურესი სიღარიბიდან სწრაფ აფრენამდე: "ფეხბურთის მეფის", მინისტრისა და ელჩის, პელეს ამბავი

ინ­გლი­სი­სა და მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის ყო­ფილ­მა კა­პი­ტან­მა ბობი ჩარლ­ტონ­მა ერთხელ თქვა, რომ ფეხ­ბურ­თი პე­ლეს­თვის იყო გა­მო­გო­ნი­ლი. მარ­თლაც, პელე მრა­ვა­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის დიდი ბრა­ზი­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი პერ­სო­ნი­ფი­კა­ცია და ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შეა. მო­ე­დან­ზე მოძ­რა­ო­ბის ელ­ვი­სე­ბუ­რი სიჩ­ქა­რე შერ­წყმუ­ლი იყო კარ­ში დარ­ტყმე­ბის მის სა­ო­ცარ სი­ზუს­ტეს­თან.

პელე იყო არა მხო­ლოდ სპორ­ტსმე­ნი, არა­მედ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, რო­მე­ლიც იბ­რძო­და გა­რე­მოს­თვის და ღა­რი­ბე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. სამ­შობ­ლო­ში ის გახ­და ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, მსოფ­ლი­ო­ში - მი­ლი­ო­ნე­ბის­თვის სპორ­ტუ­ლი კერ­პი.

ვარ­სკვლა­ვის და­ბა­დე­ბა

ბრა­ზი­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თის წარ­მა­ტე­ბას სამ­ხრე­თის ცე­ცხლო­ვან ტემ­პე­რა­მენტს და თბილ კლი­მატს მი­ა­წე­რენ. უბ­რა­ლო ოჯა­ხის ყვე­ლა ბიჭ­მა ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან იცის, რომ მის­თვის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო გზა არის კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა.

სწო­რედ ამ გზას გაჰ­ყვა ედი­სონ არან­ტის დო ნა­სი­მენ­ტო, რო­მე­ლიც 1940 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ბრა­ზი­ლი­ის ქა­ლაქ ტრეს კო­რა­კო­ინსში და­ი­ბა­და.

მშობ­ლებ­მა შვილს სა­ხე­ლი ამე­რი­კე­ლი გა­მომ­გო­ნებ­ლის, თო­მას ედი­სო­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს. შემ­დეგ ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლაქ ბა­უ­რუ­ში გა­და­ვი­და. იქ მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი კა­ფე­ში მუ­შა­ობ­და. მა­მამ მას ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში ას­წავ­ლა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი იმ­დე­ნად ღა­რი­ბე­ბი იყ­ვნენ, რომ ბურ­თის ყიდ­ვაც არ შე­ეძ­ლოთ.

უბ­რა­ლოდ პელე

მეტ­სა­ხე­ლი მას სკო­ლის მე­გობ­რებ­მა შე­არ­ქვეს და არც მათ და არც თა­ვად პე­ლემ არ იცო­და, რას ნიშ­ნავ­და ეს სა­ხე­ლი. მო­ზარ­დო­ბი­სას მან ად­გი­ლობ­რივ სა­მოყ­ვა­რუ­ლო გუნ­დებ­ში და­ი­წყო თა­მა­ში. მა­შინ ბრა­ზი­ლი­ა­ში შიდა ფეხ­ბურ­თი პო­პუ­ლა­რო­ბას იძენ­და. ”მე იქ ვი­ყა­ვი, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში,” იხ­სე­ნებს ის.

1956 წლის ივ­ნის­ში მწვრთნელ­მა ვალ­დე­მარ დე ბრი­ტომ მი­იწ­ვია 15 წლის პელე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ "სან­ტოს­ში" და კლუ­ბის დი­რექ­ტო­რებს უთხრა, რომ ეს ბიჭი იქ­ნე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი.

სწრა­ფი აფ­რე­ნა

ერთი წლის შემ­დეგ პელე შე­ვი­და "სან­ტო­სის" ძი­რი­თად გუნდში, პირ­ველ თა­მაშ­ში გოლი გა­ი­ტა­ნა და სე­ზო­ნის ბო­ლოს ბრა­ზი­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ლი­გის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გახ­და.

10 თვის შემ­დეგ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში შე­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მატ­ჩი მან არ­გენ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში, მა­რა­კა­ნას სტა­დი­ონ­ზე ჩა­ა­ტა­რა. მა­შინ ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი 1:2 და­მარ­ცხდნენ. ერ­თა­დერ­თი გოლი პე­ლეს ეკუთ­ვნო­და, რო­მე­ლიც გახ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მატჩში გა­ი­ტა­ნა.

მსოფ­ლიო ტრი­უმ­ფი

უელ­სის წი­ნა­აღ­მდეგ მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში პე­ლემ მე­ტო­ქის კარ­ში და­არ­ტყა და კი­დევ ერთი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა - ახლა ის გახ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გოლი გა­ი­ტა­ნა.

საფ­რან­გეთ­თან ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ე­ლებ­მა 2-1 მო­ი­გეს, მან მე­ო­რე გოლი გა­ი­ტა­ნა, რი­თიც გა­მარ­ჯვე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო. ფი­ნალ­ში შვე­დეთ­თან პე­ლემ ორი გოლი გა­ი­ტა­ნა. ბრა­ზი­ლი­ე­ლებ­მა 5-2 მო­ი­გეს და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი პირ­ვე­ლად გახ­დნენ. შემ­დგომ­ში მათ კი­დევ ოთხჯერ მო­ი­გეს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი და გახ­დნენ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი.

სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პე­ლემ „სან­ტოს­თან“ ერ­თად მო­ი­გო ბრა­ზი­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და კი­დევ ერთხელ გახ­და ლი­გის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი. შემ­დეგ მან 58 გოლი გა­ი­ტა­ნა, რაც დღემ­დე ბრა­ზი­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის რე­კორ­დია.

1962 წელს „სან­ტოს­მა“ მო­ი­გო პორ­ტუ­გა­ლი­ურ ბენ­ფი­კას­თან. პე­ლემ სამი გოლი გა­ი­ტა­ნა. "იმე­დი მქონ­და, რომ შე­ვა­ჩე­რებ­დი ამ დიდ ადა­მი­ანს, მაგ­რამ მე მა­ჯო­ბა ისეთ­მა, ვინც ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სხვა პლა­ნე­ტა­ზე და­ი­ბა­და", - თქვა მა­შინ მე­კა­რემ კოს­ტა პე­რე­ი­რამ.

მდი­და­რი კლუ­ბე­ბი, მათ შო­რის „მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი“ და მად­რი­დის „რე­ა­ლი“, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ, ცდი­ლობ­დნენ კონ­ტრაქ­ტის და­დე­ბას მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელ­თან. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ბრა­ზი­ლი­ის მთავ­რო­ბამ სპე­ცი­ა­ლუ­რი დად­გე­ნი­ლე­ბით პელე ეროვ­ნულ სა­გან­ძუ­რად გა­მო­ა­ცხა­და და უცხო­ურ კლუ­ბებ­ში თა­მა­ში აუკ­რძა­ლა.

ოც­ნე­ბის გუნ­დი

1958 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ მატჩში პე­ლემ ორი გოლი გა­ი­ტა­ნა შვე­დე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ნამ­დვი­ლი ტრი­უმ­ფი 1970 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მექ­სი­კა­ში იყო 30 წლის ბომ­ბარ­დი­რის­თვის: მან ოთხი გოლი გა­ი­ტა­ნა, მათ შო­რის იტა­ლი­ე­ლებ­თან ერ­თად ფი­ნალ­ში.

ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბი მე­სა­მედ და­ე­უფ­ლა ჟიულ რი­მეს თასს და მისი სა­მუ­და­მოდ შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბა მი­ი­ღო. ეს შე­მად­გენ­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვლე­ბა ბრა­ზი­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში. პე­ლეს­თან ერ­თად მას­ში თა­მა­შობ­დნენ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჟა­ირ­ზი­ნიო და რი­ვე­ლი­ნო.

სა­ტე­ლი­ტუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის წყა­ლო­ბით, მატ­ჩე­ბი მექ­სი­კი­დან პირ­ვე­ლად გა­და­ი­ცე­მო­და პირ­და­პირ ეთერ­ში მთელს მსოფ­ლი­ო­ში. პელე დღემ­დე რჩე­ბა ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერთ ფეხ­ბურ­თე­ლად, რო­მელ­მაც სამ­ჯერ მო­ი­გო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ეროვ­ნულ გუნდთან ერ­თად.

1969 წელს მან გა­ი­ტა­ნა თა­ვი­სი მე-1000 გოლი პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ში - თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბით, პე­ნალ­ტი­დან და არა ლა­მა­ზი კომ­ბი­ნა­ცი­ის შე­დე­გად.

უდი­დე­სი სპორ­ტსმე­ნი ის­ტო­რი­ა­ში

პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­ლემ 1363 მატჩში 1281 გოლი გა­ი­ტა­ნა, მათ შო­რის 1091 გოლი სან­ტოს­ში 1116 თა­მაშ­ში და 77 ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის 92 მატჩში, რაც მსოფ­ლიო რე­კორ­დია.

მას ეძახ­დნენ ფეხ­ბურ­თელს, რო­მე­ლიც მო­ე­დანს გო­ლის გა­რე­შე არ ტო­ვებ­და, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო.

1999 წელს IOC-მა პელე გა­მო­ა­ცხა­და ის­ტო­რი­ა­ში უდი­დეს სპორ­ტსმე­ნად. ის ასე­ვე ით­ვლე­ბა მე-20 სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად ფი­ფას მი­ხედ­ვით და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის სიმ­ბო­ლუ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რად.

ბოლო მატ­ჩი პე­ლემ ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რებ­ში 1971 წლის 18 ივ­ლისს რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში ჩა­ა­ტა­რა იუ­გოს­ლა­ვი­ის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. 1960-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში პე­ლეს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. მისი თქმით, ცუდი ფი­ნან­სუ­რი მრჩევ­ლე­ბის გამო, მას ძა­ლი­ან ბევ­რი ვალი და­ე­კის­რა.

1975 წელს პე­ლემ, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი ნიუ-იორ­კის კლუბ „კოს­მოს­თან“ და გახ­და იმ დრო­ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ფეხ­ბურ­თე­ლი მსოფ­ლი­ო­ში. მან თქვა, რომ ეს გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და „ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­შის“ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მო­ეხ­დი­ნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. პე­ლემ­დე აშშ-ში მხო­ლოდ ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თი იყო ცნო­ბი­ლი.

1976 წელს „კოს­მოს­მა“ ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის სა­ფეხ­ბურ­თო ლი­გის ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა და პე­ლეს მოს­ვლით კლუ­ბის დას­წრე­ბა ათ­ჯერ გა­ი­ზარ­და.

მი­ნის­ტრი, ელჩი და მსოფ­ლიო ბრენ­დი

სა­ხე­ლი პელე მათ­თვი­საც კი ცნო­ბი­ლია, ვი­საც ფეხ­ბურ­თი სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს. სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ, მან თა­ვი­სი მეტ­სა­ხე­ლი სა­ვაჭ­რო ბრენ­დად აქ­ცია. ერთხელ კი ამ თე­მა­ზეც იხუმ­რა - მისი თქმით, მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ სამი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბრენ­დი არ­სე­ბობს: იესო, კოკა-კოლა და პელე.

1990-იან წლებ­ში ის იყო გა­ე­როს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ელჩი და იუ­ნეს­კოს კე­თი­ლი ნე­ბის ელჩი, 1995-1998 წლებ­ში. მსა­ხუ­რობ­და ბრა­ზი­ლი­ის სპორ­ტის მი­ნის­ტრად და ცდი­ლობ­და ფეხ­ბურთში კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას. 1981 წელს მან ითა­მა­შა სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნეს­თან და მა­იკლ კე­ინ­თან ერ­თად ჰო­ლი­ვუ­დურ ფილმში Escape to Victory.

პე­ლეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს 2016 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მას­პინ­ძლო­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ში. 1998 წელს, დე­დო­ფალ­მა ელი­ზა­ბეტ II-მ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე იგი ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის ორ­დე­ნის მე­თა­უ­რად აიყ­ვა­ნა.

  • პელე სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და ჰყავს ხუთი შვი­ლი. ჭო­რე­ბი მის რო­მა­ნებ­სა და უკა­ნო­ნო შვი­ლებ­ზე ბევ­რია, მაგ­რამ ამის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში პე­ლემ ბარ­ძა­ყის კი­სერ­ზე ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის ეტ­ლით მოძ­რა­ობ­და. მაგ­რამ კა­ცობ­რი­ო­ბას ის სხვაგ­ვა­რად ახ­სოვს. პე­ლეს სპორ­ტულ­მა ნიჭ­მა სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს. ის ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და რო­გორც გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში, ისე მე­ტო­ქე­ებ­ში.

შე­საძ­ლოა, ნელ­სონ მან­დე­ლამ ყვე­ლა­ზე კარ­გად აღ­წე­რა პე­ლეს უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭის არსი: „მისი თა­მა­შის ყუ­რე­ბი­სას და­ვი­ნა­ხეთ ბავ­შვუ­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცუ­რო­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა“.

ლე­გენ­და, რო­მე­ლიც სამ­ყა­რო­ში, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ ერთხელ აინ­თო, 29 დე­კემ­ბერს, 82 წლის ასაკ­ში ჩაქ­რა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრა­ზი­ლი­ელ ფეხ­ბურ­თელს თირკმლი­სა და პროს­ტა­ტის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ბრა­ზი­ლი­ა­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ცხად­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პე­ლეს სამ­შა­ბათს, 3 იან­ვარს, დაკ­რძა­ლა­ვენ. დაკ­რძალ­ვამ­დე მო­ე­წყო­ბა მსვლე­ლო­ბა, რა დრო­საც, ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელს იმ რა­ი­ონ­ში ჩა­ა­ტა­რე­ბენ, სა­დაც მისი 100 წლის დედა ცხოვ­რობს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
0

განუმეორებელი ფეხბურთის მეფე პელე! სანამ ფეხბურთის თამაში იარსებებს, მისი სახელი დავიწყებას არ მიეცემა. პელე ერთადერთია ვისაც სამგზის მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ჟიულ რიმეს გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასი. 

ზურაბ
0

დიდი პელე. მქონდა ბენიერება მისი თამაში მენახა მოსკოვში, ბრაზილია საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრისას სადაც ჩვენი უმაგრესი ფეხბურთელი სიომა ბარქაიაც თამაშობდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მომავალი ვარსკვლავის მშობლებს ბურთის ყიდვის ფულიც არ ჰქონდათ" - უკიდურესი სიღარიბიდან სწრაფ აფრენამდე: "ფეხბურთის მეფის", მინისტრისა და ელჩის, პელეს ამბავი

"მომავალი ვარსკვლავის მშობლებს ბურთის ყიდვის ფულიც არ ჰქონდათ" - უკიდურესი სიღარიბიდან სწრაფ აფრენამდე: "ფეხბურთის მეფის", მინისტრისა და ელჩის, პელეს ამბავი

ინგლისისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა ბობი ჩარლტონმა ერთხელ თქვა, რომ ფეხბურთი პელესთვის იყო გამოგონილი. მართლაც, პელე მრავალი კომენტატორისა და გულშემატკივრისთვის დიდი ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე ნათელი პერსონიფიკაცია და ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მოედანზე მოძრაობის ელვისებური სიჩქარე შერწყმული იყო კარში დარტყმების მის საოცარ სიზუსტესთან.

პელე იყო არა მხოლოდ სპორტსმენი, არამედ საზოგადო მოღვაწე, რომელიც იბრძოდა გარემოსთვის და ღარიბების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სამშობლოში ის გახდა ეროვნული გმირი, მსოფლიოში - მილიონებისთვის სპორტული კერპი.

ვარსკვლავის დაბადება

ბრაზილიური ფეხბურთის წარმატებას სამხრეთის ცეცხლოვან ტემპერამენტს და თბილ კლიმატს მიაწერენ. უბრალო ოჯახის ყველა ბიჭმა ადრეული ბავშვობიდან იცის, რომ მისთვის წარმატების მიღწევის ყველაზე საიმედო გზა არის კარგი ფეხბურთელობა.

სწორედ ამ გზას გაჰყვა ედისონ არანტის დო ნასიმენტო, რომელიც 1940 წლის 21 ოქტომბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიის ქალაქ ტრეს კორაკოინსში დაიბადა.

მშობლებმა შვილს სახელი ამერიკელი გამომგონებლის, თომას ედისონის პატივსაცემად დაარქვეს. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ ბაურუში გადავიდა. იქ მომავალი ვარსკვლავი კაფეში მუშაობდა. მამამ მას ფეხბურთის თამაში ასწავლა, მაგრამ მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ბურთის ყიდვაც არ შეეძლოთ.

უბრალოდ პელე

მეტსახელი მას სკოლის მეგობრებმა შეარქვეს და არც მათ და არც თავად პელემ არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს სახელი. მოზარდობისას მან ადგილობრივ სამოყვარულო გუნდებში დაიწყო თამაში. მაშინ ბრაზილიაში შიდა ფეხბურთი პოპულარობას იძენდა. ”მე იქ ვიყავი, როგორც თევზი წყალში,” იხსენებს ის.

1956 წლის ივნისში მწვრთნელმა ვალდემარ დე ბრიტომ მიიწვია 15 წლის პელე პროფესიონალურ "სანტოსში" და კლუბის დირექტორებს უთხრა, რომ ეს ბიჭი იქნებოდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.

სწრაფი აფრენა

ერთი წლის შემდეგ პელე შევიდა "სანტოსის" ძირითად გუნდში, პირველ თამაშში გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს ბრაზილიის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

10 თვის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში შეიყვანეს. პირველი საერთაშორისო მატჩი მან არგენტინის წინააღმდეგ რიო დე ჟანეიროში, მარაკანას სტადიონზე ჩაატარა. მაშინ ბრაზილიელები 1:2 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი პელეს ეკუთვნოდა, რომელიც გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ეროვნული ნაკრების მატჩში გაიტანა.

მსოფლიო ტრიუმფი

უელსის წინააღმდეგ მეოთხედფინალურ მატჩში პელემ მეტოქის კარში დაარტყა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ახლა ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.

საფრანგეთთან ნახევარფინალში, რომელიც ბრაზილიელებმა 2-1 მოიგეს, მან მეორე გოლი გაიტანა, რითიც გამარჯვება უზრუნველყო. ფინალში შვედეთთან პელემ ორი გოლი გაიტანა. ბრაზილიელებმა 5-2 მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონები პირველად გახდნენ. შემდგომში მათ კიდევ ოთხჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი და გახდნენ ისტორიაში ყველაზე წარმატებული საფეხბურთო გუნდი.

სახლში დაბრუნებულმა პელემ „სანტოსთან“ ერთად მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი და კიდევ ერთხელ გახდა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. შემდეგ მან 58 გოლი გაიტანა, რაც დღემდე ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონატების რეკორდია.

1962 წელს „სანტოსმა“ მოიგო პორტუგალიურ ბენფიკასთან. პელემ სამი გოლი გაიტანა. "იმედი მქონდა, რომ შევაჩერებდი ამ დიდ ადამიანს, მაგრამ მე მაჯობა ისეთმა, ვინც ჩვენგან განსხვავებით, სხვა პლანეტაზე დაიბადა", - თქვა მაშინ მეკარემ კოსტა პერეირამ.

მდიდარი კლუბები, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალი“, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ცდილობდნენ კონტრაქტის დადებას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან. ამის საპასუხოდ, ბრაზილიის მთავრობამ სპეციალური დადგენილებით პელე ეროვნულ საგანძურად გამოაცხადა და უცხოურ კლუბებში თამაში აუკრძალა.

ოცნების გუნდი

1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პელემ ორი გოლი გაიტანა შვედეთის წინააღმდეგ. მაგრამ ნამდვილი ტრიუმფი 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში იყო 30 წლის ბომბარდირისთვის: მან ოთხი გოლი გაიტანა, მათ შორის იტალიელებთან ერთად ფინალში.

ბრაზილიის ნაკრები მესამედ დაეუფლა ჟიულ რიმეს თასს და მისი სამუდამოდ შენახვის უფლება მიიღო. ეს შემადგენლობა საუკეთესოდ ითვლება ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში. პელესთან ერთად მასში თამაშობდნენ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჟაირზინიო და რიველინო.

სატელიტური ტელევიზიის განვითარების წყალობით, მატჩები მექსიკიდან პირველად გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში მთელს მსოფლიოში. პელე დღემდე რჩება ისტორიაში ერთადერთ ფეხბურთელად, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ეროვნულ გუნდთან ერთად.

1969 წელს მან გაიტანა თავისი მე-1000 გოლი პროფესიულ კარიერაში - თუმცა გულშემატკივრების იმედგაცრუებით, პენალტიდან და არა ლამაზი კომბინაციის შედეგად.

უდიდესი სპორტსმენი ისტორიაში

პროფესიული კარიერის განმავლობაში პელემ 1363 მატჩში 1281 გოლი გაიტანა, მათ შორის 1091 გოლი სანტოსში 1116 თამაშში და 77 ეროვნული ნაკრების 92 მატჩში, რაც მსოფლიო რეკორდია.

მას ეძახდნენ ფეხბურთელს, რომელიც მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებდა, მაგრამ გარკვეულწილად ეს გადაჭარბებული იყო.

1999 წელს IOC-მა პელე გამოაცხადა ისტორიაში უდიდეს სპორტსმენად. ის ასევე ითვლება მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფას მიხედვით და მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრად.

ბოლო მატჩი პელემ ბრაზილიის ნაკრებში 1971 წლის 18 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში ჩაატარა იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ. 1960-იანი წლების შუა ხანებში პელეს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. მისი თქმით, ცუდი ფინანსური მრჩევლების გამო, მას ძალიან ბევრი ვალი დაეკისრა.

1975 წელს პელემ, ყველასთვის მოულოდნელად, გააფორმა კონტრაქტი ნიუ-იორკის კლუბ „კოსმოსთან“ და გახდა იმ დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში. მან თქვა, რომ ეს გააკეთა იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინა ფინანსური მდგომარეობა და „ამ შესანიშნავი თამაშის“ პოპულარიზაცია მოეხდინა შეერთებულ შტატებში. პელემდე აშშ-ში მხოლოდ ამერიკული ფეხბურთი იყო ცნობილი.

1976 წელს „კოსმოსმა“ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა და პელეს მოსვლით კლუბის დასწრება ათჯერ გაიზარდა.

მინისტრი, ელჩი და მსოფლიო ბრენდი

სახელი პელე მათთვისაც კი ცნობილია, ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს. სპორტიდან წასვლის შემდეგ, მან თავისი მეტსახელი სავაჭრო ბრენდად აქცია. ერთხელ კი ამ თემაზეც იხუმრა - მისი თქმით, მსოფლიოში მხოლოდ სამი შესანიშნავი ბრენდი არსებობს: იესო, კოკა-კოლა და პელე.

1990-იან წლებში ის იყო გაეროს გარემოსდაცვითი ელჩი და იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, 1995-1998 წლებში. მსახურობდა ბრაზილიის სპორტის მინისტრად და ცდილობდა ფეხბურთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. 1981 წელს მან ითამაშა სილვესტერ სტალონესთან და მაიკლ კეინთან ერთად ჰოლივუდურ ფილმში Escape to Victory.

პელეს საზოგადოებრივმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მინიჭებაში. 1998 წელს, დედოფალმა ელიზაბეტ II-მ ბუკინგემის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე იგი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მეთაურად აიყვანა.

  • პელე სამჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავს ხუთი შვილი. ჭორები მის რომანებსა და უკანონო შვილებზე ბევრია, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

სიცოცხლის ბოლო წლებში პელემ ბარძაყის კისერზე ოპერაცია გაიკეთა და სპეციალური საჭიროების ეტლით მოძრაობდა. მაგრამ კაცობრიობას ის სხვაგვარად ახსოვს. პელეს სპორტულმა ნიჭმა სიხარული მოუტანა მილიონობით ადამიანს. ის ღრმა პატივისცემით სარგებლობდა როგორც გულშემატკივრებში, ისე მეტოქეებში.

შესაძლოა, ნელსონ მანდელამ ყველაზე კარგად აღწერა პელეს უნიკალური ნიჭის არსი: „მისი თამაშის ყურებისას დავინახეთ ბავშვური ენთუზიაზმისა და სექსუალური მამაკაცურობის ერთობლიობა“.

ლეგენდა, რომელიც სამყაროში, შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ აინთო, 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში ჩაქრა. ბოლო წლების განმავლობაში ბრაზილიელ ფეხბურთელს თირკმლისა და პროსტატის პრობლემები ჰქონდა. ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გამოცემის ცნობით, პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მოეწყობა მსვლელობა, რა დროსაც, ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში ჩაატარებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს.

ნახეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი