საახალწლო სუფრა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა არის რამდენიმე ძირითადი კერძი, რომლებიც ყველას საახალწლო მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს. თითოეული მათგანი უკვე საახალწლო ტრადიციის ნაწილად იქცა და უამრავი ადამიანის წარმოდგენაში ახალ წელთან ასოცირდება. წარმოგიდგენთ 7 კერძს, რომლებიც ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს.
გოზინაყი
ცოტა რამ ასოცირდება ახალ წელთან ისე, როგორც გოზინაყი. ქართველი ხალხის ძველი რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და „ბატონებს“ სწირავდნენ. მისი მომზადება, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, თუმცა კარგი გოზინაყი ადვილი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის. იდეალურად ითვლება ღია ფერის, მსხვრევადი ნუგბარი, რომელშიც ნიგოზი თანაბარ თხელ ფენებადაა დაჭრილი.
საცივი
საცივი დასავლეთ საქართველოდან წამოსული კერძია. მომზადების მცირე ნიუანსები განასხვავებს ერთმანეთისგან გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში დამზადებულ საცივს. თუმცა რთულია კერძს რომელიმე კუთხის სახელი მივანიჭოთ მისი გავრცელების ფართო არეალიდან გამომდინარე. არსებობს ვერსიაც, რომ ის ინდური წარმომავლობის საჭმელია.
საცივის რეცეპტი გვხდება ბარბარე ჯორჯაძის წიგნშიც, თუმცა მისეულ რეცეპტში თანამედროვესთან შედარებით ნაკლები ნიგოზი და ბევრი ძმარია.
იმერული ხაჭაპური
ფოტო „გუნდას“ ფეისბუქგვერდიდან
იმერული ხაჭაპური ნებისმიერი სუფრის განუყრელი კერძია. ასეა ახალ წელსაც. რთულია მოძებნო საახალწლო სუფრა, რომელზეც იმერული ხაჭაპური არ იქნება. იდეალური იმერული ხაჭაპურის მომზადების მთავარი წესი ბევრი და მაღალი ხარისხის იმერული ყველია. სწორედ ამ მიზეზით იმერული ხაჭაპური ხშირად ისეთი არ გამოდის, როგორიც საჭიროა. ამიტომ უმჯობესია საახალწლო სუფრისთვის ის „გუნდაში“ შეუკვეთოთ. არტიზანული სახაჭაპურე გთავაზობთ 6-ნაჭრიან იმერულ მოტაფულს ან 6-ნაჭრიან იმერულ კეცის ხაჭაპურს. მოტაფული თხელი ცომით ადა ჩვილი იმერული ყველით მზადდება. კეცზე გამომცხვარი იმერული უფრო სქელი და მსუყეა. ის ბავშვობაში, ზამთრისპირზე, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპურის გემოს მოგვაგონებს.
შემწვარი გოჭი
შემწვარ გოჭს ხშირად შეხვდებით სადღესასწაულო სუფრაზე, საახალწლო სუფრისთვის კი ის აუცილებელი კერძია. გოჭის ხორცი უფრო გემრიელია, როდესაც ის თონეში ცეცხლზე არის შემწვარი. გემოვნების მიხედვით, კერძი სუფრაზე მიაქვთ დაჭრილი ან მთლიანად შემწვარი გოჭი მწვანილით გაფორმებული.
აჩმა
ფოტო „გუნდას“ ფეისბუქგვერდიდან
სადღესასწაულო კერძებს შორის აჩმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ის ქართული გასტროკულტურის შედევრად ითვლება და ხაჭაპურის მრავალფეროვანი სახეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენელია. აჩმა ყველაზე მეტად აფხაზეთში იყო გავრცელებული. ამად სიტყვის ეტიმოლოგიაც მოწმობს - „აჩ“ აფხაზურად პურს ნიშნავს.
საახალწლოდ ნამდვილი აფხაზური აჩმის შეკვეთას „გუნდაში“ შეძლებთ. დიკა ხორბლის გუნდა, სულგუნი და ჭყინტი კაზლა ყველი, კვერცხი და კარაქი - ეს ინგრედიენტები მცხობლების ხელში ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს გადის. უკვე მზაობამდე მისული აჩმა, ბოლო წუთებში, „გუნდას“ არტიზანულ ღუმელში ყოვნდება, შეშაზე იბრაწება და განსაკუთრებულ არომატს იძენს, მადისაღმძვრელ შეფერილობასთან ერთად.
ჩურჩხელა
საახალწლო სუფრის კიდევ ერთი აუცილებელი ტკბილეული ჩურჩხელაა. გოზინაყის მსგავსად ისიც ნიგვზით მზადდება, თუმცა არსებობს თხილისა და სხვადასხვა სახეობის ჩირისგან დამზადებული ჩურჩხელაც. როგორც წესი, ჩურჩხელას ახალ წლამდე 1-2 კვირით ადრე ავლებენ ოჯახებში, რათა გაშრობა მოასწროს. მაღაზიებში სხვადასხვა ფერის ჩურჩხელასაც შეხვდებით, რომლებიც ბადაგის ნაცვლად ხილის წვენით არის დამზადებული.
გურული ღვეზელი
ფოტო „გუნდას“ ფეისბუქგვერდიდან
ეს გახლავთ ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. გურულ ღვეზელს ტრადიციულად გურულები საშობაოდ ან ძველით ახალი წლისთვის, კალანდობისთვის აკეთებდნენ. თუმცა ბოლო წლებში ეს კერძი ახალი წლის სუფრის განუყრელი ნაწილიც გახდა. არტიზანულ სახაჭაპურე „გუნდაში“ გურულ ღვეზელს ტრადიციული მეთოდით ამზადებენ. გულსართისთვის წინასწარ შებოლილ კვერცხს მსხვილად ჭრიან და ხელურ ჭყინტ ყველსა და სულგუნს ურევენ. ხაჭაპურის სხვა სახეობების მსგავსად გურული ღვეზელის შეკვეთა „გუნდაში“ 31 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.