საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი" - შს მინისტრი იმ პატრულებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს
"ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი" - შს მინისტრი იმ პატრულებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

შს მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი იმ პატ­რუ­ლებს შეხ­ვდა, რომ­ლებ­მაც ბოლო კვი­რა­ში ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ შს სა­მი­ნის­ტროს სტრატ­კო­მის უფ­რო­სი ქეთი კოვ­ზი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად და ყო­ველ­წა­მი­ე­რად, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, მე­ხან­ძრე­ე­ბი­სა თუ მაშ­ვე­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლის უსაფრ­თხო­ე­ბაა. სხვე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თავ­გან­წირ­ვის ამ­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხში­რად იგებს, თუმ­ცა მათი გმი­რო­ბის შე­სა­ხებ არის გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბოლო ერთ კვი­რა­ში, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად, რუს­თავ­ში 8 თვის ჩვი­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებ­მა თბი­ლის­ში კი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მდი­ნა­რე მტკვრი­დან ამო­იყ­ვა­ნეს და მისი სი­ცო­ცხლეც გა­და­არ­ჩი­ნეს. დღეს ამ ბი­ჭებს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი შეხ­ვდა.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა, რო­მე­ლიც თა­ვად არის ადა­მი­ა­ნო­ბი­სა და ჰუ­მა­ნუ­რო­ბის მა­გა­ლი­თი, თა­ნამ­შრომ­ლებს თავ­გან­წირ­ვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მეც გა­ვი­ცა­ნი პი­რა­დად და ჩემი წილი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტე მათ მი­მართ. ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი და უან­გა­რო სი­კე­თის ამ­ბე­ბით სრულ­დე­ბა 2022 წელი. მო­მა­ვალ წელს ახა­ლი შე­მარ­თე­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს!" - წერს ქეთი კოვ­ზი­აშ­ვი­ლი.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გი­ორ­გი ბე­რა­ი­ას და ირაკ­ლი მუ­ხადგვერ­დე­ლის შე­სა­ხებ Ambebi.ge რამ­დე­ნი­მე დღის წინ წერ­და. მათ მდი­ნა­რე მტკვრი­დან მა­მა­კა­ცი ამო­იყ­ვა­ნეს.

ხოლო ხვი­ჩა კრა­ვე­ლი­ძემ რუს­თავ­ში ჩა­კე­ტილ სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი ჩვი­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა. ის ბი­ნა­ში მე­ზო­ბე­ლი ბი­ნის აივ­ნი­დან გა­და­ვი­და და ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იხ­სნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბი­ნა­ში ჩვი­ლის ყოფ­ნა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყო, რად­გან იქ გა­ზ­ქუ­რა იყო ჩარ­თუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

მადლობა პატრულს.მეტი აქტივობა და სიმშვიდე ქვეყანას გამრავლდით და გაიხარეთ! ბედნიერება და სიხარული დაგბედებოდეთ!

ნონა
0

იხარეთ და გამრავლდით 🙏🙏🙏

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი" - შს მინისტრი იმ პატრულებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

"ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი" - შს მინისტრი იმ პატრულებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იმ პატრულებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ შს სამინისტროს სტრატკომის უფროსი ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად და ყოველწამიერად, პოლიციელების, მეხანძრეებისა თუ მაშველების საქმიანობის მთავარი საზრუნავი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოებაა. სხვების სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენი თანამშრომლების თავგანწირვის ამბებს საზოგადოება ხშირად იგებს, თუმცა მათი გმირობის შესახებ არის გაუხმაურებელი შემთხვევებიც.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო ერთ კვირაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რუსთავში 8 თვის ჩვილი გადაარჩინეს, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში კი ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს და მისი სიცოცხლეც გადაარჩინეს. დღეს ამ ბიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა.

ვახტანგ გომელაურმა, რომელიც თავად არის ადამიანობისა და ჰუმანურობის მაგალითი, თანამშრომლებს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

მეც გავიცანი პირადად და ჩემი წილი მადლიერება გამოვხატე მათ მიმართ. ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი. მომავალ წელს ახალი შემართებით ვემსახურებით საქართველოს!" - წერს ქეთი კოვზიაშვილი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გიორგი ბერაიას და ირაკლი მუხადგვერდელის შესახებ Ambebi.ge რამდენიმე დღის წინ წერდა. მათ მდინარე მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს.

ხოლო ხვიჩა კრაველიძემ რუსთავში ჩაკეტილ სახლში დარჩენილი ჩვილი გამოიყვანა. ის ბინაში მეზობელი ბინის აივნიდან გადავიდა და ბავშვის სიცოცხლე იხსნა. როგორც ცნობილია, ბინაში ჩვილის ყოფნა საფრთხის შემცველი იყო, რადგან იქ გაზქურა იყო ჩართული.