სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 ფოტო ომის ქრონიკიდან: სანგარში დამალული ჯარისკაცი, დაბომბილი სამშობიარო, ყვავილებით მომლოდინე უკრაინელი ბებო... - კადრებში ასახული უკრაინის 2022 წელი
13 ფოტო ომის ქრონიკიდან: სანგარში დამალული ჯარისკაცი, დაბომბილი სამშობიარო, ყვავილებით მომლოდინე უკრაინელი ბებო... - კადრებში ასახული უკრაინის 2022 წელი

ომი ფო­ტო­ებ­ში:

24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, არა­ერ­თი ფოტო და ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ოკუ­პან­ტის სი­სას­ტი­კეს ასა­ხავს. დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი, და­ბომ­ბი­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი, ქუ­ჩა­ში დახ­ვრე­ტი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეს იყო კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ომის მძი­მე დღე­ებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. წარ­მო­გიდ­გენთ 2022 წლის ომის ყვე­ლა­ზე მძი­მე ფოტო-ქრო­ნი­კებს...

რუ­სუ­ლი არ­მი­ის დამ­ტვრე­უ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა სო­ფელ ბო­რო­დი­ან­კას ქუ­ჩებ­ში, რო­მე­ლიც მარ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ იყო. 2022 წლის 3 მარ­ტი, მაქ­სიმ ლე­ვი­ნი /Reuters/

ჭურ­ვის კრა­ტე­რი კი­ე­ვი­დან 33 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში, ხიდ­ზე, რო­მე­ლიც მარ­ტის ბო­ლოს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის უკან და­ხე­ვის შემ­დეგ, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა. სწო­რედ აქ გა­და­ი­ღეს სა­ში­ნე­ლი ფო­ტო­ე­ბი ქუ­ჩებ­ში და­ღუ­პუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხედ­რე­ბით. 2022 წლის 28 თე­ბერ­ვა­ლი, მაქ­სიმ ლე­ვი­ნი /Reuters/

უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის დროს სო­ფელ დე­მი­დოვ­თან სან­გარ­ში იმა­ლე­ბა. ეს არის მაქ­სიმ ლე­ვი­ნის ერთ-ერთი ბოლო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კად­რი. 2 აპ­რილს ფო­ტოგ­რა­ფი მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. 2022 წლის 10 მარ­ტი, მაქ­სიმ ლე­ვი­ნი /Reuters/

მა­რი­უ­პო­ლის მცხოვ­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის ცხე­დარ­თან. 2022 წლის 2 მარ­ტი, ევ­გე­ნი მა­ლო­ლეტ­კა /AP/

მა­რი­უ­პო­ლის მცხოვ­რე­ბი ანას­ტა­სია ერა­შო­ვა ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად მა­რი­უ­პო­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რე­ფან­ში. 2022 წლის 11 მარ­ტი, ევ­გე­ნი მა­ლო­ლეტ­კა /AP/

უკ­რა­ი­ნე­ლი მაშ­ვე­ლე­ბი მა­რი­უ­პო­ლის სამ­შო­ბი­ა­როს და­ბომბვი­სას დაჭ­რილ ორ­სულ­თან ერ­თად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქალი და მისი შვი­ლი და­ი­ღუპ­ნენ. 2022 წლის 9 მარ­ტი, ევ­გე­ნი მა­ლო­ლეტ­კა /AP/

კი­ე­ვი-ჟი­ტო­მი­რის გზატ­კე­ცი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. ამ გზით კი­ე­ვის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნე­ბის­კენ გას­ვლას ცდი­ლობ­დნენ, რა დრო­საც, თით­ქმის 300 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. 2022 წლის 2 აპ­რი­ლი, მი­ხა­ი­ლო პა­ლინ­ჩა­კი /SOPA/

ჯვა­რი გოს­ტო­მე­ლის გზა­ზე, ბუ­ჩა­დან სამ­ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით. აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში, გოს­ტო­მელ­სა და ბო­რო­დი­ან­კა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში 600-მდე ადა­მი­ა­ნი უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. 2022 წლის 22 აპ­რი­ლი, ხაილ პა­ლინ­ჩა­კი /Reuters/

მი­ხი­ა­ლო დი­ა­ნო­ვი ტყვედ ჩა­ბა­რე­ბის დროს. მომ­დევ­ნო ოთხი თვე მან იე­ლე­ნოვ­კა­ში მდე­ბა­რე კო­ლო­ნი­ა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც 29 ივ­ლისს მოხ­და აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­შიც რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რუ­სე­თის ტყვე­ო­ბა­ში, დი­ა­ნო­ვის თქმით, უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო ტყვე­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად აწა­მებ­დნენ. 22 სექ­ტემ­ბერს სა­ზღვაო ქვე­ი­თი და კი­დევ 214 ადა­მი­ა­ნი რუს სამ­ხედ­რო­ებ­ში გაც­ვა­ლეს. დი­ა­ნო­ვი ტყვე­ო­ბი­დან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუნ­და: მა­ნამ­დეც კი, სა­ნამ აზოვსტალ­ში მოხ­ვდე­ბო­და, მკლავ­ში მძი­მედ და­იჭ­რა. დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში უკ­რა­ი­ნელ სა­ზღვაო ქვე­ითს ოპე­რა­ცია შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩა­უ­ტარ­და. 2022 წლის 17 მა­ი­სი, ალექ­სან­დრე ერ­მო­ჩენ­კო /Reuters/

უკ­რა­ი­ნე­ლი დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი, ერთ-ერთი რე­გი­ო­ნის ნა­წი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, თა­ნა­მებ­რძოლს მიჰ­ყავს. 2022 წლის 12 სექ­ტემ­ბე­რი, კოს­ტი­ან­ტინ ლი­ბე­რო­ვი /AP/

უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ქა­ლა­ქის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, იზი­უმ­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ იმპრო­ვი­ზი­რე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალს. 2022 წლის 13 სექ­ტემ­ბე­რი, კოს­ტან­ტინ ლი­ბე­რო­ვი /AP/

კი­ე­ვის ხედი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის დროს. 2022 წლის 24 ოქ­ტომ­ბე­რი, გლებ გა­რა­ნი­ჩი /Reuters/

სო­ფელ კი­სე­ლევ­კას მკვიდ­რი ნა­ტა­ლია პორ­ხუ­ნი უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს ყვა­ვი­ლე­ბით ელო­დე­ბა. ხერ­სო­ნი­დან ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით 15 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე კი­სე­ლივ­კა 14 სექ­ტემ­ბერს დაბ­რუნ­და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტროლ­ში. 2022 წლის 12 ნო­ემ­ბე­რი, ვა­ლენ­ტინ ოგი­რენ­კო /Reuters/

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
0

80იან წლებში საჯარო ბიბლიოთეკაში ვმუშაობდით საკურსოებზე, ჩემი მეგობარი რუსულად ნათარგმნ სომხურ წყაროს იყენებდა .ეხლაც მახსოვს, 9 ე საუკუნის ავტორის ფრაზა ,С севера хлынул народ дикий,Россы.(ჩრდილოეთიდან იხუვლა ველურმა ხალხმა ,რუსებმა.)

მე
1

რუსეთი_ბოროტების იმპერიაააააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

13 ფოტო ომის ქრონიკიდან: სანგარში დამალული ჯარისკაცი, დაბომბილი სამშობიარო, ყვავილებით მომლოდინე უკრაინელი ბებო... - კადრებში ასახული უკრაინის 2022 წელი

13 ფოტო ომის ქრონიკიდან: სანგარში დამალული ჯარისკაცი, დაბომბილი სამშობიარო, ყვავილებით მომლოდინე უკრაინელი ბებო... - კადრებში ასახული უკრაინის 2022 წელი

ომი ფოტოებში:

24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, რომელიც ოკუპანტის სისასტიკეს ასახავს. დანგრეული შენობები, დაბომბილი ეკლესიები, ქუჩაში დახვრეტილი უკრაინის მოქალაქეები, ეს იყო კადრები, რომელიც ომის მძიმე დღეებში ყოველდღიურობად იქცა. წარმოგიდგენთ 2022 წლის ომის ყველაზე მძიმე ფოტო-ქრონიკებს...

რუსული არმიის დამტვრეული სამხედრო ტექნიკა სოფელ ბოროდიანკას ქუჩებში, რომელიც მარტის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო. 2022 წლის 3 მარტი, მაქსიმ ლევინი /Reuters/

ჭურვის კრატერი კიევიდან 33 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩაში, ხიდზე, რომელიც მარტის ბოლოს რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ საკუთარი თვალით ნახა. სწორედ აქ გადაიღეს საშინელი ფოტოები ქუჩებში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებით. 2022 წლის 28 თებერვალი, მაქსიმ ლევინი /Reuters/

უკრაინელი ჯარისკაცი რუსული საჰაერო იერიშის დროს სოფელ დემიდოვთან სანგარში იმალება. ეს არის მაქსიმ ლევინის ერთ-ერთი ბოლო გამოქვეყნებული კადრი. 2 აპრილს ფოტოგრაფი მოკლული იპოვეს. 2022 წლის 10 მარტი, მაქსიმ ლევინი /Reuters/

მარიუპოლის მცხოვრები გარდაცვლილი შვილის ცხედართან. 2022 წლის 2 მარტი, ევგენი მალოლეტკა /AP/

მარიუპოლის მცხოვრები ანასტასია ერაშოვა ქალიშვილთან ერთად მარიუპოლის საავადმყოფოს დერეფანში. 2022 წლის 11 მარტი, ევგენი მალოლეტკა /AP/

უკრაინელი მაშველები მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილ ორსულთან ერთად. მოგვიანებით, ქალი და მისი შვილი დაიღუპნენ. 2022 წლის 9 მარტი, ევგენი მალოლეტკა /AP/

კიევი-ჟიტომირის გზატკეცილი, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე. ამ გზით კიევის მაცხოვრებლები უკრაინის დასავლეთ რეგიონებისკენ გასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, თითქმის 300 ადამიანი დაიღუპა. 2022 წლის 2 აპრილი, მიხაილო პალინჩაკი /SOPA/

ჯვარი გოსტომელის გზაზე, ბუჩადან სამნახევარი კილომეტრის დაშორებით. აპრილის დასაწყისში, გოსტომელსა და ბოროდიანკაში რუსული ჯარები იყო განლაგებული, ამ დროის განმავლობაში, საერთო ჯამში 600-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 2022 წლის 22 აპრილი, ხაილ პალინჩაკი /Reuters/

მიხიალო დიანოვი ტყვედ ჩაბარების დროს. მომდევნო ოთხი თვე მან იელენოვკაში მდებარე კოლონიაში გაატარა, სადაც 29 ივლისს მოხდა აფეთქება, რომელშიც რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის ტყვეობაში, დიანოვის თქმით, უკრაინელ სამხედრო ტყვეებს რეგულარულად აწამებდნენ. 22 სექტემბერს საზღვაო ქვეითი და კიდევ 214 ადამიანი რუს სამხედროებში გაცვალეს. დიანოვი ტყვეობიდან მძიმე მდგომარეობაში დაბრუნდა: მანამდეც კი, სანამ აზოვსტალში მოხვდებოდა, მკლავში მძიმედ დაიჭრა. დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინელ საზღვაო ქვეითს ოპერაცია შეერთებულ შტატებში ჩაუტარდა. 2022 წლის 17 მაისი, ალექსანდრე ერმოჩენკო /Reuters/

უკრაინელი დაჭრილი ჯარისკაცი, ერთ-ერთი რეგიონის ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, თანამებრძოლს მიჰყავს. 2022 წლის 12 სექტემბერი, კოსტიანტინ ლიბეროვი /AP/

უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქის განთავისუფლების შემდეგ, იზიუმში მდებარე ეკლესიაში ათვალიერებენ იმპროვიზირებულ რუსულ სამხედრო ჰოსპიტალს. 2022 წლის 13 სექტემბერი, კოსტანტინ ლიბეროვი /AP/

კიევის ხედი ელექტროენერგიის გათიშვის დროს. 2022 წლის 24 ოქტომბერი, გლებ გარანიჩი /Reuters/

სოფელ კისელევკას მკვიდრი ნატალია პორხუნი უკრაინელ სამხედროებს ყვავილებით ელოდება. ხერსონიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კილომეტრში მდებარე კისელივკა 14 სექტემბერს დაბრუნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლში. 2022 წლის 12 ნოემბერი, ვალენტინ ოგირენკო /Reuters/