სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა შვილებმა ძალიან გაიხარეს, როცა ეს ამბავი გაიგეს... ხალხის აღიარება დიდი პასუხისმგებლობა მგონია" - ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა
"ჩემმა შვილებმა ძალიან გაიხარეს, როცა ეს ამბავი გაიგეს... ხალხის აღიარება დიდი პასუხისმგებლობა მგონია" - ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა

2022 წლის ბო­ლოს, AMBEBI.GE-მ მკი­თხველ­თა გა­მო­კი­თხვის სა­ფუძ­ველ­ზე წლის ადა­მი­ა­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა. ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, თბი­ლი­სის მე­რი­ის შპს "ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღე და სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად - თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რი დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი და­წი­ნა­ურ­და. ერთი შე­ხედ­ვით სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ან­მა, ერთ სა­ბე­დის­წე­რო დღეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მი­სია იტ­ვირ­თა - გა­აზ­რე­ბუ­ლი რის­კით გა­დად­გა ის ნა­ბი­ჯი, რო­მელ­მაც ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის დროს 2 მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. წლის ადა­მი­ა­ნის სტა­ტუს­მა ბა­ტო­ნი დევი ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა და ეს სი­ხა­რუ­ლიც მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თავ­მდაბ­ლო­ბით გა­მო­ხა­ტა.

"ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მგო­ნია"

"წლის ადა­მი­ა­ნად და­სა­ხე­ლე­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია... ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ხალ­ხის აღი­ა­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მგო­ნია. ჩემ­მა შვი­ლებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მაც ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რეს. მად­ლო­ბა ყვე­ლას ყვე­ლაფ­რის­თვის...

  • იმ სა­ში­ნე­ლი დღის შემ­დეგ, ჩემ­თვის მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან მძი­მე გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია და ამა­ზე სა­უ­ბარ­საც თავს ვა­რი­დებ...

ად­რეც გი­თხა­რით, თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის ის ეპი­ზო­დი-მეთ­ქი, მე­გო­ნა, გა­ივ­ლი­და, თუმ­ცა - არა, ისევ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, მა­ინც მიმ­ძიმს, მა­ინც თან მდევს... დღემ­დე, რომ მხვდე­ბი­ან, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ხუ­ტე­ბი­ან, თბილ სი­ტყვებ­სა და და­ლოც­ვას არ იშუ­რე­ბენ ჩემ­თვის - „თქვენ გა­ი­ხა­რეთ“-ო, რომ მოგ­მარ­თა­ვენ, გუ­ლით რომ გლო­ცა­ვენ, ისე ვივ­სე­ბი... ყო­ველ­დღი­უ­რად ასე გრძელ­დე­ბა. არა და, მგო­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია.

ბინა, რო­მე­ლიც მერ­მა გად­მომ­ცა სა­ჩუქ­რად, უდი­დე­სი შვე­ბაა ჩემი ოჯა­ხის­თვის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­რით ვცხოვ­რობ­დით მე და რუ­სუ­და­ნი. ახა­ლი ბინა ჭყონ­დი­დე­ლის ქუ­ჩა­ზეა, დას­რულ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა და ალ­ბათ მალე გა­და­ვალთ, მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის...

"ბედ­მა გა­მოც­და მო­მი­წყო"

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნი სო­ფელ წი­ნან­დალ­ში გა­ვი­ზარ­დე, მოკ­რძა­ლე­ბულ ოჯახ­ში, 7 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ. სკო­ლის მერე რუს­თა­ვის ტექ­ნი­კუმ­ში ვის­წავ­ლე, მერე თე­ლავ­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. მშვი­დად გა­ვა­ტა­რე ბავ­შვო­ბაც და სტუ­დენ­ტო­ბაც. წი­ნან­დალ­ში მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი და სა­მი­დან ორი შვი­ლი - ქალ-ვაჟი (უფ­რო­სი გო­გო­ნა თბი­ლის­შია გა­თხო­ვი­ლი) მყავს. ნა­ბო­ლა­რა ბიჭი 17 წლი­საა, სკო­ლა­ში და­დის და თან თე­ლავ­ში, კო­ლეჯ „პრეს­ტიჟ­ში“ კუ­ლი­ნა­რი­ას სწავ­ლობს დიდი მონ­დო­მე­ბით. სამ­სა­ხუ­რის გამო გად­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, 7 წე­ლია, რაც ვა­კის პარკში ვარ - 2 წელი და­სუფ­თა­ვე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მერე „ეკო­სერ­ვის ჯგუფ­ში“ გა­და­ვე­დი და მას მერე პარ­კის მოვ­ლა-გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე ვზრუ­ნავ.

  • სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ერთ დროს მეც გა­და­მარ­ჩი­ნეს, აუზ­ში. სა­დღაც, 10-11 წლი­სა ვიქ­ნე­ბო­დი, როცა თე­ლავ­ში ღრმა აუზ­ში ჩა­ვე­დი, ცურ­ვა არ ვი­ცო­დი და თა­ნა­ტო­ლებ­მა დახ­რჩო­ბას ძლივს გა­და­მარ­ჩი­ნეს.

ისი­ნი ნა­პირ­ზე იდ­გნენ, და­მი­ნა­ხეს და რა­ღაც ხერ­ხე­ბით მიშ­ვე­ლეს (ჯო­ხე­ბით და რა­ღა­ცე­ე­ბით). მე და ჩემი „მაშ­ვე­ლე­ბი“ დღემ­დე ვმე­გობ­რობთ და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში ვდგა­ვართ, ამის­თვის ჩემს თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ძა­ლი­ან ვუ­მად­ლი. ბედ­მა გა­მოც­და მო­მი­წყო, წლე­ბის შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვა გან­მე­ორ­და, ოღონდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის მი­სია მე და­მე­კის­რა...

"მე­ბა­ღე­ო­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია"..

მიყ­ვარს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა. ჩემი ყო­ვე­ლი დღე, დი­ლის 9 სა­ა­თი­დან იწყე­ბა და სა­ღა­მოს 6-ზე სრულ­დე­ბა. ყო­ველ დი­ლით შე­მო­ვალ პარკში და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ გა­ლა­მა­ზე­ბულ არე­მა­რეს, რის­თვი­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ძალ-ღო­ნეს არ ვი­შუ­რებთ (აქ ბევ­რი მე­ბა­ღე შრო­მობს და ეს ყვე­ლას დამ­სა­ხუ­რე­ბაა). სულ იმის მცდე­ლო­ბა­ში ვართ, ყვე­ლა­ფე­რი მოვ­ლი­ლი, სუფ­თად და ლა­მა­ზად იყოს. მერე თვი­თონ მომ­წონს ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ამა­საც გი­ფა­სებს, მად­ლო­ბას გე­უბ­ნე­ბა შენი ნაშ­რო­მის­თვის. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩემს საქ­მე­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. მა­ნამ­დე, რამ­დე­ნი­მე წელი წი­ნან­დალ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის პარკში ვი­მუ­შა­ვე. ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და და მსი­ა­მოვ­ნებ­და ხე-მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა. მე­ბა­ღე­ო­ბა ჩემი სამ­სა­ხუ­რი­ცაა, გა­ტა­ცე­ბაც და ყვე­ლა­ფე­რიც, ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვიე...

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან ვარ..."

სულ მე­ნატ­რე­ბა ჩემი კარ-მი­და­მო... ძვე­ლი სახ­ლი გვაქვს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მოვ­ლი­ლი, ისე­თი, რო­გორც სო­ფელს და გლე­ხკაცს შეჰ­ფე­რის. ეზო­ში, ძი­რი­თა­დად, ხე­ხი­ლი გვაქვს, თი­თო­ო­რო­ლა მა­რადმწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბიც ვა­ხა­რე. ყო­ველ­თვის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი გვქონ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ოღონდ, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი. მამა დღე­ნი­ა­დაგ მუ­შა­ობ­და და 7 შვილს არა­ფერს გვაკ­ლებ­და (4 ძმა და 3 და მყავს), რაც დიდი სიმ­დიდ­რეა. მშობ­ლე­ბი სულ თავს გვევ­ლე­ბოდ­ნენ, ზრუ­ნავ­დნენ ჩვენ­ზე, ახლა ისი­ნი მო­მი­ხუც­დნენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, შვი­ლე­ბიც და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც. მო­ხუ­ცე­ბი ასაკს არ ეპუ­ე­ბი­ან, მთელ დღეს ფუს­ფუ­სე­ბენ ეზო­ში, არ ის­ვე­ნე­ბენ...მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი ზრუ­ნავს მათ­ზე, თე­ლავ­ში მუ­შა­ობს და მეტ დროს მო­ხუ­ცე­ბის მოვ­ლას ან­დო­მებს, ძა­ლი­ან მე­ი­მე­დე­ბა...

  • მე­უღ­ლე - რუ­სუ­და­ნი სო­ფელ დიღ­მი­და­ნაა, თბი­ლის­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი ახ­ლობ­ლებ­თან და უკვე 30 წე­ლია, რაც ერ­თად მოვ­დი­ვართ.

სამი შვი­ლი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი და მთა­ვა­რი ჩემ­თვის ოჯა­ხი და შვი­ლე­ბია, მათ­თვის ვცო­ცხლობ, ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აზრს მათ­ში ვხე­დავ. ჩემი ოც­ნე­ბაა, ჩემი ოჯა­ხი და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ბედ­ნი­ე­რი იყოს.

დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი

"სიყ­ვა­რუ­ლია, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბას რომ გვი­ნარ­ჩუ­ნებს“

მინ­და, თქვენს მე­დი­ას და ყვე­ლას მო­გი­ლო­ცოთ დამ­დე­გი ახა­ლი წელი, ყვე­ლას სი­ხა­რუ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი გი­სურ­ვოთ, ერ­თმა­ნე­თის გა­ხა­რე­ბა და გვერ­დში დგო­მა არ მოგშლო­დეთ. სიყ­ვა­რუ­ლია, სი­კე­თეს რომ გვა­თე­სი­ნებს და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბას გვი­ნარ­ჩუ­ნებს. დამ­დეგს გი­ლო­ცავთ და გი­სურ­ვებთ, ამ ლა­მაზ ქვე­ყა­ნა­ში ლა­მაზ ქარ­თველ ხალ­ხს სულ სი­ხა­რულ­ში გე­ცხოვ­როთ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგ
0

ამ კაცს რომ ვუყურებ სულ მეტირება. 

სასწაული გოგონა მარიტა მახსენდება. მეორეს მხრივ ორი ბავშვი გადაარჩინა. მეტის გაკეთების ძალა ადამიანს არ შესწევს, თუ არა მარიტასაც გადაარჩენდა. 

naka
2

ცრემლები მომადგა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ჩემმა შვილებმა ძალიან გაიხარეს, როცა ეს ამბავი გაიგეს... ხალხის აღიარება დიდი პასუხისმგებლობა მგონია" - ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა

"ჩემმა შვილებმა ძალიან გაიხარეს, როცა ეს ამბავი გაიგეს... ხალხის აღიარება დიდი პასუხისმგებლობა მგონია" - ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა

2022 წლის ბოლოს, AMBEBI.GE-მ მკითხველთა გამოკითხვის საფუძველზე წლის ადამიანი გამოავლინა. ხმათა უმრავლესობით, თბილისის მერიის შპს "ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, ვაკის პარკის მებაღე და სრულიად დამსახურებულად - თანამედროვე გმირი დევი მეზურნიშვილი დაწინაურდა. ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივმა ადამიანმა, ერთ საბედისწერო დღეს არაჩვეულებრივი მისია იტვირთა - გააზრებული რისკით გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის დროს 2 მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. წლის ადამიანის სტატუსმა ბატონი დევი ძალიან გაახარა და ეს სიხარულიც მისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით გამოხატა.

"ეს დიდი პასუხისმგებლობა მგონია"

"წლის ადამიანად დასახელება ჩემთვის დიდი პატივია... ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა. ხალხის აღიარება, მნიშვნელოვანი და დიდი პასუხისმგებლობა მგონია. ჩემმა შვილებმა და ახლობლებმაც ძალიან გაიხარეს. მადლობა ყველას ყველაფრისთვის...

  • იმ საშინელი დღის შემდეგ, ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველაფერი. ძალიან მძიმე გასახსენებელია და ამაზე საუბარსაც თავს ვარიდებ...

ადრეც გითხარით, თვალებიდან არ ამომდის ის ეპიზოდი-მეთქი, მეგონა, გაივლიდა, თუმცა - არა, ისევ იმ მდგომარეობაში ვარ, მაინც მიმძიმს, მაინც თან მდევს... დღემდე, რომ მხვდებიან, სრულიად უცხო ადამიანები მეხუტებიან, თბილ სიტყვებსა და დალოცვას არ იშურებენ ჩემთვის - „თქვენ გაიხარეთ“-ო, რომ მოგმართავენ, გულით რომ გლოცავენ, ისე ვივსები... ყოველდღიურად ასე გრძელდება. არა და, მგონია, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.

ბინა, რომელიც მერმა გადმომცა საჩუქრად, უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. წლების განმავლობაში ქირით ვცხოვრობდით მე და რუსუდანი. ახალი ბინა ჭყონდიდელის ქუჩაზეა, დასრულდება მშენებლობა და ალბათ მალე გადავალთ, მადლობის მეტი რა მეთქმის...

"ბედმა გამოცდა მომიწყო"

თელავის რაიონი სოფელ წინანდალში გავიზარდე, მოკრძალებულ ოჯახში, 7 დედმამიშვილი ვართ. სკოლის მერე რუსთავის ტექნიკუმში ვისწავლე, მერე თელავში გავაგრძელე სწავლა. მშვიდად გავატარე ბავშვობაც და სტუდენტობაც. წინანდალში მოხუცი მშობლები და სამიდან ორი შვილი - ქალ-ვაჟი (უფროსი გოგონა თბილისშია გათხოვილი) მყავს. ნაბოლარა ბიჭი 17 წლისაა, სკოლაში დადის და თან თელავში, კოლეჯ „პრესტიჟში“ კულინარიას სწავლობს დიდი მონდომებით. სამსახურის გამო გადმოვედი თბილისში, 7 წელია, რაც ვაკის პარკში ვარ - 2 წელი დასუფთავებაში ვმუშაობდი, მერე „ეკოსერვის ჯგუფში“ გადავედი და მას მერე პარკის მოვლა-გალამაზებაზე ვზრუნავ.

  • საოცარი ისაა, რომ ერთ დროს მეც გადამარჩინეს, აუზში. სადღაც, 10-11 წლისა ვიქნებოდი, როცა თელავში ღრმა აუზში ჩავედი, ცურვა არ ვიცოდი და თანატოლებმა დახრჩობას ძლივს გადამარჩინეს.

ისინი ნაპირზე იდგნენ, დამინახეს და რაღაც ხერხებით მიშველეს (ჯოხებით და რაღაცეებით). მე და ჩემი „მაშველები“ დღემდე ვმეგობრობთ და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ, ამისთვის ჩემს თანასოფლელებს ძალიან ვუმადლი. ბედმა გამოცდა მომიწყო, წლების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა განმეორდა, ოღონდ, ამ შემთხვევაში ბავშვების გადარჩენის მისია მე დამეკისრა...

"მებაღეობა ჩემთვის ყველაფერია"..

მიყვარს ჩემი საქმიანობა. ჩემი ყოველი დღე, დილის 9 საათიდან იწყება და საღამოს 6-ზე სრულდება. ყოველ დილით შემოვალ პარკში და სიამოვნებით ვუყურებ გალამაზებულ არემარეს, რისთვისაც ყოველდღიურად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ (აქ ბევრი მებაღე შრომობს და ეს ყველას დამსახურებაა). სულ იმის მცდელობაში ვართ, ყველაფერი მოვლილი, სუფთად და ლამაზად იყოს. მერე თვითონ მომწონს ჩემი გაკეთებული და ძალიან მსიამოვნებს, როცა ამასაც გიფასებს, მადლობას გეუბნება შენი ნაშრომისთვის. თავიდან ბოლომდე ჩემს საქმეში ვარ ჩართული. მანამდე, რამდენიმე წელი წინანდალში, ჭავჭავაძის პარკში ვიმუშავე. ყოველთვის მიზიდავდა და მსიამოვნებდა ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა. მებაღეობა ჩემი სამსახურიცაა, გატაცებაც და ყველაფერიც, ძალიან შევეჩვიე...

"ჩვეულებრივი, მოკრძალებული ოჯახიდან ვარ..."

სულ მენატრება ჩემი კარ-მიდამო... ძველი სახლი გვაქვს, შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული და მოვლილი, ისეთი, როგორც სოფელს და გლეხკაცს შეჰფერის. ეზოში, ძირითადად, ხეხილი გვაქვს, თითოოროლა მარადმწვანე ნარგავებიც ვახარე. ყოველთვის მოკრძალებული ოჯახი გვქონდა, ჩვეულებრივი, ოღონდ, მრავალშვილიანობით გამორჩეული. მამა დღენიადაგ მუშაობდა და 7 შვილს არაფერს გვაკლებდა (4 ძმა და 3 და მყავს), რაც დიდი სიმდიდრეა. მშობლები სულ თავს გვევლებოდნენ, ზრუნავდნენ ჩვენზე, ახლა ისინი მომიხუცდნენ, მაგრამ ძალიან უყვართ ერთმანეთი, შვილებიც და შვილიშვილებიც. მოხუცები ასაკს არ ეპუებიან, მთელ დღეს ფუსფუსებენ ეზოში, არ ისვენებენ...მეორე ქალიშვილი ზრუნავს მათზე, თელავში მუშაობს და მეტ დროს მოხუცების მოვლას ანდომებს, ძალიან მეიმედება...

  • მეუღლე - რუსუდანი სოფელ დიღმიდანაა, თბილისში, დაბადების დღეზე გავიცანი ახლობლებთან და უკვე 30 წელია, რაც ერთად მოვდივართ.

სამი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს. ცხოვრებაში ყველაზე ღირებული და მთავარი ჩემთვის ოჯახი და შვილებია, მათთვის ვცოცხლობ, ცხოვრების გაგრძელების აზრს მათში ვხედავ. ჩემი ოცნებაა, ჩემი ოჯახი და მთელი საქართველო ბედნიერი იყოს.

დევი მეზურნიშვილის მშობლები

"სიყვარულია, ადამიანურობას რომ გვინარჩუნებს“

მინდა, თქვენს მედიას და ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, ყველას სიხარული, ჯანმრთელობა, სიკეთე და სიყვარული გისურვოთ, ერთმანეთის გახარება და გვერდში დგომა არ მოგშლოდეთ. სიყვარულია, სიკეთეს რომ გვათესინებს და ადამიანურობას გვინარჩუნებს. დამდეგს გილოცავთ და გისურვებთ, ამ ლამაზ ქვეყანაში ლამაზ ქართველ ხალხს სულ სიხარულში გეცხოვროთ.