ავტორი:

"იბადება ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილს უღმერთობისკენ აქვს გეზი აღებული - ღმერთი არ გაუწყრეს და სააკაშვილი არ შეიწყალოს" - თამაზ მოლაშვილი

"იბადება ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილს უღმერთობისკენ აქვს გეზი აღებული - ღმერთი არ გაუწყრეს და სააკაშვილი არ შეიწყალოს" - თამაზ მოლაშვილი

სალომე ზურაბიშვილს ამ ხალხისთვის ხომ შეეძლო ეთქვა, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი, არასოდეს არ შევიწყალებო, მაგრამ იბადება ეჭვი იმისი, რომ ძალდატანებით თუ თავისი გადაწყვეტილებით, რაღაც უღმერთობისკენ აქვს გეზი აღებული, ღმერთი არ გაუწყრეს და არ შეიწყალოს, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მომავალს სამარეს გაუთხრის.

"ეტყობა ვერ მიხვდა ან ვერ გაიგო რატომ მოვიდა ეს ხალხი მასთან. იქიდან გამომდინარე, რომ გამოსვლისთანავე თქვა, რომ შემომივარდით აქო. ეს უკვე ძალიან აგრესიული ნათქვამი იყო იმ ხალხზე, რომლებიც მოვიდნენ სათხოვნელად, ამდენი დანაშაულის ჩამდენი პირი არ გაათავისუფლოს.

მას ხალხისთვის ხომ შეეძლო ეთქვა, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი, არასოდეს არ შევიწყალებო, მაგრამ იბადება ეჭვი იმისი, რომ ძალდატანებით თუ თავისი გადაწყვეტილებით რაღაც უღმერთოებისკენ აქვს გეზი აღებული, ღმერთი არ გაუწყრეს და არ შეიწყალოს. იმიტომ, რომ მარტო ამ დაზარალებულ ხალხს კი არ შეაფურთხებს, არამედ საქართველოს მომავალს უწინასწარმეტყველებს. თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მომავალს სამარეს გაუთხრის, ეს წესით არ უნდა გააკეთოს”,- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ნახეთ ასევე: