ავტორი:

"მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის? როდის გააპროტესტეთ, სად იყავით?" - სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

"მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის? როდის გააპროტესტეთ, სად იყავით?" - სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ აქციაზე გავიდა, სადაც მოქალაქეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებდნენ, არ შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

"მე ძალიან მაინტერესებს, მე მაქვს ჯერ კითხვები. აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ავრცელებენ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები? სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში? მე გეტყვით სად იყვნენ.

ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულები იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“. თურმე იციან მე რას გავაკეთებ. თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ. მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ. ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე შევიწყალე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მას? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ. როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?“- განაცხადა პრეზიდენტმა.