სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოვრიცხავ, რომ კიევმა მოსკოვს საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს" - რამდენად რეალურია, რომ პუტინმა კიევისკენ სახმელეთო შეტევა კიდევ გაბედოს და რას უნდა ელოდოს რუსეთი უკრაინისგან?
"არ გამოვრიცხავ, რომ კიევმა მოსკოვს საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს" - რამდენად რეალურია, რომ პუტინმა კიევისკენ სახმელეთო შეტევა კიდევ გაბედოს და რას უნდა ელოდოს რუსეთი უკრაინისგან?

ამ ორი­ო­დე დღის წინ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი ლავ­რო­ვი ისევ უკ­რა­ი­ნის დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია-დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ა­ზე ალა­პა­რაკ­და.

"უკ­რა­ი­ნამ უნდა შე­ას­რუ­ლოს ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბი დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ი­სა და დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­კითხს რუ­სუ­ლი არ­მია გა­და­წყვეტს", - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფლიქ­ტის ხან­გრძლი­ვო­ბას, მისი მტკი­ცე­ბით, ბურ­თი "რე­ჟი­მის და მის უკან მდგო­მი ვა­შინგტო­ნის მხა­რე­საა“ და "მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ა­ჩე­რონ უაზ­რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა".

ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბის ქვე­ტექ­სტში ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის კი­ევ­ზე მო­რი­გი შე­ტე­ვა იკი­თხე­ბო­დეს, მე­ტიც, იმა­საც უშ­ვე­ბენ, რომ კრემ­ლმა, შე­საძ­ლოა, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სახ­მე­ლე­თო შე­ტე­ვე­ბის­თვის ისევ გა­მო­ი­ყე­ნოს მო­სა­ზღვრე ბე­ლო­რუ­სის ტე­რი­ტო­რია, ან სუ­ლაც ომში ჩარ­თოს ლუ­კა­შენ­კოს არ­მია. ეს ვერ­სია ირე­ა­ლუ­რად ეჩ­ვე­ნე­ბა პო­ლი­ტო­ლოგ თენ­გიზ ფხა­ლა­ძეს:

"ამ შემ­თხვე­ვა­ში ლავ­როვს არა­ფე­რი ახა­ლი არ აქვს სათ­ქმე­ლი და ერთი და იმა­ვეს ატ­რი­ა­ლებს. მათ არც არაფ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლი­ათ, გარ­და ერ­თი­სა - უკან და­ხე­ვა, რის­თვი­საც რუ­სე­ბი ში­ნა­გა­ნად მზად არ არი­ან და რაც იმას ნიშ­ნავს, მარ­ცხი აღი­ა­რონ. ოკუ­პან­ტებს ამის გა­კე­თე­ბის ეში­ნი­ათ და ერთი და იმა­ვეს ატ­რი­ა­ლე­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი უპი­რა­ტე­სო­ბა უკ­რა­ი­ნის მხა­რე­ზეა. ლავ­რო­ვი იმე­ო­რებს იმა­ვე დე­მა­გო­გი­ას, რაც იყო ადრე. მას რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ომის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია რუ­სეთს და უნდა გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ჯა­რე­ბი. ამა­ზე რუ­სე­თი პა­სუ­ხობს, რომ ომი შე­ა­ჩე­როს უკ­რა­ი­ნამ, ანუ გა­დაბ­რა­ლე­ბის ტაქ­ტი­კაა, რაც რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავს იმას, რომ უკ­რა­ი­ნა ჩა­ბარ­დეს, ასე­თი რამ კი არ მოხ­დე­ბა. ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა არა­ფერს ცვლის და არც მგო­ნია, ვინ­მემ სათ­ვა­ლავ­ში მი­ი­ღოს იმი­ტომ, რომ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი არ არის. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა აქ არის ის, რომ რუ­სებს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის, და­მარ­ცხე­ბის აღი­ა­რე­ბა არ უნ­დათ, რაც მათ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ. კრემლს ყო­ველ­თვის აქვს კი­ევ­ზე იე­რი­შის მი­ტა­ნის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც დღეს უკ­რა­ი­ნას აქვს, ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა - დღეს მას თავ­დაც­ვის გა­ცი­ლე­ბით მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, მით უმე­ტეს, რო­დე­საც "პეტ­რი­ო­ტე­ბი“ ამოქ­მედ­დე­ბა, რო­მე­ლიც ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სის­ტე­მაა. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ რუ­სეთს ცდუ­ნე­ბა ყო­ველ­თვის აქვს, კი­ევს და­არ­ტყას და ახა­ლი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნოს მას­ზე, თუმ­ცა მისი სურ­ვი­ლი ყო­ველ­თვის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ეს დის­ბა­ლან­სი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო ცხა­დი იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან კი­ე­ვის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა.

კი­ე­ვი, 2022 წლის დე­კემ­ბე­რი

100%-ით ვინ­მეს მხა­რეს გა­რან­ტი­ის მი­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ვიცი, რომ ბე­ლა­რუ­სის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, რაც თა­ვად მის­თვის იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. ლუ­კა­შენ­კო ბო­ლომ­დე შე­ეც­დე­ბა, რომ არ იყოს პირ­და­პირ ჩარ­თუ­ლი სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბა­ში. მარ­თა­ლია, მისი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ ბე­ლა­რუ­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ზე­წო­ლა ბე­ლა­რუს­ზე დი­დია, მაგ­რამ ასე­თი რამ რომ მოხ­დეს კი­დეც, ამას გარ­დამ­ტე­ხი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა, რე­ა­ლუ­რად, ეს არ არის ის თემა, რო­მე­ლიც ბა­ლანსს შეც­ვლის“.

რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ბე­ლო­რუ­სი­დან შეჭ­რა და შე­ტე­ვა კი­ევ­ზე, რუკა 2022 წლის 15 მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა უკ­რა­ი­ნის დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია-დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ა­ზე უკვე სა­სა­ცი­ლოა, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთს ეს ჩა­ნა­ფიქ­რი პი­რი­ქით გა­მო­უ­ვი­და - მი­აღ­წია უკ­რა­ი­ნის მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას და უკ­რა­ი­ნე­ლი ერის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას.

"მა­შინ, როცა რუ­სე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხა თავს უკ­რა­ი­ნას, ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა ყუ­რადსა­ღე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ომის ათმა თვემ აჩ­ვე­ნა ის უდი­დე­სი პრობ­ლე­მე­ბი, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და არ­მი­ას გა­აჩ­ნია. კრემლს რაც ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და - არც პო­ლი­ტი­კუ­რი და არც სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სებს უკ­რა­ი­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-მდე აქვთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, დღეს ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ რუ­სეთს შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს უკ­რა­ი­ნის დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია-დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია, უკვე სა­სა­ცი­ლოა. ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და - ამ ომის შემ­დგომ უკ­რა­ი­ნის არ­მია გაძ­ლი­ერ­და და მა­ნამ­დე მისი რი­ცხვი თუ 250 ათა­სი იყო (ფურ­ცელ­ზე), დღეს უკვე რე­ა­ლუ­რად მი­ლი­ონს მი­აღ­წია - მი­ლი­ონ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა, რო­გორც კაც­მა, ისე - ქალ­მა ხელ­ში აიღო ია­რა­ღი (მარ­ტო ფრონ­ტის ხაზი არ იგუ­ლის­ხმე­ბა). ასე რომ, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის ნაც­ვლად, მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას მი­აღ­წია. არ ვიცი, რას გუ­ლის­ხმო­ბენ დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ა­ში, მაგ­რამ აქაც პი­რი­ქით მოხ­და - უფრო შე­იკ­რა უკ­რა­ი­ნე­ლი ერი. ვიდ­რე რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხმე­ბო­და, უკ­რა­ი­ნა­ში ჩვენ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი იყო - პარ­ტი­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი რა­და­ში, ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ოპო­ზი­ცი­უ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ამ ომმა შეკ­რა ხალ­ხი, მათ ეს კინ­კლა­ო­ბა დრო­ე­ბით გვერ­დზე გა­და­დეს, ვი­ნა­ი­დან გა­მოჩ­ნდა მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რუ­სე­თის სა­ხით. ნა­ტოს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც რუ­სეთს პი­რი­ქით გა­მო­უ­ვი­და - ალი­ან­სში 30 ქვე­ყა­ნა იყო და ორმა ქვე­ყა­ნამ (ფი­ნე­თი და შვე­დე­თი), რომ­ლე­ბიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს იკა­ვებ­დნენ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­გან, ახლა გა­და­წყვი­ტეს ნა­ტოს­თან შე­ერ­თე­ბა, ანუ რუ­სეთ­მა თა­ვის სა­ზღვარ­თან ნა­ტოს ორი წევ­რი "გა­ი­ჩა­ლი­ჩა“. ეს ქვეყ­ნე­ბი არაა ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი, მათ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა აქვთ მთელს ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - შვე­დეთს", - აცხა­დებს ალა­დაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფლიქ­ტის ხან­გრძლი­ვო­ბას, ლავ­რო­ვის მტკი­ცე­ბით, ბურ­თი "რე­ჟი­მის და მის უკან მდგო­მი ვა­შინგტო­ნის მხა­რე­საა“ და "მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ა­ჩე­რონ უაზ­რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა". ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის აზ­რით კი, ლავ­რო­ვის ეს მე­სი­ჯი უკ­რა­ი­ნის ჩა­ბა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­საც არ უნდა მო­ვე­ლო­დეთ.

"უკ­რა­ი­ნა ამ­ბობს, ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­ვა­ჩე­რებთ ომს, თუ მოხ­დე­ბა 1991 წლის სა­ზღვრე­ბის აღ­დგე­ნა. როცა რუ­სე­თი კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს, ამა­ში ჩა­ბა­რე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა. პრო­პა­გან­დის­ტე­ბი და მისი მიმ­დევ­რე­ბი რომ გა­ი­ძა­ხი­ან, ხალ­ხს ახო­ცი­ნებს პრე­ზი­დენ­ტიო, ოჯახ­ში რომ ვინ­მე შე­მო­გი­ვარ­დეს, უნდა და­უთ­მო ყვე­ლა­ფე­რი, თუ მის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­ლო? თა­ვის დრო­ზე ეს ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით, ძალა არ გვე­ყო და ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნამ, მარ­თა­ლია, ქა­ლა­ქე­ბის ნგრე­ვი­სა და დიდი მსხვერ­პლის ფა­სად, მაგ­რამ შეძ­ლო დაც­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ას­რულ­დე­ბო­და პუ­ტი­ნის ოც­ნე­ბა და ერი და­ი­კარ­გე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ყვე­ლა ძა­ლის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ახ­დე­ნენ, რათა ახალ წლამ­დე, რო­გორ­მე ბო­ლომ­დე და­ი­პყრონ ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტი (სამ­წუ­ხა­როდ, უკვე ყო­ფი­ლი ქა­ლა­ქი) და ეს "სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რად" უძღვნან რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტინს. ბახ­მუ­ტის და­კარ­გვა, მარ­თა­ლია, გა­ა­ად­ვი­ლებს რუსი ოკუ­პან­ტე­ბის შემ­დგომ შე­ტე­ვებს კრა­მა­ტორსკი­სა და სლო­ვი­ანსკის­კენ, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის­თვის რამე სე­რი­ო­ზულ მარ­ცხს არ გა­მო­იწ­ვევს, რად­გან ბახ­მუ­ტი­დან 30-ოდე კმ-ით და­შო­რე­ბულ კრა­მა­ტორსკამ­დე უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა უკვე მო­ას­წრეს სა­თა­და­რი­გო თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ე­ბის მო­წყო­ბა.

ხარ­კო­ვი­სა და ხერ­სო­ნის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი კონ­ტრი­ე­რი­შე­ბის შემ­დეგ, საბ­რძო­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის მხა­რეს გა­და­ვი­და და ამ დროს დონ­ბას­ში ბახ­მუ­ტის დათ­მო­ბა, რომ­ლის შემ­დგომ და­საბ­რუ­ნებ­ლად უკ­რა­ი­ნე­ლებს შე­იძ­ლე­ბა ათ­ჯერ მეტი და­ნა­კარ­გი ჰქონ­დეთ, არ ჯდე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის გეგ­მებ­ში. დღეს უკვე შე­იც­ვა­ლა თა­ვად შე­ტე­ვე­ბის ტაქ­ტი­კაც - თუკი აქამ­დე ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ებ­ზე დიდი ძა­ლე­ბით იე­რი­შებ­ზე კეთ­დე­ბო­და, ახლა ოც­კა­ცი­ა­ნი მო­ი­ე­რი­შე ჯგუ­ფე­ბით ცდი­ლო­ბენ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან და­არ­ტყან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებს და ამ სა­ი­ე­რი­შო მოქ­მე­დე­ბებს, ძი­რი­თა­დად, პრი­გო­ჟი­ნის კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" ჯგუ­ფე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. აქამ­დე კრემლში იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ ახალ წლამ­დე ისი­ნი შეძ­ლებ­დნენ არა მარ­ტო ბახ­მუ­ტის, არა­მედ - კრა­მა­ტორსკი­სა და სლო­ვი­ანსკის და­პყრო­ბა­საც და დო­ნეც­კის ოლ­ქის ად­მის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ზე გას­ვლას, რათა რუ­სე­თის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იცავს მი­ერ­თე­ბულ "რუ­სულ მი­წებს"...

ახალ წლამ­დე კრემ­ლის ეს ოც­ნე­ბე­ბი, სა­ბედ­ნი­როდ, ვერ ახ­დე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ვერც ბახ­მუტს და­ი­კა­ვე­ბენ ბო­ლომ­დე და უფრო მე­ტიც - უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ შე­იძ­ლე­ბა თა­ვად "შეს­თა­ვა­ზოს" დიდი სი­ურპრი­ზი ახა­ლი წლის დღე­ებ­ში რუს დამ­პყრობ­ლებს ისე, რომ პუ­ტი­ნის არ­მი­ას ბახ­მუ­ტის­თვის აღარ ეცა­ლოს.

რუ­სე­თი თა­ვის ხალ­ხს მი­უ­ლო­ცავს ამ ქა­ლა­ქე­ბის და­ბომბვით, რა­კე­ტე­ბით, სა­მა­გი­ე­როდ, ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც დიდი სი­ურპრიზს უმ­ზა­დე­ბენ რუ­სებს - ჩემი ვა­რა­უ­დით, რე­ა­ლუ­რია, რომ კი­ევ­მა მოს­კოვს საჩ­ვე­ნე­ბე­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნოს, ეს ლო­გი­კუ­რად მოხ­დე­ბა...“

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პუ­ტინ­მა მარ­თლაც თა­ვის ჭკუ­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს ლუ­კა­შენ­კო, რო­მე­ლიც დღემ­დე ცდი­ლობს, ომში არ ჩა­ერ­თოს, ან შე­საძ­ლოა, ეს რუ­სე­ბის ეშ­მა­კუ­რი გათ­ვლაა, რაც უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის დიდი ძა­ლე­ბის ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­თან გა­დას­რო­ლას გუ­ლის­ხმობს.

"ბე­ლა­რუს-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრთან უმ­თავ­რე­სად ჭა­ო­ბე­ბია, არ არის გაშ­ლი­ლი ვე­ლე­ბი. თა­ვი­დან, 24 თე­ბერ­ვალს, რო­დე­საც თავ­დას­ხმა მოხ­და, ლუ­კა­შენ­კომ რუ­სებს ტე­რი­ტო­რია და­უთ­მო და მა­თაც უკ­რა­ი­ნას ბე­ლა­რუ­სის მხრი­დან შე­უ­ტი­ეს. ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვრი­დან კი­ე­ვამ­დე სულ რა­ღაც 90 კი­ლო­მეტ­რია. ახლა გან­მე­ორ­დე­ბა თუ არა იგი­ვე შე­ტე­ვა, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. გა­სა­გე­ბია, რომ ლუ­კა­შენ­კოს ომში ჩარ­თვა არ უნდა, ხვდე­ბი­ან, რომ უკ­რა­ი­ნას­თან ას­წლო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ და არ უნდა გა­ა­ფუ­ჭონ საქ­მე.

ორი ვა­რი­ან­ტია:

1. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, პუ­ტინ­მა ლუ­კა­შენ­კო მარ­თლა გა­და­იყ­ვა­ნოს თა­ვის ჭკუ­ა­ზე და როცა ნი­ა­და­გი გა­ი­ყი­ნე­ბა, შე­საძ­ლოა შე­ტე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­და­ნაც მოხ­დეს.

2. ან ეს ყვე­ლა­ფე­რი არის თა­მა­ში, სამ­ხედ­რო ეშ­მა­კო­ბა იმი­სათ­ვის, რომ რუ­სეთ­მა მო­ახ­დი­ნოს უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის დიდი ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლა ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­თან (მე უფრო მე­ო­რე მგო­ნია).

ბახ­მუ­ტშიც იგი­ვე მოხ­და - რუ­სებ­მა ბახ­მუტს რომ შე­უ­ტი­ეს, უკ­რა­ი­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მთე­ლი ძა­ლე­ბი იქ გა­და­ეს­რო­ლა, მა­შინ, რო­დე­საც ხერ­სო­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, წე­სით, შე­ტე­ვა ყი­რი­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს ადრე თუ გვი­ან მოხ­დე­ბა, ანუ უკ­რა­ი­ნა უნდა გა­ვი­დეს აზო­ვის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, რო­მელ­საც ახლა ვერ აკონ­ტრო­ლებს. იმის გამო, რომ რუ­სებ­მა მთე­ლი ძა­ლე­ბით შე­უ­ტი­ეს ბახ­მუტს, უკ­რა­ი­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­და­ე­დო კონ­ტრი­ე­რი­ში და თავ­დაც­ვა­ზე გა­და­სუ­ლი­ყო. ბახ­მუ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმი­ტომ, რომ შემ­დეგ უკვე კრა­მა­ტორსკს მი­ად­გე­ბი­ან და მერე მის უკან დაბ­რუ­ნე­ბას 10-15-ჯერ მეტი ძა­ლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა“, - ამ­ბობს ალა­დაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, რომ კიევმა მოსკოვს საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს" - რამდენად რეალურია, რომ პუტინმა კიევისკენ სახმელეთო შეტევა კიდევ გაბედოს და რას უნდა ელოდოს რუსეთი უკრაინისგან?

"არ გამოვრიცხავ, რომ კიევმა მოსკოვს საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს" - რამდენად რეალურია, რომ პუტინმა კიევისკენ სახმელეთო შეტევა კიდევ გაბედოს და რას უნდა ელოდოს რუსეთი უკრაინისგან?

ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ისევ უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციაზე ალაპარაკდა.

"უკრაინამ უნდა შეასრულოს ჩვენი წინადადებები დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს", - განაცხადა ლავროვმა. რაც შეეხება კონფლიქტის ხანგრძლივობას, მისი მტკიცებით, ბურთი "რეჟიმის და მის უკან მდგომი ვაშინგტონის მხარესაა“ და "მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ უაზრო წინააღმდეგობა".

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლავროვის განცხადების ქვეტექსტში ოკუპანტი ქვეყნის კიევზე მორიგი შეტევა იკითხებოდეს, მეტიც, იმასაც უშვებენ, რომ კრემლმა, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად სახმელეთო შეტევებისთვის ისევ გამოიყენოს მოსაზღვრე ბელორუსის ტერიტორია, ან სულაც ომში ჩართოს ლუკაშენკოს არმია. ეს ვერსია ირეალურად ეჩვენება პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძეს:

"ამ შემთხვევაში ლავროვს არაფერი ახალი არ აქვს სათქმელი და ერთი და იმავეს ატრიალებს. მათ არც არაფრის შეთავაზება შეუძლიათ, გარდა ერთისა - უკან დახევა, რისთვისაც რუსები შინაგანად მზად არ არიან და რაც იმას ნიშნავს, მარცხი აღიარონ. ოკუპანტებს ამის გაკეთების ეშინიათ და ერთი და იმავეს ატრიალებენ. ამ შემთხვევაში ყველანაირი უპირატესობა უკრაინის მხარეზეა. ლავროვი იმეორებს იმავე დემაგოგიას, რაც იყო ადრე. მას რამდენიმე თვის განმავლობაში ეუბნებიან, რომ ომის შეჩერება შეუძლია რუსეთს და უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები. ამაზე რუსეთი პასუხობს, რომ ომი შეაჩეროს უკრაინამ, ანუ გადაბრალების ტაქტიკაა, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ჩაბარდეს, ასეთი რამ კი არ მოხდება. ლავროვის განცხადება არაფერს ცვლის და არც მგონია, ვინმემ სათვალავში მიიღოს იმიტომ, რომ ის გადაწყვეტილების მიმღები არ არის. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რუსებს წარუმატებლობის, დამარცხების აღიარება არ უნდათ, რაც მათ ამდენი ხნის განმავლობაში აქვთ. კრემლს ყოველთვის აქვს კიევზე იერიშის მიტანის სურვილი, მაგრამ შესაძლებლობები, რაც დღეს უკრაინას აქვს, ძალიან განსხვავდება - დღეს მას თავდაცვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, მით უმეტეს, როდესაც "პეტრიოტები“ ამოქმედდება, რომელიც ძალზე სერიოზული სისტემაა. უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გაცილებით ძლიერი იქნება, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ რუსეთს ცდუნება ყოველთვის აქვს, კიევს დაარტყას და ახალი იერიში მიიტანოს მასზე, თუმცა მისი სურვილი ყოველთვის არ შეესაბამება შესაძლებლობებს. ეს დისბალანსი მომავალში კიდევ უფრო ცხადი იქნება, ვინაიდან კიევის თავდაცვისუნარიანობა ყოველდღიურად იზრდება.

კიევი, 2022 წლის დეკემბერი

100%-ით ვინმეს მხარეს გარანტიის მიცემა შეუძლებელია, მაგრამ ვიცი, რომ ბელარუსის დღევანდელი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, პირდაპირი ჩარევა თავიდან აიცილოს, რაც თავად მისთვის იქნება სერიოზული პრობლემა. ლუკაშენკო ბოლომდე შეეცდება, რომ არ იყოს პირდაპირ ჩართული საომარ მოქმედებაში. მართალია, მისი ინფრასტრუქტურა გამოიყენება, მაგრამ უშუალოდ ბელარუსების მონაწილეობა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა. ზეწოლა ბელარუსზე დიდია, მაგრამ ასეთი რამ რომ მოხდეს კიდეც, ამას გარდამტეხი მნიშვნელობა არ ექნება, რეალურად, ეს არ არის ის თემა, რომელიც ბალანსს შეცვლის“.

რუსი ოკუპანტების ბელორუსიდან შეჭრა და შეტევა კიევზე, რუკა 2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ლავროვის განცხადება უკრაინის დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციაზე უკვე სასაცილოა, ვინაიდან რუსეთს ეს ჩანაფიქრი პირიქით გამოუვიდა - მიაღწია უკრაინის მილიტარიზაციას და უკრაინელი ერის გაერთიანებას.

"მაშინ, როცა რუსეთი მოულოდნელად დაესხა თავს უკრაინას, ლავროვის განცხადება შეიძლება მართლა ყურადსაღები ყოფილიყო, მაგრამ ომის ათმა თვემ აჩვენა ის უდიდესი პრობლემები, რაც რუსეთის ხელისუფლებას და არმიას გააჩნია. კრემლს რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, არაფერი გამოუვიდა - არც პოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს უკრაინის დაახლოებით 20%-მდე აქვთ ოკუპირებული, დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია განახორციელოს უკრაინის დემილიტარიზაცია-დენაციფიკაცია, უკვე სასაცილოა. ყველაფერი პირიქით მოხდა - ამ ომის შემდგომ უკრაინის არმია გაძლიერდა და მანამდე მისი რიცხვი თუ 250 ათასი იყო (ფურცელზე), დღეს უკვე რეალურად მილიონს მიაღწია - მილიონმა უკრაინელმა, როგორც კაცმა, ისე - ქალმა ხელში აიღო იარაღი (მარტო ფრონტის ხაზი არ იგულისხმება). ასე რომ, რუსეთმა უკრაინის დემილიტარიზაციის ნაცვლად, მილიტარიზაციას მიაღწია. არ ვიცი, რას გულისხმობენ დენაციფიკაციაში, მაგრამ აქაც პირიქით მოხდა - უფრო შეიკრა უკრაინელი ერი. ვიდრე რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, უკრაინაში ჩვენზე არანაკლები პრობლემები იყო - პარტიული ორთაბრძოლები რადაში, ხალხი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, მაგრამ ამ ომმა შეკრა ხალხი, მათ ეს კინკლაობა დროებით გვერდზე გადადეს, ვინაიდან გამოჩნდა მთავარი და ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე რუსეთის სახით. ნატოსთან მიმართებაშიც რუსეთს პირიქით გამოუვიდა - ალიანსში 30 ქვეყანა იყო და ორმა ქვეყანამ (ფინეთი და შვედეთი), რომლებიც ათწლეულების განმავლობაში თავს იკავებდნენ გაწევრიანებისგან, ახლა გადაწყვიტეს ნატოსთან შეერთება, ანუ რუსეთმა თავის საზღვართან ნატოს ორი წევრი "გაიჩალიჩა“. ეს ქვეყნები არაა ხელწამოსაკრავი, მათ სერიოზული შეიარაღებული ძალები და სამხედრო მრეწველობა აქვთ მთელს ევროპაში, განსაკუთრებით - შვედეთს", - აცხადებს ალადაშვილი.

რაც შეეხება კონფლიქტის ხანგრძლივობას, ლავროვის მტკიცებით, ბურთი "რეჟიმის და მის უკან მდგომი ვაშინგტონის მხარესაა“ და "მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ უაზრო წინააღმდეგობა". ირაკლი ალადაშვილის აზრით კი, ლავროვის ეს მესიჯი უკრაინის ჩაბარებას გულისხმობს, რასაც არ უნდა მოველოდეთ.

"უკრაინა ამბობს, ერთადერთ შემთხვევაში შევაჩერებთ ომს, თუ მოხდება 1991 წლის საზღვრების აღდგენა. როცა რუსეთი კონფლიქტის შეჩერებაზე საუბრობს, ამაში ჩაბარება იგულისხმება. პროპაგანდისტები და მისი მიმდევრები რომ გაიძახიან, ხალხს ახოცინებს პრეზიდენტიო, ოჯახში რომ ვინმე შემოგივარდეს, უნდა დაუთმო ყველაფერი, თუ მის დასაცავად იბრძოლო? თავის დროზე ეს ჩვენ ვერ შევძელით, ძალა არ გვეყო და ეს გასაგებია, მაგრამ უკრაინამ, მართალია, ქალაქების ნგრევისა და დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ შეძლო დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასრულდებოდა პუტინის ოცნება და ერი დაიკარგებოდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები ყველა ძალის კონცენტრაციას ახდენენ, რათა ახალ წლამდე, როგორმე ბოლომდე დაიპყრონ ქალაქი ბახმუტი (სამწუხაროდ, უკვე ყოფილი ქალაქი) და ეს "საახალწლო საჩუქრად" უძღვნან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ბახმუტის დაკარგვა, მართალია, გააადვილებს რუსი ოკუპანტების შემდგომ შეტევებს კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ, მაგრამ უკრაინის არმიისთვის რამე სერიოზულ მარცხს არ გამოიწვევს, რადგან ბახმუტიდან 30-ოდე კმ-ით დაშორებულ კრამატორსკამდე უკრაინელებმა უკვე მოასწრეს სათადარიგო თავდაცვის ზღუდეების მოწყობა.

ხარკოვისა და ხერსონის განმათავისუფლებელი კონტრიერიშების შემდეგ, საბრძოლო ინიციატივა უკრაინის არმიის მხარეს გადავიდა და ამ დროს დონბასში ბახმუტის დათმობა, რომლის შემდგომ დასაბრუნებლად უკრაინელებს შეიძლება ათჯერ მეტი დანაკარგი ჰქონდეთ, არ ჯდება ოფიციალური კიევის გეგმებში. დღეს უკვე შეიცვალა თავად შეტევების ტაქტიკაც - თუკი აქამდე ძირითადი აქცენტი უკრაინელების თავდაცვის ზღუდეებზე დიდი ძალებით იერიშებზე კეთდებოდა, ახლა ოცკაციანი მოიერიშე ჯგუფებით ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებიდან დაარტყან უკრაინელების პოზიციებს და ამ საიერიშო მოქმედებებს, ძირითადად, პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ჯგუფები ახორციელებენ. აქამდე კრემლში იმედოვნებდნენ, რომ ახალ წლამდე ისინი შეძლებდნენ არა მარტო ბახმუტის, არამედ - კრამატორსკისა და სლოვიანსკის დაპყრობასაც და დონეცკის ოლქის ადმისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, რათა რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობისთვის დაემტკიცებინათ, რომ ხელისუფლება იცავს მიერთებულ "რუსულ მიწებს"...

ახალ წლამდე კრემლის ეს ოცნებები, საბედნიროდ, ვერ ახდება, დიდი ალბათობით, რუსი ოკუპანტები ვერც ბახმუტს დაიკავებენ ბოლომდე და უფრო მეტიც - უკრაინის არმიამ შეიძლება თავად "შესთავაზოს" დიდი სიურპრიზი ახალი წლის დღეებში რუს დამპყრობლებს ისე, რომ პუტინის არმიას ბახმუტისთვის აღარ ეცალოს.

რუსეთი თავის ხალხს მიულოცავს ამ ქალაქების დაბომბვით, რაკეტებით, სამაგიეროდ, ვფიქრობ, უკრაინელებიც დიდი სიურპრიზს უმზადებენ რუსებს - ჩემი ვარაუდით, რეალურია, რომ კიევმა მოსკოვს საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს, ეს ლოგიკურად მოხდება...“

ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ პუტინმა მართლაც თავის ჭკუაზე გადაიყვანოს ლუკაშენკო, რომელიც დღემდე ცდილობს, ომში არ ჩაერთოს, ან შესაძლოა, ეს რუსების ეშმაკური გათვლაა, რაც უკრაინის არმიის დიდი ძალების ბელარუსის საზღვართან გადასროლას გულისხმობს.

"ბელარუს-უკრაინის საზღვრთან უმთავრესად ჭაობებია, არ არის გაშლილი ველები. თავიდან, 24 თებერვალს, როდესაც თავდასხმა მოხდა, ლუკაშენკომ რუსებს ტერიტორია დაუთმო და მათაც უკრაინას ბელარუსის მხრიდან შეუტიეს. ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე სულ რაღაც 90 კილომეტრია. ახლა განმეორდება თუ არა იგივე შეტევა, ძნელი სათქმელია. გასაგებია, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვა არ უნდა, ხვდებიან, რომ უკრაინასთან ასწლოვანი მეგობრობა აკავშირებთ და არ უნდა გააფუჭონ საქმე.

ორი ვარიანტია:

1. არ არის გამორიცხული, პუტინმა ლუკაშენკო მართლა გადაიყვანოს თავის ჭკუაზე და როცა ნიადაგი გაიყინება, შესაძლოა შეტევა ამ მიმართულებიდანაც მოხდეს.

2. ან ეს ყველაფერი არის თამაში, სამხედრო ეშმაკობა იმისათვის, რომ რუსეთმა მოახდინოს უკრაინის არმიის დიდი ძალების გადასროლა ბელარუსის საზღვართან (მე უფრო მეორე მგონია).

ბახმუტშიც იგივე მოხდა - რუსებმა ბახმუტს რომ შეუტიეს, უკრაინა იძულებული გახდა მთელი ძალები იქ გადაესროლა, მაშინ, როდესაც ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, წესით, შეტევა ყირიმის მიმართულებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე უნდა განხორციელებულიყო. ეს ადრე თუ გვიან მოხდება, ანუ უკრაინა უნდა გავიდეს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ახლა ვერ აკონტროლებს. იმის გამო, რომ რუსებმა მთელი ძალებით შეუტიეს ბახმუტს, უკრაინა იძულებული გახდა, გადაედო კონტრიერიში და თავდაცვაზე გადასულიყო. ბახმუტის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ შემდეგ უკვე კრამატორსკს მიადგებიან და მერე მის უკან დაბრუნებას 10-15-ჯერ მეტი ძალები დასჭირდება“, - ამბობს ალადაშვილი.