სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს სვანები მირეკავდნენ გამწარებულები, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო... ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი" - რას პასუხობს გურამ გირგვლიანი მურმან დუმბაძეს?
"დღეს სვანები მირეკავდნენ გამწარებულები, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო... ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი" - რას პასუხობს გურამ გირგვლიანი მურმან დუმბაძეს?

"ასეთ არა­სე­რი­ო­ზულ ხალ­ხს რა ვუ­პა­სუ­ხო? მათ ხომ თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე კარ­გად იცი­ან სან­დროს საქ­მე, მაგ­რამ ესაა მათი პრო­ფე­სია - შავ­ზე თეთ­რი უნდა თქვან და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, ოღონდ მიშა და­იხ­სნან და მისი რე­ჟი­მი "გა­აპ­რა­ვონ" - გვე­უბ­ნე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მამა გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კოს მურ­მან დუმ­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მელ­მაც "ვახო ხუზ­მი­აშ­ვი­ლის თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი არ მო­უკ­ლავთ და ის უბ­რა­ლოდ, ჯა­ლათს გა­ექ­ცა და გა­ი­ყი­ნა.

რო­გორც ამ­ბობს, 17 წელი გა­დის მისი ვა­ჟის სიკ­ვდი­ლი­დან და დღემ­დე "კი­დევ იყე­ნე­ბენ სან­დროს სა­ხელს", თუმ­ცა მა­გათ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა არ სურს.

გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი:

"დღეს დუმ­ბა­ძის ბოდ­ვა რომ ვნა­ხე, ვამ­ბობ­დი, არა­ფერს ვუ­პა­სუ­ხებ-თქო, რა აზრი აქვს ამათ­თან ომს? მთა­ვა­რი აქ ისაა, რომ კაცს მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს მუ­რუ­სი­ძე, რო­მელ­მაც სულ სხვა რამ თქვა. სი­მარ­თლე თუ აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა სან­დრო, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს და და­ვით ჯან­დი­ერს ჰკი­თხოს, სტრას­ბურ­გის დას­კვნაც გა­და­ი­კი­თხოს, მაგ­რამ ამა­ზე სა­ერ­თოდ არ იღებს ხმას, ვი­თომც არ ყო­ფი­ლა. არ უნ­დათ ნახ­ვა და მო­კა­ლი.

რა ვე­ლა­პა­რა­კო ამათ? ბიჭს 12 ჭრი­ლო­ბა რომ ჰქონ­და, ამას კი არ ამ­ბო­ბენ, გა­და­ვარ­და და გა­ი­ყი­ნაო. ბო­დი­ში, მო­ი­ხა­დეთ, რა! ნა­ძი­რა­ლა კი­დევ კარ­გი სი­ტყვაა. სა­უ­ბე­დუ­როდ, მურ­მა­ნი ერთი არაა, ბევ­რი მურ­მა­ნია, ვინც სა­ერ­თოდ და­კარ­გეს სახე. ასე­თებს ხმა რო­გორ გავ­ცე და მათ დო­ნემ­დე რო­გორ და­ვი­დე? გირ­გვლი­ა­ნი მო­რა­ლუ­რად არ იყო მარ­თა­ლიო - სან­დრო სუფ­რას­თან რომ არ მი­სუ­ლა, ესეც არ იცის, ხელი კი გა­იშ­ვი­რა იმ სუფ­რის­კენ, სა­დაც ის ქალ­ბა­ტო­ნი იჯდა, იქ არა­ვის იც­ნობ­და დო­ნა­ძის გარ­და, ისიც - ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. აი­ღონ და წა­ი­კი­თხონ სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, აქ ვის უნდა ვე­ლა­პა­რა­კო და ვის წა­მო­ვუ­წიო საქ­მე? ზო­გა­დად, ხმას რომ არ ვი­ღებ და ინ­ტერ­ვი­უ­ებს არ ვა­რი­გებ, ამა­თი მად­ლო­ბე­ლი კი არ ვარ ბო­ლომ­დე, მას მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ჩემ­თვის მარ­ტო ის არა­ფერს ნიშ­ნავს, ვინ და­ი­სა­ჯა. მე ვთხო­უ­ლობ­დი ყვე­ლას სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გას­ცე­მო­და და სა­მარ­თა­ლი ბო­ლომ­დე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს არაა ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი საქ­მე. სა­დაა მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ვის დას­ჯა­საც ვი­თხოვ­დი? - სა­ლა­ყა­ია კარ­გა­დაა, მშვე­ნივ­რად და ის დღეს არც აღა­რა­ვის ახ­სოვს და არც აინ­ტე­რე­სებს.

დღეს სვა­ნე­ბი მი­რე­კავ­დნენ და გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ღმერ­თმა არ ქნას, სად­მე შეგ­ვხვდე­სო (დუმ­ბა­ძე­ზე), ხომ იცით, სვა­ნე­ბის ამ­ბა­ვი? ვთხოვ­დი, და­ა­ნე­ბეთ თავი-მეთ­ქი. ნა­ცე­ბი ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თე­ბენ, რომ ვინ­მე პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ა­გონ. მე რომ ამათ ავ­ყვე, სულ ორომ­ტრი­ალ­ში უნდა ვიყო, ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა გა­მო­ვე­კი­დო. არ­სად და არა­ფერ­ში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს შეშ­ვე­ბუ­ლი ვარ. ერთ რა­მე­ში დავ­რწმუნ­დი, რა­ღაც კი გა­კეთ­და, მაგ­რამ მე შე­დე­გი არ მაქვს, ისე­ვე, რო­გორც ბევრ სხვა და­ზა­რა­ლე­ბულს არ აქვს სი­მარ­თლე. ყვე­ლას თუ აჩუ­მებ­და რე­ჟი­მი, ცხო­ნე­ბუ­ლი ირი­ნა პი­რი­ქით, გა­ა­ჩუ­მეს კი არა, ბო­ლომ­დე ჩაჰ­ყვა მათ.

ტე­ლე­ვი­ზორს არც ვუ­ყუ­რებ, ინ­ტერ­ნეტ­ში შემ­თხვე­ვით თუ წა­ვა­წყდი რა­ღა­ცას... მი­შაც აქ ვნა­ხე, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია არ მქო­ნია. ადა­მი­ა­ნი მა­ინც ადა­მი­ა­ნია და წმინ­და ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით, გულ­ში შე­მე­ცო­და, ში­ნა­გა­ნად მქონ­და შე­ცო­დე­ბა, მაგ­რამ რა­ღა­ცა­ში რომ გა­მო­ი­ხა­ტოს - არა. რო­გორც ქრის­ტი­ან კაცს, მარ­თლა მე­ცო­დე­ბა. თუმ­ცა ემო­ცია არ მაქვს, სა­დღა მაქვს, რაც მქონ­და, იმათ წა­ი­ღეს... სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, მიშა რაც იყო ის დარ­ჩა, რამე შე­იც­ვა­ლა, რა­ტომ უკ­ვირთ ვი­ღა­ცე­ებს? იმა­თი მიკ­ვირს, ვინც მისი მო­ნე­ბი გახ­დნენ, ბევ­რი მათ­გა­ნი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი­ცაა და მე­ცი­ნე­ბა ხოლ­მე, რა უნდა ვთქვა? თან ისე­თე­ბი, სან­დრო­ზე რომ ვი­თომ გული უკ­ვდე­ბო­დათ და ახლა მი­შას ვი­თომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გახ­დნენ. კი, ბა­ტო­ნო, თა­ვი­სი საქ­მის იცი­ან, თა­ვი­სი აზრი გა­აჩ­ნი­ათ. მაგ­რამ მე რა დღე­ში ვარ? ვი­ღა­ცე­ე­ბი ხომ არ იყ­ვნენ, ისი­ნი ჩემი შვი­ლი და მე­უღ­ლე იყ­ვნენ..

17 წელი გა­დის და როცა დას­ჭირ­დე­ბათ და მო­უნ­დე­ბათ, კი­დევ იყე­ნე­ბენ სან­დროს სა­ხელს, არ მინ­და პო­ლე­მი­კა­ში მა­გათ­თან შეს­ვლა... მარ­ტო ერთი მურ­მა­ნი ხომ არაა? მა­საც ვი­ღა­ცამ უთხრა, გირ­გვლი­ან­ზე ასე თქვიო, იქ­ნებ, მი­შას ეშ­ვე­ლოს, იქ­ნებ პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლო­სო. მგო­ნია, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მას არ შე­ი­წყა­ლებს. გგო­ნი­ათ მაგი მოკ­ვდე­ბა? ღმერ­თმა აცო­ცხლოს, არა­ვის უხა­რია, ვი­ღა­ცე­ბი კი არ ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ, ოდით­გან მტერ­თა­ნაც კი შემ­წყნა­რებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მა­გის და­ა­ვა­დე­ბა ისაა, პა­ტა­რა სივ­რცე­ში სი­ცო­ცხლე და სუნ­თქვა არ შე­უძ­ლია, არ ჰყოფ­ნის 2 ოთა­ხი. ყვე­ლა ცდი­ლობს, პრე­ზი­დენ­ტი რო­გორ­მე აა­ცი­ლოს სას­ჯელს. მისი მომ­ხრე­ე­ბი რომ ამ­ბო­ბენ, მი­შამ არა­ფე­რი იცო­დაო, „ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა“ მე გა­მო­ვა­ცხა­დე? - სხვამ გას­ცა სან­დროს დას­ჯის ბრძა­ნე­ბა? დას­ჯა თუ უნ­დო­დათ, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­ეყ­ვა­ნათ და იქ „ეს­წავ­ლე­ბი­ნათ ჭკუა“, - სა­საფ­ლა­ო­ზე?! ხომ ხე­დავთ რა ხდე­ბა, „მიშა გა­მო­უშ­ვით“, - მარ­ტო ამა­ზეა ყვე­ლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. მიშა ვი­ღაც არ იყო და მტერს, ეგ თუ ალა­პა­რაკ­და. აქ დიდი ამ­ბე­ბი წავა, მისი სი­ცო­ცხლე პირ­ველ რიგ­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლებს, მი­სი­ა­ნებს არ აწყობთ, რად­გან გას­კდე­ბა მთე­ლი ამ­ბე­ბი".

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100 %
8

სვანები არიან მედროვე, ფულისტი, ღირებულების არმქონე გამყიდველები! მაგათი ნაბრძოლი და ნაამაგარი გამახსენეთ ვინმემ საქართველოს ისტორიიდან! 

მარინა
32

რა ვერ გაიგეთ ხალხნო, სვანია ეგ ადამიანი და მისი კუთხის ხალხმა დაურეკა. სამეგრელოდან, რომ ყოფილიულ მეგრელები დაურეკავდნენ. მაგრად ჩაციკლულები ხართ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დღეს სვანები მირეკავდნენ გამწარებულები, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო... ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი" - რას პასუხობს გურამ გირგვლიანი მურმან დუმბაძეს?

"დღეს სვანები მირეკავდნენ გამწარებულები, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო... ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი" - რას პასუხობს გურამ გირგვლიანი მურმან დუმბაძეს?

"ასეთ არასერიოზულ ხალხს რა ვუპასუხო? მათ ხომ თავიდან-ბოლომდე კარგად იციან სანდროს საქმე, მაგრამ ესაა მათი პროფესია - შავზე თეთრი უნდა თქვან და ყველაფერი გააკეთონ, ოღონდ მიშა დაიხსნან და მისი რეჟიმი "გააპრავონ" - გვეუბნება სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი პოლიტიკოს მურმან დუმბაძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და ის უბრალოდ, ჯალათს გაექცა და გაიყინა.

როგორც ამბობს, 17 წელი გადის მისი ვაჟის სიკვდილიდან და დღემდე "კიდევ იყენებენ სანდროს სახელს", თუმცა მაგათთან პოლემიკაში შესვლა არ სურს.

გურამ გირგვლიანი:

"დღეს დუმბაძის ბოდვა რომ ვნახე, ვამბობდი, არაფერს ვუპასუხებ-თქო, რა აზრი აქვს ამათთან ომს? მთავარი აქ ისაა, რომ კაცს მაგალითად მოჰყავს მურუსიძე, რომელმაც სულ სხვა რამ თქვა. სიმართლე თუ აინტერესებს, როგორ გარდაიცვალა სანდრო, შალვა შავგულიძეს და დავით ჯანდიერს ჰკითხოს, სტრასბურგის დასკვნაც გადაიკითხოს, მაგრამ ამაზე საერთოდ არ იღებს ხმას, ვითომც არ ყოფილა. არ უნდათ ნახვა და მოკალი.

რა ველაპარაკო ამათ? ბიჭს 12 ჭრილობა რომ ჰქონდა, ამას კი არ ამბობენ, გადავარდა და გაიყინაო. ბოდიში, მოიხადეთ, რა! ნაძირალა კიდევ კარგი სიტყვაა. საუბედუროდ, მურმანი ერთი არაა, ბევრი მურმანია, ვინც საერთოდ დაკარგეს სახე. ასეთებს ხმა როგორ გავცე და მათ დონემდე როგორ დავიდე? გირგვლიანი მორალურად არ იყო მართალიო - სანდრო სუფრასთან რომ არ მისულა, ესეც არ იცის, ხელი კი გაიშვირა იმ სუფრისკენ, სადაც ის ქალბატონი იჯდა, იქ არავის იცნობდა დონაძის გარდა, ისიც - ტელევიზიიდან. აიღონ და წაიკითხონ სტრასბურგის გადაწყვეტილება და საკმარისი იქნება, აქ ვის უნდა ველაპარაკო და ვის წამოვუწიო საქმე? ზოგადად, ხმას რომ არ ვიღებ და ინტერვიუებს არ ვარიგებ, ამათი მადლობელი კი არ ვარ ბოლომდე, მას მერე ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჩემთვის მარტო ის არაფერს ნიშნავს, ვინ დაისაჯა. მე ვთხოულობდი ყველას საკადრისი პასუხი გასცემოდა და სამართალი ბოლომდე აღსრულებულიყო. ეს არაა ბოლომდე მიყვანილი საქმე. სადაა მერაბიშვილის მეუღლე, ვის დასჯასაც ვითხოვდი? - სალაყაია კარგადაა, მშვენივრად და ის დღეს არც აღარავის ახსოვს და არც აინტერესებს.

დღეს სვანები მირეკავდნენ და გამწარებულები მეუბნებოდნენ, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო (დუმბაძეზე), ხომ იცით, სვანების ამბავი? ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი. ნაცები ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ. მე რომ ამათ ავყვე, სულ ორომტრიალში უნდა ვიყო, ყველაფერზე უნდა გამოვეკიდო. არსად და არაფერში ვიღებ მონაწილეობას, ყველას და ყველაფერს შეშვებული ვარ. ერთ რამეში დავრწმუნდი, რაღაც კი გაკეთდა, მაგრამ მე შედეგი არ მაქვს, ისევე, როგორც ბევრ სხვა დაზარალებულს არ აქვს სიმართლე. ყველას თუ აჩუმებდა რეჟიმი, ცხონებული ირინა პირიქით, გააჩუმეს კი არა, ბოლომდე ჩაჰყვა მათ.

ტელევიზორს არც ვუყურებ, ინტერნეტში შემთხვევით თუ წავაწყდი რაღაცას... მიშაც აქ ვნახე, მაგრამ არავითარი რეაქცია არ მქონია. ადამიანი მაინც ადამიანია და წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, გულში შემეცოდა, შინაგანად მქონდა შეცოდება, მაგრამ რაღაცაში რომ გამოიხატოს - არა. როგორც ქრისტიან კაცს, მართლა მეცოდება. თუმცა ემოცია არ მაქვს, სადღა მაქვს, რაც მქონდა, იმათ წაიღეს... საინტერესო ისაა, მიშა რაც იყო ის დარჩა, რამე შეიცვალა, რატომ უკვირთ ვიღაცეებს? იმათი მიკვირს, ვინც მისი მონები გახდნენ, ბევრი მათგანი ჩემი ახლობელიცაა და მეცინება ხოლმე, რა უნდა ვთქვა? თან ისეთები, სანდროზე რომ ვითომ გული უკვდებოდათ და ახლა მიშას ვითომ გულშემატკივრები გახდნენ. კი, ბატონო, თავისი საქმის იციან, თავისი აზრი გააჩნიათ. მაგრამ მე რა დღეში ვარ? ვიღაცეები ხომ არ იყვნენ, ისინი ჩემი შვილი და მეუღლე იყვნენ..

17 წელი გადის და როცა დასჭირდებათ და მოუნდებათ, კიდევ იყენებენ სანდროს სახელს, არ მინდა პოლემიკაში მაგათთან შესვლა... მარტო ერთი მურმანი ხომ არაა? მასაც ვიღაცამ უთხრა, გირგვლიანზე ასე თქვიო, იქნებ, მიშას ეშველოს, იქნებ პრეზიდენტმა შეიწყალოსო. მგონია, ეს გამორიცხულია, ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებს. გგონიათ მაგი მოკვდება? ღმერთმა აცოცხლოს, არავის უხარია, ვიღაცები კი არ ვართ, ქართველები და ქრისტიანები ვართ, ოდითგან მტერთანაც კი შემწყნარებლები ვიყავით. მაგის დაავადება ისაა, პატარა სივრცეში სიცოცხლე და სუნთქვა არ შეუძლია, არ ჰყოფნის 2 ოთახი. ყველა ცდილობს, პრეზიდენტი როგორმე ააცილოს სასჯელს. მისი მომხრეები რომ ამბობენ, მიშამ არაფერი იცოდაო, „ნულოვანი ტოლერანტობა“ მე გამოვაცხადე? - სხვამ გასცა სანდროს დასჯის ბრძანება? დასჯა თუ უნდოდათ, განყოფილებაში წაეყვანათ და იქ „ესწავლებინათ ჭკუა“, - სასაფლაოზე?! ხომ ხედავთ რა ხდება, „მიშა გამოუშვით“, - მარტო ამაზეა ყველა კონცენტრირებული. მიშა ვიღაც არ იყო და მტერს, ეგ თუ ალაპარაკდა. აქ დიდი ამბები წავა, მისი სიცოცხლე პირველ რიგში, ნაციონალებს, მისიანებს არ აწყობთ, რადგან გასკდება მთელი ამბები".

ნახეთ ასევე: