სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ შორის ღმერთია" - რა უთხრა მეგი გოგიტიძემ რუს მაყურებელს 23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე
"ჩვენ შორის ღმერთია" - რა უთხრა მეგი გოგიტიძემ რუს მაყურებელს 23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე

ბა­თუ­მე­ლი მომ­ღე­რა­ლი მეგი გო­გი­ტი­ძე რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბულ ტურ­ნეს აგ­რძე­ლებს და ამ­ჯე­რად კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია მოს­კოვ­სა და სოჭ­ში გა­მარ­თა. ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც 23 დე­კემ­ბერს მოს­კოვ­ში შედ­გა, გო­გი­ტი­ძე ტრა­დი­ცი­უ­ლი ემო­ცი­უ­რო­ბით რუსი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­მო­დის და ამ­ბობს:

„ჩვენს შო­რის ბევ­რი ტკი­ვი­ლია, ჩვენს შო­რის ბევ­რი ცრემ­ლია, ჩვენს შო­რის ქა­რიშ­ხლე­ბია, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი, სი­ძულ­ვი­ლი, ში­შია ჩვენს შო­რის, მაგ­რამ ჩვენს შო­რის ღმერ­თია. და ეს სიკ­ვდილ­ზე დი­დია. ჩვენს შო­რის ღმერ­თია და ეს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტია...“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე გო­გი­ტი­ძემ ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. ამის გამო, ბა­თუმ­ში ერთ-ერთ კლუბ­ში გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტი გა­უ­უქ­მეს. კი­დევ ერთი კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა სოჭ­ში, რო­მე­ლიც 29 ივ­ლის უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა მხო­ლოდ გა­და­ი­დო და 25 დე­კემ­ბერს გო­გი­ტი­ძემ სოჭ­ში იმ­ღე­რა...

კონ­ცერ­ტებ­ზე და­სას­წრე­ბის ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 60-565 ლა­რამ­დეა...

"ხალხნო გე­ყოთ ამ "და­ჭკნის" წერა. არ დავ­ჭკნე­ბი, შან­სი არაა... ვი­დე­ო­ებს აზი­ა­რებთ თურ­მე ჩემი კონ­ცერ­ტე­ბი­დან და წერთ თუ რა უნი­ჭო ვარ. თქვენ ოღონდ და­წყნარ­დით და რაც გინ­დათ ის და­წე­რეთ. ის გა­ა­ზი­ა­რეთ. ეს ბო­ტე­ბი კი­დევ ვერ მო­ვი­შო­რე.." ჩა­დე­ბუ­ლი ფუ­ლიც რო არ უმ­თავ­რდე­ბათ?! ყვე­ლას არ ეხე­ბა რა თქმა უნდა.

უკვე ისე ვარ, დი­ლით რო ვიღ­ვი­ძებ, სა­ნამ შე­მო­ვალ გო­გო­ნე­ბის დიდი ჯგუ­ფი მხვდე­ბა (საქ­მი­ა­ნე­ბი და შეშ­ფო­თე­ბულ­ნი) მაგ­რად მინ­და ყავა და­გა­ლე­ვი­ნოთ, მაგ­რამ ნუ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ვერ ხერ­ხდე­ბა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ კრი­ტი­კის ტალ­ღას გო­გი­ტი­ძე ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში, რაც რუ­სეთ­ში მის კონ­ცერ­ტებს მოჰ­ყვა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
3

ეს რა იყო ახლა???😱😀 ისე, მეტის ღირსები არც არიან რუსები!😀😀😀

გახო
3

ვისთან არის ღმერთი, რუსებთან? ამ უღმერთო და უგულო ერთან? სირცხვილია გოგო, სირცხვილი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ჩვენ შორის ღმერთია" - რა უთხრა მეგი გოგიტიძემ რუს მაყურებელს 23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე

"ჩვენ შორის ღმერთია" - რა უთხრა მეგი გოგიტიძემ რუს მაყურებელს 23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე

ბათუმელი მომღერალი მეგი გოგიტიძე რუსეთში წარმატებულ ტურნეს აგრძელებს და ამჯერად კონცერტების სერია მოსკოვსა და სოჭში გამართა. ერთ-ერთ კონცერტზე, რომელიც 23 დეკემბერს მოსკოვში შედგა, გოგიტიძე ტრადიციული ემოციურობით რუსი მაყურებლის წინაშე გამოდის და ამბობს:

„ჩვენს შორის ბევრი ტკივილია, ჩვენს შორის ბევრი ცრემლია, ჩვენს შორის ქარიშხლებია, უძილო ღამეები, სიძულვილი, შიშია ჩვენს შორის, მაგრამ ჩვენს შორის ღმერთია. და ეს სიკვდილზე დიდია. ჩვენს შორის ღმერთია და ეს ყველაფერზე მეტია...“

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე გოგიტიძემ ოკუპანტ ქვეყანაში არაერთი კონცერტი გამართა. ამის გამო, ბათუმში ერთ-ერთ კლუბში გოგიტიძის კონცერტი გაუუქმეს. კიდევ ერთი კონცერტი გაუქმდა სოჭში, რომელიც 29 ივლის უნდა გამართულიყო, თუმცა მხოლოდ გადაიდო და 25 დეკემბერს გოგიტიძემ სოჭში იმღერა...

კონცერტებზე დასასწრების ბილეთების ღირებულება 60-565 ლარამდეა...

"ხალხნო გეყოთ ამ "დაჭკნის" წერა. არ დავჭკნები, შანსი არაა... ვიდეოებს აზიარებთ თურმე ჩემი კონცერტებიდან და წერთ თუ რა უნიჭო ვარ. თქვენ ოღონდ დაწყნარდით და რაც გინდათ ის დაწერეთ. ის გააზიარეთ. ეს ბოტები კიდევ ვერ მოვიშორე.." ჩადებული ფულიც რო არ უმთავრდებათ?! ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.

უკვე ისე ვარ, დილით რო ვიღვიძებ, სანამ შემოვალ გოგონების დიდი ჯგუფი მხვდება (საქმიანები და შეშფოთებულნი) მაგრად მინდა ყავა დაგალევინოთ, მაგრამ ნუ ვირტუალურად ვერ ხერხდება", - ასე გამოეხმაურა იმ კრიტიკის ტალღას გოგიტიძე ჯერ კიდევ ზაფხულში, რაც რუსეთში მის კონცერტებს მოჰყვა.

ნახეთ ვიდეო: