25 დეკემბერს, რუსთავში ბავშვთა საათობრივი დატოვების ცენტრმა "მტევანმა" საქართველოს კარიტასის (რუსთავის ფილიალის) აღსაზრდელებს, მრავალშვილიან ოჯახებს და "ბავშვი და გარემოსთან"არსებული ქ.რუსთავის დღის ცენტრის საპოვნელას აღსაზრდელებს უმასპინძლა.
აღნიშნული ცენტრი მრავალშვილიან ოჯახთა კავშირი "მტევნის" ბაზაზე შეიქმნა და დასაქმებულ მშობლებს სთავაზობს ბავშვების საათობრივად დატოვებას. ასეთი ცენტრი ქალაქში ერთადერთია. ცენტრში ფუნქციონირებს ჭადრაკისა და ხატვის წრეები. ასევე საკვირაო სკოლა...
ღონისძიება საშობაო ფილმის ჩვენებით გაიხსნა. პარალელურად მიმდინარეობდა საახალწლო აქსესუარების მასტერკლასი. "მტევნის" ბავშვებმა სტუმრები სხვადასხვა ნომრებით მოხიბლეს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა შაუთიძის სტუდია. საღამო თოვლის პაპას სტუმრობით,ტკბილეულის დარიგებით და ფოიერვერკით დასრულდა.
დაათვალიერეთ ფოტოები:







