კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაგნერი" პუტინისთვის ბახმუტის "საახალწლო საჩუქრად" მირთმევას შეეცდება - ოკუპანტების ოცნებებს ახდენა არ უწერია
"ვაგნერი" პუტინისთვის ბახმუტის "საახალწლო საჩუქრად" მირთმევას შეეცდება - ოკუპანტების ოცნებებს ახდენა არ უწერია
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

სა­ა­ხალ­წლოდ ქა­ლა­ქის შე­ტე­ვით და­კა­ვე­ბა და შემ­დგომ მისი "ხონ­ჩით" მირ­თმე­ვა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის­თვის, არა­ერ­თი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრსა თუ გე­ნე­რალს და­უკ­ვეხ­ნია...

ამის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი გახ­ლდათ 1995 ახა­ლი წლის ღამე, რო­დე­საც რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გრა­ჩოვ­მა და­იკ­ვეხ­ნა გროზ­ნოს მხო­ლოდ ორი სა­პა­რა­შუ­ტო-სა­დე­სან­ტო პოლ­კით და­პყრო­ბა და რა კა­ტას­ტო­ფა­დაც გა­და­იქ­ცა ის ახალ­წლის ღამე გროზ­ნო­ში შეჭ­რი­ლი რუ­სუ­ლი არ­მი­ის­თვის, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იხი­ლა...

თუმ­ცა რაღა შორს წა­ვი­დეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრიც ხომ გრა­ჩოვ­ზე არა­ნაკ­ლებ იკ­ვეხ­ნი­და, 2006 წლის ახა­ლი წლის ღა­მეს, ცხინ­ვალ­ში ქარ­თულ დრო­შას ააფ­რი­ა­ლებ­და... მას სა­ბედ­ნი­ე­როდ არ დას­ცალ­და დიდი სი­სუ­ლე­ლის ჩა­დე­ნა (რო­დე­საც წი­ნას­წარ აა­ნონ­სებ შე­ტე­ვის თა­რიღს, მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა და მი­ზანს), მაგ­რამ მის­მა ყო­ფილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა არა­ნაკ­ლე­ბი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს ორი­ო­დე წელ­ში...

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის 10 თვი­ა­ნი ომი პირ­ველ ახალ წელს უახ­ლოვ­დე­ბა და "სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის" მი­ძღვნის მცდე­ლო­ბე­ბი არც ახლა იკ­ლებს.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ყვე­ლა ძა­ლის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ახ­დე­ნენ, რათა ახალ წლამ­დე, რო­გორ­მე ბო­ლომ­დე და­ი­პყრონ ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტი (ან ის ნან­გრე­ვე­ბი, რაც ამ უკვე ყო­ფი­ლი ქა­ლა­ქის ად­გილ­ზე დარ­ჩა ოთხ თვე­ზე მეტი ხნის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი და­ბომბვე­ბის შემ­დეგ) და ეს "სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რად" უძღვნან რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტინს...

ბახ­მუ­ტის და­კარ­გვა, მარ­თა­ლია გა­ა­ად­ვი­ლებს რუსი ოკუ­პან­ტე­ბის შემ­დგომ შე­ტე­ვებს კრა­მა­ტორსკი­სა და სლო­ვი­ანსკის­კენ, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის­თვის რა­ი­მე ძალ­ზე სე­რი­ო­ზულ და­მარ­ცხე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს, რად­გან ბახ­მუ­ტი­დან 30-იოდე კმ-ით და­შო­რე­ბულ კრა­მა­ტორსკამ­დე უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა უკვე მო­ას­წრეს სა­თა­და­რი­გო თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ე­ბის მო­წყო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არ ფლობს ბახ­მუტს და მის დამ­ცვე­ლებს რე­ზერვს-რე­ზერვზე ახ­მარს ,რა­ტომ უღირს უკ­რა­ი­ნის გენშტაბს ბახ­მუ­ტის დაც­ვა ამ ფა­სად?

საქ­მე ის არის, რომ ხარ­კო­ვი­სა და ხერ­სო­ნის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი კონ­ტრი­ე­რი­შე­ბის შემ­დეგ, საბ­რძო­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის მხა­რე­ზე გა­და­ვი­და და ამ დროს დონ­ბას­ში ბახ­მუ­ტის დათ­მო­ბა, რომ­ლის შემ­დგომ და­საბ­რუ­ნებ­ლად უკ­რა­ი­ნე­ლებს შე­იძ­ლე­ბა ათ­ჯერ მეტი და­ნა­კარ­გი ჰქონ­დეთ, არ ჯდე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის გეგ­მებ­ში.

ბახ­მუტ­ზე იე­რი­შე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით რუ­სე­თის გენშტაბ­მა, პრინ­ციპ­ში, გეგ­მის ერთი ნა­წი­ლი შე­ას­რუ­ლა - ბახ­მუ­ტის და­სა­ცა­ვად მი­ი­ზი­და უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე წვი­მე­ბის სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე, კი­ევს შე­იძ­ლე­ბა მე­ლი­ტო­პო­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად და ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე გა­სას­ვლე­ლად ჰქონ­და მო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი...

ბახ­მუტ­ზე რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ძი­რი­თა­დი შე­ტე­ვა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში შე­ტე­ვე­ბის ძი­რი­თად­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თის­კენ, გორ­ლოვ­კა­სა და ტო­რეც­კის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

"ვაგნერი" პუტინისთვის ბახმუტის "საახალწლო საჩუქრად" მირთმევას შეეცდება - ოკუპანტების ოცნებებს ახდენა არ უწერია

"ვაგნერი" პუტინისთვის ბახმუტის "საახალწლო საჩუქრად" მირთმევას შეეცდება - ოკუპანტების ოცნებებს ახდენა არ უწერია
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

საახალწლოდ ქალაქის შეტევით დაკავება და შემდგომ მისი "ხონჩით" მირთმევა სახელმწიფოს მეთაურისთვის, არაერთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრსა თუ გენერალს დაუკვეხნია...

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ 1995 ახალი წლის ღამე, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა დაიკვეხნა გროზნოს მხოლოდ ორი საპარაშუტო-სადესანტო პოლკით დაპყრობა და რა კატასტოფადაც გადაიქცა ის ახალწლის ღამე გროზნოში შეჭრილი რუსული არმიისთვის, მთელმა მსოფლიომ იხილა...

თუმცა რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრიც ხომ გრაჩოვზე არანაკლებ იკვეხნიდა, 2006 წლის ახალი წლის ღამეს, ცხინვალში ქართულ დროშას ააფრიალებდა... მას საბედნიეროდ არ დასცალდა დიდი სისულელის ჩადენა (როდესაც წინასწარ აანონსებ შეტევის თარიღს, მიმართულებასა და მიზანს), მაგრამ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა არანაკლები სამხედრო-პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს ორიოდე წელში...

რუსეთ-უკრაინის 10 თვიანი ომი პირველ ახალ წელს უახლოვდება და "საახალწლო საჩუქრების" მიძღვნის მცდელობები არც ახლა იკლებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები ყველა ძალის კონცენტრაციას ახდენენ, რათა ახალ წლამდე, როგორმე ბოლომდე დაიპყრონ ქალაქი ბახმუტი (ან ის ნანგრევები, რაც ამ უკვე ყოფილი ქალაქის ადგილზე დარჩა ოთხ თვეზე მეტი ხნის განუწყვეტელი დაბომბვების შემდეგ) და ეს "საახალწლო საჩუქრად" უძღვნან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს...

ბახმუტის დაკარგვა, მართალია გააადვილებს რუსი ოკუპანტების შემდგომ შეტევებს კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ, მაგრამ უკრაინის არმიისთვის რაიმე ძალზე სერიოზულ დამარცხებას არ გამოიწვევს, რადგან ბახმუტიდან 30-იოდე კმ-ით დაშორებულ კრამატორსკამდე უკრაინელებმა უკვე მოასწრეს სათადარიგო თავდაცვის ზღუდეების მოწყობა.

მიუხედავად ამისა, უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა არ ფლობს ბახმუტს და მის დამცველებს რეზერვს-რეზერვზე ახმარს ,რატომ უღირს უკრაინის გენშტაბს ბახმუტის დაცვა ამ ფასად?

საქმე ის არის, რომ ხარკოვისა და ხერსონის განმათავისუფლებელი კონტრიერიშების შემდეგ, საბრძოლო ინიციატივა უკრაინის არმიის მხარეზე გადავიდა და ამ დროს დონბასში ბახმუტის დათმობა, რომლის შემდგომ დასაბრუნებლად უკრაინელებს შეიძლება ათჯერ მეტი დანაკარგი ჰქონდეთ, არ ჯდება ოფიციალური კიევის გეგმებში.

ბახმუტზე იერიშების გაძლიერებით რუსეთის გენშტაბმა, პრინციპში, გეგმის ერთი ნაწილი შეასრულა - ბახმუტის დასაცავად მიიზიდა უკრაინის არმიის ის მნიშვნელოვანი რესურსები, რომელიც გვიან შემოდგომაზე წვიმების სეზონის დაწყებამდე, კიევს შეიძლება მელიტოპოლის გასათავისუფლებლად და ანექსირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად ჰქონდა მობილიზირებული...

ბახმუტზე რუსი ოკუპანტების ძირითადი შეტევა ბოლო თვეების განმავლობაში აღმოსავლეთიდან მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დღეებში შეტევების ძირითადმა მიმართულებამ სამხრეთ-დასავლეთისკენ, გორლოვკასა და ტორეცკისკენ გადაინაცვლა. გააგრძელეთ კითხვა