მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება სულ ცოტა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრული რეაბილიტაცია - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა?
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება სულ ცოტა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრული რეაბილიტაცია - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა?

ჩვენ 2023 წელს ვი­წყებთ მი­ნი­მუმ 10 ახა­ლი სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქი­სა და და­ბის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, 2022 წლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, შე­ირ­ჩა 10 ახა­ლი სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რიზმს, ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა. ტუ­რიზ­მი სწრა­ფად აღ­დგა. ოთხ მი­ლი­ონ მგზავრს მო­ემ­სა­ხუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბი. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 81%-ით მა­ტე­ბა, თუ ამას შე­ვა­და­რებთ წინა წელს. 2019 წელს თუ შე­ვა­და­რებთ, 83%-იანი აღ­დგე­ნა არის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ გვაქვს 80%-იანი აღ­დგე­ნა. სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებ­და 37 ავი­ა­კომ­პა­ნია, რაც 9 ავი­ა­კომ­პა­ნი­ით მე­ტია 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით. ჩვენ 2023 წელს ვი­წყებთ მი­ნი­მუმ 10 ახა­ლი სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქი­სა და და­ბის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა. რაც ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ტუ­რის­ტე­ბის­თვის და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლე­ბი. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ირ­ჩა 10 ახა­ლი სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში. ჩვენ ამას დე­ტა­ლუ­რად წარ­მო­გიდ­გენთ. ჩვენ ასე­ვე შე­ვის­წავ­ლეთ 100-ზე მეტი კლი­მა­ტუ­რი ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი, სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც გვინ­და, რომ შევ­თა­ვა­ზოთ ჩვენს ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნესს, ინ­ვეს­ტო­რებს, 300-მდე კუ­რორ­ტის შეს­წავ­ლა დამ­თავ­რდე­ბა 2023 წელს. მოკ­ლე ვა­დებ­ში, კუ­რორ­ტებ­სა და სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლებ­ზე ბიზ­ნე­სის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ასე­ვე ერთ-ერთ უნი­კა­ლურ პრო­ექტს ვა­მუ­შა­ვებთ, კონ­ცეფ­ცი­ას ვა­მუ­შა­ვებთ, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს პი­ლიგ­რი­მე­ბის ბი­ლიკს, ბი­ლი­კის გან­ვი­თა­რე­ბას წმინ­და ნი­ნოს გზა, რო­მე­ლიც 40 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს მა­გა­ლი­თის­თვის და რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფოკა-ბოდ­ბის მარ­შრუტს, მსგავ­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პი­ლიგ­რი­მე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და გვინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ასე­ვე ვა­მუ­შა­ვებთ რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მდი­და­რია ტბე­ბით, წყალ­სა­ცა­ვე­ბით, შე­ირ­ჩა კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი, თრი­ა­ლას ტბე­ბი, ნა­დარ­ბა­ზე­ვის ტბა, იდუ­მა­ლი ტბა, ლაკ­ბეს წყალ­სა­ცა­ვი, ფა­რავ­ნის ტბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი გვექ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის­თვის.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო წარ­დგე­ბა ღირ­სე­უ­ლად ბერ­ლინ­ში, ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე, ეს არის ITB Berlin. რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, კი­დევ ერთხელ წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი. აუ­დი­ტო­რია იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი, 200 000-იანი აუ­დი­ტო­რია იქ­ნე­ბა. მათ შო­რის, 100 000 ბიზ­ნეს ვი­ზი­ტორს უმას­პინ­ძლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ფე­ნა და მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­ყუ­რე­ბელს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ი­გოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
0

იმედია, სურამიც იქნება მაგ ჩამონათვალში - სურამზე უკეთესი კურორტი რომელია ერთი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და არა მარტო. 

ედიკა
1

სურამიიიიიიი?????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება სულ ცოტა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრული რეაბილიტაცია - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა?

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება სულ ცოტა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრული რეაბილიტაცია - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა?

ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეირჩა 10 ახალი საკურორტო ქალაქი, რომლის პრეზენტაცია იქნება რამდენიმე კვირაში.

"რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ტურიზმის განვითარება. ტურიზმი სწრაფად აღდგა. ოთხ მილიონ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები. ეს არის დაახლოებით 81%-ით მატება, თუ ამას შევადარებთ წინა წელს. 2019 წელს თუ შევადარებთ, 83%-იანი აღდგენა არის. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს 80%-იანი აღდგენა. საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა 37 ავიაკომპანია, რაც 9 ავიაკომპანიით მეტია 2019 წელთან შედარებით. ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება. რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილები. სწორედ ამ მიმართულებით შეირჩა 10 ახალი საკურორტო ქალაქი, რომლის პრეზენტაცია იქნება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას დეტალურად წარმოგიდგენთ. ჩვენ ასევე შევისწავლეთ 100-ზე მეტი კლიმატური ბალნეოლოგიური კურორტი, საკურორტო ადგილის განვითარება და პოტენციალი, რომელიც გვინდა, რომ შევთავაზოთ ჩვენს ადგილობრივ ბიზნესს, ინვესტორებს, 300-მდე კურორტის შესწავლა დამთავრდება 2023 წელს. მოკლე ვადებში, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე ბიზნესისთვის საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი.

ასევე ერთ-ერთ უნიკალურ პროექტს ვამუშავებთ, კონცეფციას ვამუშავებთ, რომელიც გულისხმობს პილიგრიმების ბილიკს, ბილიკის განვითარებას წმინდა ნინოს გზა, რომელიც 40 კილომეტრს შეადგენს მაგალითისთვის და რომელიც მოიცავს ფოკა-ბოდბის მარშრუტს, მსგავსი ქრისტიანული პილიგრიმების მარშრუტები მსოფლიოში ძალიან ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვინდა, რომ აღნიშნული პროექტიც განვახორციელოთ. ასევე ვამუშავებთ რამდენიმე კონკრეტული ლოკაციების განვითარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია ტბებით, წყალსაცავებით, შეირჩა კონკრეტული ლოკაციები, თრიალას ტბები, ნადარბაზევის ტბა, იდუმალი ტბა, ლაკბეს წყალსაცავი, ფარავნის ტბა და ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებები გვექნება ბიზნესისთვის.

რამდენიმე თვეში საქართველო წარდგება ღირსეულად ბერლინში, ტურისტულ გამოფენაზე, ეს არის ITB Berlin. რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი. აუდიტორია იქნება ძალიან მასშტაბური, 200 000-იანი აუდიტორია იქნება. მათ შორის, 100 000 ბიზნეს ვიზიტორს უმასპინძლებს აღნიშნული გამოფენა და მრავალმილიონიან სატელევიზიო მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ გაიგოს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.