ცნობილი რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ რუსებს არ სიამოვნებთ უკრაინის დაბომბვა, მაგრამ რუსეთის ფედერაციას სხვა არჩევანი არ აქვს. სიმონიანი კიდევ ერთხელ დაემუქრა უკრაინას ბირთვული ომით. ამის შესახებ პუტინის რეჟიმის თანამზრახველმა RosTV-ის ეთერში ისაუბრა.
"მინდა უკრაინაში ხალხმა იცოდეს, რომ მე არ ვიცნობ რუსეთში არცერთ ადამიანს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, ვისაც სიამოვნებს ის, რაც ახლა ხდება“, - თქვა სიმონიანმა.
მან უკრაინის დაბომბვაში პასუხისმგებლობა უკრაინის სახელმწიფოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს დააკისრა და მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
”ეს არსებები, პირველ რიგში, ზელენსკი, თქვენი ფსევდო პრეზიდენტი, გვაიძულებდნენ ამის გაკეთებას. დამიჯერეთ, ჩვენ არ გვინდოდა და არ გვინდა, არ მოგვწონს ეს ყველაფერი...“ - ამბობს მარგარიტა.
მან მოუწოდა უკრაინელებს, შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბირთვული იარაღით დაემუქრა.
შეგახსენებთ, ადრე სიმონიანმა ღიად განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ომი გააჩაღა უკრაინის ტერიტორიის შემცირების მიზნით. სიმონიანის თქმით, უკრაინას "უხამსად ფართო ტერიტორია“ აქვს.