პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი..." - მურმან დუმბაძე
"მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი..." - მურმან დუმბაძე

პო­ლი­ტი­კოს­მა მურ­მან დუმ­ბა­ძემ, "ვახო ხუზ­მი­აშ­ვი­ლის თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი არ მო­უკ­ლავთ და ის უბ­რა­ლოდ, ჯა­ლათს გა­ექ­ცა და გა­ი­ყი­ნა. დუმ­ბა­ძის თქმით, ის გულ­შე­მატ­კივ­რობ­და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დე­დას, ირი­ნა ენუ­ქი­ძეს, მაგ­რამ მისი აზ­რით, სუფ­რა­ზე, რო­მელ­ზეც კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლი მო­რა­ლუ­რად მარ­თა­ლი არ იყო...

მურ­მან დუმ­ბა­ძე:

- ირი­ნა ენუ­ქი­ძეს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად გირ­გვლი­ა­ნი არ იყო იმ სუფ­რას­თან მარ­თა­ლი, სა­დაც ეს და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. ჩემ­თან ზის ადა­მი­ა­ნი, მე და თქვენ ვსხედ­ვართ, მე­სა­მე პი­როვ­ნე­ბა მო­დის და გვე­რე­ვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რა წე­სია, მო­რა­ლუ­რად ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- უნდა მოკ­ლან ამის გამო?

- გირ­გვლი­ა­ნი არ არის მოკ­ლუ­ლი, ჩვენ ვერ მო­ვი­ტანთ რა­ი­მე დო­კუ­მენტს. მო­რა­ლუ­რად გირ­გვლი­ა­ნი იმ ბი­ჭებ­თან მარ­თა­ლი არ იყო, ისი­ნი მო­რა­ლუ­რად მარ­თლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, უნდა და­ი­ჭი­რო, მაგ­რამ ამ და­ჭე­რამ­დე საქ­მის წა­მო­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი გირ­გვლი­ა­ნია, ამას ამ­ბობს მე­ო­რე მხა­რე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი გირ­გვლი­ან­ზე ამ­ბობს, რომ და­უსხლტა გირ­გვლი­ა­ნი, გა­იქ­ცა, გა­და­ვარ­და, გა­და­ი­ჩე­ხა, გა­ი­ყი­ნა სუს­ხი­ან ტყე­ში და გარ­და­იც­ვა­ლა. ის არ მო­უკ­ლავთ, მკვლე­ლო­ბა არ არის არც და­ნით, არც ია­რა­ღით, მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი არ არის ჩა­დე­ნი­ლი. ასე თქვა მო­სა­მარ­თლე მუ­რუ­სი­ძემ, 2006-ში ის იყო ამ საქ­მის გამ­რჩე­ვი...

  • შე­გახ­სე­ნებთ, 2006 წლის 28 იან­ვარს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე მოკ­ლეს. ყვე­ლა­ფე­რი კი "შარ­დენ­ბარ­ში" და­ი­წყო, ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შსს-ს იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ყა­ია და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი გახ­დნენ. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ნა­წა­მე­ბი და გარ­დაც­ვლი­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი მის­მა მე­გობ­რებ­მა 28 იან­ვარს იპო­ვეს. შსს-მ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა ე.წ. სვა­ნურ გარ­ჩე­ვებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

"გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს“ მოჰ­ყვა უამ­რა­ვი აქ­ცია და პრო­ტეს­ტი. ეს იყო პირ­ვე­ლი საქ­მე, რო­მელ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­არ­ყია...

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
"ვაი შენს პატრონს"
0

დღეს აღარ გიხმება "მარჯვენა "თუ "მარცხენა" ხელი შე არაკაცო, მიშას რომ "უპრავებ" სიცოცხლეს?. 

მაკა
6

გირგვლიანს თავში ჰქონდა ავარდნილი, ყველგან არ გაუვიდოდა და არც გაუვიდა. ანგარიშწორების ფირმა არ იყო სწორი. გამოიყვანეს უფრთო ანგელოზი

ავტორი:

"მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი..." - მურმან დუმბაძე

"მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი..." - მურმან დუმბაძე

პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ, "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და ის უბრალოდ, ჯალათს გაექცა და გაიყინა. დუმბაძის თქმით, ის გულშემატკივრობდა სანდრო გირგვლიანის დედას, ირინა ენუქიძეს, მაგრამ მისი აზრით, სუფრაზე, რომელზეც კონფლიქტი მოხდა, გარდაცვლილი მორალურად მართალი არ იყო...

მურმან დუმბაძე:

- ირინა ენუქიძეს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. ჩემთან ზის ადამიანი, მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ.

- უნდა მოკლან ამის გამო?

- გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე. ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი. ასე თქვა მოსამართლე მურუსიძემ, 2006-ში ის იყო ამ საქმის გამრჩევი...

  • შეგახსენებთ, 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს. ყველაფერი კი "შარდენბარში" დაიწყო, ინციდენტის მონაწილეები შსს-ს იმჟამინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი თანმხლები პირები გახდნენ. მომხდარის შემდეგ, ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს. შსს-მ თავდაპირველად განაცხადა, რომ მკვლელობა ე.წ. სვანურ გარჩევებს უკავშირდებოდა.

"გირგვლიანის საქმეს“ მოჰყვა უამრავი აქცია და პროტესტი. ეს იყო პირველი საქმე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა მნიშვნელოვნად შეარყია...