ახალი წლის სამზადისი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. ყველას სურვილია მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს ისეთი საჩუქრები შეურჩიოს, რომელიც პრაქტიკული, ორიგინალური და სამახსოვრო იქნება. ასეთი ნივთის შერჩევა დაგვეთანხმებით არც თუ ისე მარტივია და ბევრ ფიქრს და დროის ხარჯვას მოითხოვს. ამიტომ გთავაზობთ რჩევებს მსოფლიოში ცნობილი ტექნიკის და აქსესუარების ბრენდისგან - Logitech-ი, თუ როგორ შეარჩიოთ საუკეთესო საჩუქრები მარტივად ადამიანების ცხოვრების სტილის მიხედვით.
თუ საჩუქრის შერჩევისას თქვენი სამიზნე 20-დან 30 წლამდე ქალია, ვისთვისაც სტილი, თანამედროვეობა და ტრენდულობა მნიშვნელოვანია, გირჩევთ თანამედროვე, კომპაქტურ, ჩუმ, უკაბელო და რაც მთავარია ძალიან ელეგანტურ მაუსს - Logitech Pebble M350-ი. რომელიც წარმოდგენილია 5 შთამბეჭდავ ფერში: გრაფიტი, ვარდისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი ლურჯი და ევკალიპტის მწვანე.
Logitech Pebble M350 პორტატული მაუსია, რომელიც საიმედო კომპანიონია ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდეთ. ადვილად თავსდება ჯიბეში ან ჩანთაში და კომფორტულია ხელში დასაჭერად. მაუსის მექანიზმი სრულიად ჩუმია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ უხმაუროდ, სხვების შეწუხების გარეშე ღამის საათებშიც კი.
Logitech Pebble M350 შექმნილია თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ეფექტურად უმკლავდება დატვირთულ გრაფიკს და ოპტიმალურად ერგება სამუშაო სივრცეს.
მაუსის კომფორტული ფორმა ულტრა კომპაქტურია და შეესაბამება ხელისგულის ფორმას. მისი რბილი კონტურები და მომრგვალებული კიდეები მაუსის გამოყენებას ძალიან მოსახერხებელს ხდის.
Logitech Pebble M350-ის სიჩქარე და სიზუსტე ყოველთვის უნაკლოა, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ზედაპირს იყენებთ - ეს იქნება მაგიდა თქვენს საყვარელ კაფეში თუ საწოლის გადასაფარებელი.
მაუსის ბატარეის ხანგრძლივობა 18 თვეა. გამოუყენებლობის დროს ავტომატურად გადადის ენერგიის დაზოგვის, ძილის რეჟიმში რაც ბატარეის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. კომპლექტაციას მოჰყვება ორიგინალი ბატარეა.
მაუსი მარტივად უკავშირდება კომპიუტერს, ლეპტოპს ან ტაბლეტს Bluetooth®-ის ან USB მიმღების საშუალებით. მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემებია Windows®, macOS, Chrome OS™ და iPadOS.
მაუსის შეძენა შესაძლებელია Logitech-ის პარტნიორ მაღაზიებში: Elit Electronics, ISpace
თუ თქვენი სამიზნე ქალბატონთან ერთად ტრენდული, საქმიანი და დახვეწილი სტილის მქონე მამაკაციც არის, გირჩევთ შეარჩიოთ Logitech-ის უახლესი კლავიატურა K380 Slim Multi-Device-ი. კლავიატურა კომპაქტური, თანამედროვე და მობილურია. ადვილად თავსდება ჩანთაში, უმკლავდება ნებისმიერ ამოცანას, ნებისმიერ ვითარებაში - სახლში, გზაზე თუ თქვენს საყვარელ კაფეში.
Logitech K380 Slim Multi-Device - კომპაქტური, თანამედროვე, მრავალფუნქციური კლავიატურაა, რომელიც საუკეთესო არჩევანია კომფორტული სამუშაო ადგილისთვის. ულტრა თხელი პროფილით შექმნილი სმარტ მოწყობილობა შესანიშნავად მუშაობს კომპიუტერზე, სმარტფონზე, ტაბლეტზე და სხვა გაჯეტებზე. ის საუკეთესო კომპანიონია ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად.
Logitech K380 Slim Multi-Device თავსებადია ყველა ტიპის მოწყობილობასთან და OC-თან. ის უერთდება ყველა Bluetooth უკაბელო მოწყობილობას, რომელსაც აქვს კლავიატურების მხარდაჭერა და თავსებადია Windows®, Mac, Chrome OS™, Android™, iOS და Apple TV-სთანაც კი.
ახალი მოდელი საშუალებას გაძლევთ ერთდროულად დაუკავშიროთ სამამდე მოწყობილობა და სწრაფად გადაერთოთ ერთი გაჯეტიდან მეორეზე. კლავიატურას ახლავს კლავიშების ავტომატური რუკა, მალსახმობები სწრაფი შესრულებისთვის და ნაცნობი განლაგება.
კლავიატურის კლავიშების ფორმა შექმნილია მოწყობილობის მცირე ზომის შესაფერისად. კომპაქტური დიზაინი საშუალებას გაძლევთ მაუსი უფრო ახლოს მოათავსოთ რაც უფრო კომფორტულია და მუშაობის დროს სხეულის სწორ პოზიციას შეგინარჩუნებთ. კლავიშები შეესაბამება თქვენი თითის ბალიშების ფორმას და მოქმედებს სწრაფად და თითქმის უხმაუროდ.
Logitech K380 Slim Multi-Device ხელმისაწვდომია ხუთ ფერში: კრემისფერი, ნაცრისფერი-ლურჯი, ვარდისფერი, გრაფიტი და ევკალიპტის მწვანე. კლავიატურის ბატარეის ხანგრძლივობაა 2 წელი. კომპლექტაციაში შედის ორი ბატარეა.
Logitech K380-ის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიებში: ISpace, Elit Electronics.
R