სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შტორმი და ძლიერი ყინვა აშშ-სა და კანადაში - გადაიდო ფრენები, ჩაიკეტა გზები, გარდაიცვალა ათობით ადამიანი (ფოტოები)
შტორმი და ძლიერი ყინვა აშშ-სა და კანადაში - გადაიდო ფრენები, ჩაიკეტა გზები, გარდაიცვალა ათობით ადამიანი (ფოტოები)

აშშ-სა და კა­ნა­და­ში ძლი­ერ ყინ­ვას და შტორმს მი­ნი­მუმ 38 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს. ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყინ­ვის შე­დე­გად 34 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა, რად­გან არი­ან და­კარ­გუ­ლე­ბი და ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყინ­ვის დროს გა­რეთ აღ­მოჩ­ნდნენ და ჯერ­ჯე­რო­ბით, მათ ვერ მი­აკ­ვლი­ეს.

ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ნიუ-იორ­კის შტა­ტის ქა­ლა­ქი ბუ­ფა­ლო და­ზა­რალ­და. 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა კა­ნა­და­ში, რო­დე­საც ავ­ტო­ბუ­სი ქა­ლაქ მე­რიტ­თან მოყი­ნულ გზა­ზე გა­დატ­რი­ალ­და.

აშშ-სა და კა­ნა­და­ში შტორ­მის გამო 1.7 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­დგე­ნა სტა­ბი­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს რი­ცხვი ამ დრო­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით, 200 000-მდე შემ­ცირ­და.

უა­მინ­დო­ბის გამო ათა­სო­ბით ფრე­ნა გა­უქ­მდა, რის გა­მოც ბევ­რმა ადა­მი­ან­მა შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ოჯახ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. გარ­თუ­ლე­ბუ­ლია სახ­მე­ლე­თო გა­და­ად­გი­ლე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გას­ცე­მენ შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩე­ვენ, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ცნო­ბით, ყინ­ვა მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა.

ნიუ იორ­კის შტატ­ში ყი­ნუ­ლით და­ფა­რუ­ლი რეს­ტო­რა­ნი "ჰამ­ბურ­გი"
კა­ნა­და

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
7

 როგორი ,,მოუმზდებელი" დახვდა შტატები ზამთარს! სასწრაფოდ უნდა გადააყენონ პრეზიდენტი და მთელი სენატ-კონგრესი და ჩვენი ,უფლებადამცველები" და ,,ექსპერტები"მიავლინონ!😏

 სერიოზულად კი: მშვიდობა ჰქონდეს ყველას,ჩვენ,უპირველესად!

ფიფქები
8

ეგ იმიტო ხდება პუტინს და რუსეთს რო ებრძვიან))))))) ჯერ არ დაუწერიათ? დაწერენ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

შტორმი და ძლიერი ყინვა აშშ-სა და კანადაში - გადაიდო ფრენები, ჩაიკეტა გზები, გარდაიცვალა ათობით ადამიანი (ფოტოები)

შტორმი და ძლიერი ყინვა აშშ-სა და კანადაში - გადაიდო ფრენები, ჩაიკეტა გზები, გარდაიცვალა ათობით ადამიანი (ფოტოები)

აშშ-სა და კანადაში ძლიერ ყინვას და შტორმს მინიმუმ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ბოლო ცნობების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყინვის შედეგად 34 ადამიანია დაღუპული, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან არიან დაკარგულები და ისეთი ადამიანები, რომლებიც ყინვის დროს გარეთ აღმოჩნდნენ და ჯერჯერობით, მათ ვერ მიაკვლიეს.

ქვეყანაში ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატის ქალაქი ბუფალო დაზარალდა. 4 ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი ქალაქ მერიტთან მოყინულ გზაზე გადატრიალდა.

აშშ-სა და კანადაში შტორმის გამო 1.7 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, თუმცა ელექტროენერგიის აღდგენა სტაბილურად მიმდინარეობს და ეს რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით, 200 000-მდე შემცირდა.

უამინდობის გამო ათასობით ფრენა გაუქმდა, რის გამოც ბევრმა ადამიანმა შობის დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარება ვერ მოახერხა. გართულებულია სახმელეთო გადაადგილება და სპეციალისტები გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

სინოპტიკოსების ცნობით, ყინვა მთელი კვირის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება.

ნიუ იორკის შტატში ყინულით დაფარული რესტორანი "ჰამბურგი"
კანადა