"თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ", - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, დღეს აბსოლუტურად რეალურია ეს მოხდეს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, „მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მხრიდან შეწყალება სჭირდება“.
მეუფე ნიკოლოზი ნიკოლოზი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა მიიღოს და თუ ეს საქართველოში ვერ ხერხდება, მაშინ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ.
"ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს, თუ ეს აქ ამ ქვეყანაში არ ხერხდება, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს უცხოეთში. ერთია ციხეში ჯდომა და მეორეა, რომ ეს ადამიანი ციხეში არ უნდა მოკვდეს, ამიტომ ყველას, ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველას მოწყალებისკენ მოვუწოდებ.
თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს აბსოლუტურად რეალურია, რადგან მას ჩვენი მხრიდან შეწყალება სჭირდება, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.