ახალი წელი ახლოვდება. ამ დღეს ყველა ცდილობს განსაკუთრებულად შეხვდეს. განათებულ ქუჩებსა და შენობებს კიდევ უფრო მეტად მოაქვთ სადღესასწაულო განწყობა.
ახალი წლისთვის გაანათეს ზუგდიდში, დადიანების ისტორიული სასახლეც, რომლის ფოტოებს "ფეისბუქში" სასახლის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ.
"საზეიმოდ მორთული და განათებული "დედოფლისეული" სასახლე" - წერენ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.