მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კადიროვი მკვლელია, ისინი კი მისი ვაჟის დაბადების დღეზე წავიდნენ" - რატომ დადიან UFC-ის მებრძოლები კადიროვის შვილის დაბადების დღეზე
"კადიროვი მკვლელია, ისინი კი მისი ვაჟის დაბადების დღეზე წავიდნენ" - რატომ დადიან UFC-ის მებრძოლები კადიროვის შვილის დაბადების დღეზე

UFC-ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მებ­რძო­ლი და მა­შინ ჯერ კი­დევ ჩემ­პი­ო­ნი კა­მა­რუ უს­მა­ნი 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­ვი­და. მკი­თხვე­ლი იფიქ­რებს, ალ­ბათ სე­მი­ნარს ჩა­ა­ტა­რებ­და, ან თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რებ­და ახალ­გაზ­რდა მებ­რძო­ლებს, თუ რო­გორ უნდა მოხ­ვდნენ UFC-ში, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ უს­მა­ნის ჩეჩ­ნეთ­ში ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის უც­რო­სი შვი­ლის­თვის, ადამ კა­დი­რო­ვის­თვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა იყო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბო­და, სა­დაც სტუმ­რებს თეფ­შზე თითო ბურ­გე­რი ედოთ. დიქ­ტა­ტორ­მა შვილს და­ბა­დე­ბის დღე­ზე UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი ჩა­უყ­ვა­ნა.

2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში კი, უს­მან­თან ერ­თად, ადა­მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჯას­ტინ გე­ი­ჯი და UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი ორ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ჰენ­რი სეჰუ­დო ჩა­ვიდ­ნენ.

ამ­ჯე­რად და­ბა­დე­ბის დღის კად­რე­ბი არ გავ­რცელ­და, თუმ­ცა მებ­რძო­ლე­ბი რუ­სუ­ლი სპეც­რაზ­მის უნი­ვერ­სი­ტეტს ეწ­ვივ­ნენ და პო­ლი­გონ­ზე სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი­დან ის­რო­ლეს. ცნო­ბის­თვის, ეს ის გა­და­სამ­ზა­დე­ბე­ლი პუნ­ქტია, სა­დაც ოკუ­პან­ტებს უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლამ­დე ამ­ზა­დე­ბენ.

ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ველ­მა ვი­დე­ო­ებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი მებ­რძო­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებ­და. ჯას­ტინ გე­იჯს მარ­თლე­ბაც კი მო­უ­წია.

  • "რამ­ზან კა­დი­როვს არ შევ­ხვედ­რი­ვარ, სა­ბავ­შვო და­ბა­დე­ბის დღე­ზე სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი“, - თავი იმარ­თლა გე­ი­ჯიმ.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ასე­ვე, მიწ­ვე­უ­ლი იყო კი­დევ ერთი მებ­რძო­ლი შონ ო’მალი, რო­მელ­მაც წას­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

"მე ვი­კი­თხე, ვის გამო ეწყო­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და როცა კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე, ვთქვი: "მკი­დია, არ წა­ვალ“.

შონ ო'მალი

  • "სეჰუ­დო და გე­ი­ჯი ჩეჩ­ნეთ­ში კა­დი­როვ­თან წა­ვიდ­ნენ, რო­მე­ლიც მკვლე­ლია, იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­გე­ბე­ლია, პუ­ტი­ნის მე­გო­ბა­რია. ის - ცუდი ადა­მი­ა­ნია. ისი­ნი მისი ვა­ჟის და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­ვიდ­ნენ და მეც იქ მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თქვენ გა­კოტ­რე­ბუ­ლი ხართ და 150 000 დო­ლარს მხო­ლოდ იმის გამო გთა­ვა­ზო­ბენ, რომ სა­დღაც და­ბა­დე­ბის დღე­ზე წახ­ვი­დეთ. მზად ვარ დავ­ნაძ­ლევ­დე, რომ სეჰუ­დო ამა­ზე თა­ნახ­მა იყო. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის ამას 100 000 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ და­თან­ხმდა“, - გა­ნა­ცხა­და ო’მა­ლიმ.

ზო­გა­დად, დიქ­ტა­ტო­რის მსგავ­სად, მისი შვი­ლე­ბი ელი და ადა­მიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სპორ­ტში. ადა­მი მოკ­რი­ვეა, თუმ­ცა გა­სულ წელს დიდ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ერთ-ერთი ბრძო­ლის დროს, რო­დე­საც მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ადამს რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა, მსაჯ­მა ბრძო­ლა გა­ა­ჩე­რა და გა­მარ­ჯვე­ბა კა­დი­როვს მის­ცა. პუბ­ლი­კა, კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი, თა­ვად ადა­მიც შოკ­ში იყ­ვნენ. თუმ­ცა...

ბოლო დროს კა­დი­რო­ვე­ბი ცნო­ბილ ჩე­ჩენ მებ­რძოლ­თან, ხამ­ზატ ჩი­მა­ევ­თან ვარ­ჯი­შო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს ელი, რო­მე­ლიც დუ­ბა­ი­ში იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად, საბ­რძო­ლო ბა­ნა­კი გა­ი­ა­რა. "ინ­სტაგ­რამ­ზე", ჩი­მა­ე­ვის გვერ­დზე, მისი და ელის არა­ერთ ფო­ტოს ნა­ხავთ.

ასე­ვე, ხამ­ზა­ტის პოს­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ შვე­დუ­რი Allstar-ი, სა­დაც ასე­ვე, გუ­რამ ქუ­თა­თე­ლა­ძე ვარ­ჯი­შობს, დუ­ბა­ი­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი გუნ­დი იქ იყო. მსგავ­სი ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­შე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნალ მებ­რძო­ლებ­თან ხში­რი ერ­თობ­ლი­ვი სპა­რინ­გე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, ჩნდე­ბო­და ეჭვი, რომ კა­დი­რო­ვე­ბი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის და­წყე­ბას აპი­რებ­დნენ.

ასეც მოხ­და, ACA 150-ზე, ელი კა­დი­რო­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი დე­ბი­უ­ტი შედ­გა. ელიმ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პირ­ვე­ლი­ვე რა­უნდში და­ა­მარ­ცხა. მის კუ­თხე­ში კი ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი იყო. სხვა­თა­შო­რის, ACA (Absolute Championship Akhmat) რამ­ზან კა­დი­რო­ვის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანი
8

ნაცებო,ვერ ეღირსებით,ღარიბაშვილი გადადგეს და ვაშაძე დადგეს????

ნუ ბლოკავთ
12

ინატრეთ კიდევ რუსეთის დაშლა, ჩვენ მარტო ჩეჩნები გადაგვივლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"კადიროვი მკვლელია, ისინი კი მისი ვაჟის დაბადების დღეზე წავიდნენ" - რატომ დადიან UFC-ის მებრძოლები კადიროვის შვილის დაბადების დღეზე

"კადიროვი მკვლელია, ისინი კი მისი ვაჟის დაბადების დღეზე წავიდნენ" - რატომ დადიან UFC-ის მებრძოლები კადიროვის შვილის დაბადების დღეზე

UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და მაშინ ჯერ კიდევ ჩემპიონი კამარუ უსმანი 2021 წლის ნოემბერში ჩეჩნეთში ჩავიდა. მკითხველი იფიქრებს, ალბათ სემინარს ჩაატარებდა, ან თავის გამოცდილებას გაუზიარებდა ახალგაზრდა მებრძოლებს, თუ როგორ უნდა მოხვდნენ UFC-ში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უსმანის ჩეჩნეთში ვიზიტის მიზანი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უცროსი შვილისთვის, ადამ კადიროვისთვის დაბადების დღის მილოცვა იყო.

სოციალურ ქსელში დაბადების დღეზე გადაღებული კადრები ვრცელდებოდა, სადაც სტუმრებს თეფშზე თითო ბურგერი ედოთ. დიქტატორმა შვილს დაბადების დღეზე UFC-ის ჩემპიონი ჩაუყვანა.

2022 წლის ნოემბერში კი, უსმანთან ერთად, ადამის დაბადების დღეზე ჯასტინ გეიჯი და UFC-ის ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში ჰენრი სეჰუდო ჩავიდნენ.

ამჯერად დაბადების დღის კადრები არ გავრცელდა, თუმცა მებრძოლები რუსული სპეცრაზმის უნივერსიტეტს ეწვივნენ და პოლიგონზე სხვადასხვა იარაღიდან ისროლეს. ცნობისთვის, ეს ის გადასამზადებელი პუნქტია, სადაც ოკუპანტებს უკრაინაში წასვლამდე ამზადებენ.

ამ ფაქტის ამსახველმა ვიდეოებმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. გულშემატკივრების დიდი ნაწილი მებრძოლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. ჯასტინ გეიჯს მართლებაც კი მოუწია.

  • "რამზან კადიროვს არ შევხვედრივარ, საბავშვო დაბადების დღეზე სტუმარი ვიყავი“, - თავი იმართლა გეიჯიმ.

დაბადების დღეზე, ასევე, მიწვეული იყო კიდევ ერთი მებრძოლი შონ ო’მალი, რომელმაც წასვლაზე უარი განაცხადა.

"მე ვიკითხე, ვის გამო ეწყობა ეს ყველაფერი და როცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე, ვთქვი: "მკიდია, არ წავალ“.

შონ ო'მალი

  • "სეჰუდო და გეიჯი ჩეჩნეთში კადიროვთან წავიდნენ, რომელიც მკვლელია, იქაური სიტუაციის გამგებელია, პუტინის მეგობარია. ის - ცუდი ადამიანია. ისინი მისი ვაჟის დაბადების დღეზე წავიდნენ და მეც იქ მეპატიჟებოდნენ. წარმოიდგინეთ, თქვენ გაკოტრებული ხართ და 150 000 დოლარს მხოლოდ იმის გამო გთავაზობენ, რომ სადღაც დაბადების დღეზე წახვიდეთ. მზად ვარ დავნაძლევდე, რომ სეჰუდო ამაზე თანახმა იყო. დიდი ალბათობით, ის ამას 100 000 დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა“, - განაცხადა ო’მალიმ.

ზოგადად, დიქტატორის მსგავსად, მისი შვილები ელი და ადამიც აქტიურად არიან ჩართული სპორტში. ადამი მოკრივეა, თუმცა გასულ წელს დიდ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, როდესაც მოწინააღმდეგემ ადამს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, მსაჯმა ბრძოლა გააჩერა და გამარჯვება კადიროვს მისცა. პუბლიკა, კომენტატორები, თავად ადამიც შოკში იყვნენ. თუმცა...

ბოლო დროს კადიროვები ცნობილ ჩეჩენ მებრძოლთან, ხამზატ ჩიმაევთან ვარჯიშობენ. განსაკუთრებით აქტიურობს ელი, რომელიც დუბაიში იყო და ფაქტობრივად, საბრძოლო ბანაკი გაიარა. "ინსტაგრამზე", ჩიმაევის გვერდზე, მისი და ელის არაერთ ფოტოს ნახავთ.

ასევე, ხამზატის პოსტებიდან ირკვევა, რომ შვედური Allstar-ი, სადაც ასევე, გურამ ქუთათელაძე ვარჯიშობს, დუბაიში იმყოფებოდა. ფაქტობრივად, მთელი გუნდი იქ იყო. მსგავსი ინტენსიური ვარჯიშებისა და პროფესიონალ მებრძოლებთან ხშირი ერთობლივი სპარინგების კადრების გავრცელებით, ჩნდებოდა ეჭვი, რომ კადიროვები სპორტული კარიერის დაწყებას აპირებდნენ.

ასეც მოხდა, ACA 150-ზე, ელი კადიროვის პროფესიული დებიუტი შედგა. ელიმ მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში დაამარცხა. მის კუთხეში კი ხამზატ ჩიმაევი იყო. სხვათაშორის, ACA (Absolute Championship Akhmat) რამზან კადიროვის ოჯახთან დაახლოებული პირების ორგანიზაციაა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე