სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ერთ "კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა - ჩვენ დავინახავთ მის ნათებას თავშესაფარშიც" - ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა
"არც ერთ "კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა - ჩვენ დავინახავთ მის ნათებას თავშესაფარშიც" - ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა

"სამ­წუ­ხა­როდ, წელს ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს მწა­რე გემო აქვს - გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი გა­ვი­ა­რეთ, გა­ვიხ­სე­ნოთ აზოვსტა­ლი, ირ­პი­ნი, ბუჩა, კრა­მა­ტორსკი, კუნ­ძუ­ლი ზმე­ი­ნი, ჩორ­ნო­ბა­ივ­კა, იზი­უ­მი, ხერ­სო­ნი", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სა­შო­ბაო მი­ლოც­ვი­სას გა­ნა­ცხა­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, წელს ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს მწა­რე გემო აქვს. შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად ვიგ­რძნოთ შო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სული. სა­ო­ჯა­ხო სუფ­რა­ზე ვახ­შა­მი შე­იძ­ლე­ბა ისე­თი გემ­რი­ე­ლი და თბი­ლი არ იყოს, ირ­გვლივ შე­იძ­ლე­ბა ცა­რი­ე­ლი სკა­მე­ბი იყოს. ჩვე­ნი სახ­ლე­ბი და ქუ­ჩე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ისე­თი ნა­თე­ლი და სა­შო­ბაო ზა­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა არც ისე ხმა­მაღ­ლა და შთა­მა­გო­ნებ­ლად და­ირ­ე­კოს სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის ხმის, ან კი­დევ უფრო უა­რე­სი - სრო­ლე­ბი­სა და აფეთ­ქე­ბე­ბის გამო“, - აცხა­დებს ზე­ლენ­სკი.

  • მისი თქმით, ბო­რო­ტე­ბის ია­რა­ღი არ არის ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გორც ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ჯავ­შა­ნი.

"ბო­რო­ტე­ბას არ აქვს იმა­ზე ძლი­ე­რი ია­რა­ღი, ვიდ­რე ღვთის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ჯავ­შა­ნია. ბო­რო­ტე­ბა უტევს ამ ჯავ­შანს, რო­გორც ქვის კე­დელს. ეს არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს. ომის და­სა­წყის­ში გა­ვუ­ძე­ლით. გა­და­ვი­ტა­ნეთ თავ­დას­ხმე­ბი, მუ­ქა­რე­ბი, ბირ­თვუ­ლი შან­ტა­ჟი, ტე­რო­რი, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი. მო­დით, გა­ვუძ­ლოთ ამ ზამ­თარს, რად­გან ვი­ცით, რის­თვის ვიბ­რძვით“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

  • მისი თქმით, სჯე­რა, რომ ცრემ­ლებს სი­ხა­რუ­ლი ჩა­ა­ნაც­ვლებს, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბას - იმე­დი და სიკ­ვდილს სი­ცო­ცხლე და­ა­მარ­ცხებს.

"დღეს და ყვე­ლა მო­მა­ვალ ზამ­თრის არ­და­დე­გებს რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ვხვდე­ბით. დღეს ვი­ღაც იხი­ლავს ცაში პირ­ველ ვარ­სკვლავს ბახ­მუ­ტის, რუ­ბი­ჟნო­ე­სა და კრე­მი­ნას თავ­ზე. ვი­ღაც მას სა­კუ­თა­რი სახ­ლის ნა­ტყვი­ა­რი­დან და­ი­ნა­ხავს. ვი­ღაც სხვი­სი სახ­ლე­ბი­დან, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცეს უკ­რა­ი­ნე­ლებს. ვი­ღაც Shchedryk-ს სხვა ენა­ზე მო­ის­მენს - ვარ­შა­ვა­ში, ბერ­ლინ­ში, ლონ­დონ­ში, ნიუ-იორკში, ტო­რონ­ტო­ში და ბევრ სხვა ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნა­ში, ვი­ღაც ტყვე­ო­ბა­ში შეხ­ვდე­ბა შო­ბას, მაგ­რამ ახ­სოვ­დეს ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ კაც­სა და ქალს, რომ და­ვუბ­რუ­ნებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას “, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ბრძო­ლა შე­უ­ჩე­რებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და მას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მსგავ­სად ავა­რი­უ­ლი გა­მორ­თვა არ ემუქ­რე­ბა.

"გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი გა­ვი­ა­რეთ. გა­ვიხ­სე­ნოთ აზოვსტა­ლი, ირ­პი­ნი, ბუჩა, კრა­მა­ტორსკი, კუნ­ძუ­ლი ზმე­ი­ნი, ჩორ­ნო­ბა­ივ­კა, იზი­უ­მი, ხერ­სო­ნი. არც ერთ "კა­მი­კა­ძე“ დრონს არ ძა­ლუძს შო­ბის გან­თი­ა­დის ჩაქ­რო­ბა. ჩვენ და­ვი­ნა­ხავთ მის ნა­თე­ბას მი­წის­ქვე­შაც კი ბომ­ბე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში. გუ­ლებს სით­ბო­თი და შუ­ქით ავივ­სებთ. ვერც ერთი "კინ­ჟა­ლის“ რა­კე­ტა ვერ და­ა­ზი­ა­ნებს მას. ჩვე­ნი ბრძო­ლა შე­უ­ჩე­რებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. მას არ ემუქ­რე­ბა და­გეგ­მი­ლი ან ავა­რი­უ­ლი გა­მორ­თვა“, - აცხა­დებს ზე­ლენ­სკი.

  • მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ბევ­რი მწა­რე ამ­ბა­ვი გა­ნი­ცა­დეს და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღე­ბენ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბებს.

"ჩვენ ვიმ­ღე­რებთ სა­შო­ბაო სიმ­ღე­რებს - უფრო მხი­ა­რუ­ლად, ვიდ­რე ოდეს­მე - უფრო ხმა­მაღ­ლა, ვიდ­რე გე­ნე­რა­ტო­რის ხმაა. ტო­ტა­ლურ სიბ­ნე­ლე­შიც კი, ვი­პო­ვით ერ­თმა­ნეთს იმის­თვის, რომ მაგ­რად ჩა­ვე­ხუ­ტოთ და თუ გათ­ბო­ბა არ იქ­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთს ჩა­ხუ­ტე­ბით გა­ვათ­ბობთ. აღ­ვნიშ­ნავთ ჩვენს დღე­სას­წა­უ­ლებს, რო­გორც ყო­ველ­თვის, გა­ვი­ღი­მებთ და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, რო­გორც ყო­ველ­თვის. გან­სხვა­ვე­ბა ერ­თია. ჩვენ არ და­ვე­ლო­დე­ბით სას­წა­ულს, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვენ თვი­თონ ვქმნით მას“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
0

ვოლოდიმირ, "patriot" პირველი გასროლა არ გამომაპაროთ....

წინ უკრაინა
0

რუსეთის მოყვარე ქართველებს ქუჩაში რომ ვცნობდეთ კარგი იქნებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არც ერთ "კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა - ჩვენ დავინახავთ მის ნათებას თავშესაფარშიც" - ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა

"არც ერთ "კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა - ჩვენ დავინახავთ მის ნათებას თავშესაფარშიც" - ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა

"სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს - გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ, გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს. შეიძლება სხვაგვარად ვიგრძნოთ შობის ტრადიციული სული. საოჯახო სუფრაზე ვახშამი შეიძლება ისეთი გემრიელი და თბილი არ იყოს, ირგვლივ შეიძლება ცარიელი სკამები იყოს. ჩვენი სახლები და ქუჩები შეიძლება არ იყოს ისეთი ნათელი და საშობაო ზარები შეიძლება არც ისე ხმამაღლა და შთამაგონებლად დაირეკოს საჰაერო განგაშის ხმის, ან კიდევ უფრო უარესი - სროლებისა და აფეთქებების გამო“, - აცხადებს ზელენსკი.

  • მისი თქმით, ბოროტების იარაღი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ღვთისგან ბოძებული ჯავშანი.

"ბოროტებას არ აქვს იმაზე ძლიერი იარაღი, ვიდრე ღვთის მიერ ბოძებული ჯავშანია. ბოროტება უტევს ამ ჯავშანს, როგორც ქვის კედელს. ეს არაერთხელ გვინახავს. ომის დასაწყისში გავუძელით. გადავიტანეთ თავდასხმები, მუქარები, ბირთვული შანტაჟი, ტერორი, სარაკეტო დარტყმები. მოდით, გავუძლოთ ამ ზამთარს, რადგან ვიცით, რისთვის ვიბრძვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • მისი თქმით, სჯერა, რომ ცრემლებს სიხარული ჩაანაცვლებს, სასოწარკვეთილებას - იმედი და სიკვდილს სიცოცხლე დაამარცხებს.

"დღეს და ყველა მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. დღეს ვიღაც იხილავს ცაში პირველ ვარსკვლავს ბახმუტის, რუბიჟნოესა და კრემინას თავზე. ვიღაც მას საკუთარი სახლის ნატყვიარიდან დაინახავს. ვიღაც სხვისი სახლებიდან, იმ ადამიანების სახლებიდან, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც Shchedryk-ს სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა და ქვეყანაში, ვიღაც ტყვეობაში შეხვდება შობას, მაგრამ ახსოვდეს ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, რომ დავუბრუნებთ თავისუფლებას “, - განაცხადა ზელენსკიმ.

  • მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლა შეუჩერებლად გაგრძელდება და მას ელექტროენერგიის მსგავსად ავარიული გამორთვა არ ემუქრება.

"გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ. გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი. არც ერთ "კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა. ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი ბომბების თავშესაფარში. გულებს სითბოთი და შუქით ავივსებთ. ვერც ერთი "კინჟალის“ რაკეტა ვერ დააზიანებს მას. ჩვენი ბრძოლა შეუჩერებლად გაგრძელდება. მას არ ემუქრება დაგეგმილი ან ავარიული გამორთვა“, - აცხადებს ზელენსკი.

  • მისი თქმით, უკრაინელებმა ბევრი მწარე ამბავი განიცადეს და დამსახურებულად მიიღებენ სასიხარულო ამბებს.

"ჩვენ ვიმღერებთ საშობაო სიმღერებს - უფრო მხიარულად, ვიდრე ოდესმე - უფრო ხმამაღლა, ვიდრე გენერატორის ხმაა. ტოტალურ სიბნელეშიც კი, ვიპოვით ერთმანეთს იმისთვის, რომ მაგრად ჩავეხუტოთ და თუ გათბობა არ იქნება, ერთმანეთს ჩახუტებით გავათბობთ. აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს, როგორც ყოველთვის, გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.