მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ "იჭედება" თბილისი და რა გეგმა აქვს მერიას საცობების განსატვირთად - ინტერვიუ ვიქტორ წილოსანთან
რატომ "იჭედება" თბილისი და რა გეგმა აქვს მერიას საცობების განსატვირთად - ინტერვიუ ვიქტორ წილოსანთან

დე­და­ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ურ­თუ­ლე­სი რე­ლი­ე­ფის ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს, ბოლო დროს ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მის­ვლა (მით უფრო, პი­კის სა­ა­თებ­ში) თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნებს სა­ცო­ბებ­ში დგო­მა დიდ­ხანს უწევთ, რაც მათ ლო­გი­კურ აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზოგი ასეც ხუმ­რობს - სა­ცობ­ში იმ­დენ ხანს გი­წევს დგო­მა, ზოგი ცო­ლის მოყ­ვა­ნა­საც ას­წრებს და გა­შო­რე­ბა­სა­ცო. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, თბი­ლი­სი და თბი­ლი­სე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან სატ­რან­სპორ­ტო პრობ­ლე­მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოგ­ვა­რე­ბას ითხო­ვენ.

დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ცო­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, სა­ცო­ბე­ბი­სა და სატ­რან­სპორ­ტო პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე AMBEBI.GE მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ ვიქ­ტორ წი­ლო­სანს ესა­უბ­რა:

- სა­ცო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა ქა­ლაქ­ში, მან­ქა­ნა­ზე მა­ღა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის არა­არ­სე­ბო­ბა. კახი კა­ლა­ძის მთა­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი შე­სა­ბა­მი­სი რე­ფორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპო­ორ­ტის გა­ნახ­ლე­ბა ( გახ­სოვთ, რა ტი­პის ტრან­სპორ­ტით დავ­დი­ო­დით) და შემ­დგო­მი, მე­ო­რე ეტა­პია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აჩ­ქა­რე­ბა. აჩ­ქა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შე­იქ­მნას დარ­ჩე­ნი­ლი 13 დე­რე­ფა­ნი - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ზო­ლე­ბი, ე.წ. „ბალსლა­ი­ნე­ბი“ და შე­უ­ერ­თდეს ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ და­ნარ­ჩენ დე­რეფ­ნებს, ანუ მი­ვი­ღოთ სრუ­ლი სი­კე­თე, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კას.

ნე­ბის­მი­ე­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ზა­ნია, რომ ერ­თის მხრივ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს არ­სე­ბუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი სივ­რცე, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია და მე­ო­რეს მხრივ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შეძ­ლოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­რე­ბა. ამის ერ­თა­დერ­თი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან ერთი 12 მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი, უხე­შად რომ ვთქვათ, მი­ნი­მუმ 60 ავ­ტო­მო­ბილს უდ­რის (გვაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­შუ­ა­ლოდ რამ­დე­ნი მგზავ­რობს ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლით და და­ახ­ლო­ე­ბით, ასე გა­მო­დის). შე­სა­ბა­მი­სად, რა ფარ­თიც შე­იძ­ლე­ბა და­ი­კა­ვოს 60-მა ავ­ტო­მო­ბილ­მა, ერ­თმა ავ­ტო­ბუს­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­იყ­ვა­ნოს, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით კომ­პაქ­ტუ­რია. ის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მხრი­და­ნაა და­წყე­ბუ­ლი, ბევ­რმა გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქა­ლაქ­მა გა­ი­ა­რა, ჩვენ არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მივ­მარ­თავთ რა­ი­მე ექ­სპე­რი­მენ­ტებს და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­ყვე­ბი­თიმ რე­ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც და­ექ­სპერ­ტე­ბუ­ლია უცხო­ე­ლი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექ­სპერ­ტე­ბის მიერ.

მტკვრის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ე­ბი - 23 დე­კემ­ბე­რი

- სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა, იქ­ნე­ბა ეს ავ­ტო­ბუ­სი, თუ მი­წის­ქვე­შა სა­შუ­ა­ლე­ბა, დატ­ვირ­თვის მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია, იქაც შე­უძ­ლე­ბე­ლია მგზავ­რო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - პი­კის სა­ა­თებ­ში. ზო­გი­ერ­თე­ბი კი გვირ­ჩე­ვენ, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­დან გად­მო­დით და ფე­ხით ია­რე­თო, მაგ­რამ არის ეს გა­მო­სა­ვა­ლი, ან შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი მი­ზა­ნი არაა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვა­ი­ძუ­ლოთ ია­რონ ფე­ხით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, ან ავ­ტო­მო­ბი­ლით. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მის­ცეს გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა აირ­ჩი­ონ, რითი სურს გა­და­ად­გი­ლე­ბა. მერ­მაც არა ერთხელ გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, მეც არა ერთ ეთერ­ში ვთქვი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 1500 ბრუ­ნის ჩა­ვარ­დნა ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პი­კურ პე­რი­ო­დებ­ში ვემ­სა­ხუ­რე­ბით იმის ნა­ხე­ვა­რი სიმ­ძლავ­რით, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბაც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ქსელს გა­აჩ­ნია.

ზუს­ტად იმი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 13 დე­რეფ­ნის შექ­მნა, რომ სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით შევ­ძლოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა და აღარ გვქონ­დეს ერ­თის მხრივ, გა­დავ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მე­ო­რეს მხრივ, არ გვქონ­დეს მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნის დრო­ე­ბი. რე­ფორ­მის პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ქსე­ლი ჩა­ვი­ბა­რეთ, სა­შუ­ა­ლო მო­ლო­დი­ნის დრო იყო 28 წუთი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით - 18 წუთი. ვიცი, ესეც ძა­ლი­ან ბევ­რია.. როცა ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩი­ვი­ან, 40 წუთი ვე­ლო­დე ავ­ტო­ბუს­სო, ეს იმი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ეს ქსე­ლი არაა სრუ­ლად შეკ­რუ­ლი და ამი­ტო­მაც ხდე­ბა შე­ფერ­ხე­ბე­ბი. გა­მო­სა­ვა­ლია სწო­რედ ის 13 კვან­ძი, სა­დაც ხდე­ბა მგზავ­რთა ძი­რი­თა­დი ნა­კა­დის გა­დაყ­ვა­ნის შე­ფერ­ხე­ბა. ამ 13 კვან­ძის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ 8 წუ­თი­ა­ნი სა­შუ­ა­ლო მო­ლო­დი­ნის დრო, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რია.

- ცნო­ბი­ლია, რომ როცა მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ძლი­ერ­დე­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა ძნელ­დე­ბა და ქუ­ჩებ­ში წარ­მო­ი­შო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უწყვე­ტი ნა­კა­დი. გა­მო­დის, ქუ­ჩის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის რე­ზერ­ვი ამო­წუ­რუ­ლია (რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბის დატ­ვირ­თვის დო­ნე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი)? გარ­და ამი­სა, ასე­თი სა­ცო­ბე­ბის დროს, იზ­რდე­ბა ქა­ლა­ქის გა­მო­ნა­ბოლ­ქვით და­ბინ­ძუ­რე­ბაც, რაც მე­ო­რე დიდი პრობ­ლე­მაა...

- დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ქუ­ჩებს აქვთ ის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რაც აქვთ. ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით, 8%-ით იზ­რდე­ბა კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ძი­რი­თად გამ­ტა­რებ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად 8%-ით უნდა გავ­ზარ­დოთ გზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ქა­ლაქ­ში მი­ვი­ღებთ სარ­თუ­ლე­ბი­ან ეს­ტა­კა­დებს, რაც ეკო­ლო­გი­უ­რად ცუ­დია, მი­ვი­ღებთ მა­ღალ გა­მო­ნა­ბოლ­ქვს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნამ ფი­ნან­სუ­რად შეძ­ლოს ამ რა­ო­დე­ნო­ბით გზე­ბის გა­კე­თე­ბა, არც კომ­პა­ნი­ე­ბის რე­სურ­სის კუ­თხი­თაა ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი - ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს იმ­დე­ნი კომ­პა­ნია, ყო­ველ­წლი­უ­რად 8%-ით გავ­ზარ­დოთ გზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. იცით, ერთი გზის გა­კე­თე­ბას რა დრო, ფი­ნან­სე­ბი და რე­სურ­სე­ბი სჭირ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის რე­ფორ­მის გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე ვართ და, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი ერ­თი­ა­ნად ვერ დას­რულ­დე­ბო­და, 2 წელი გვქონ­და პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, როცა ბი­უ­ჯე­ტის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი იყო გა­და­ხე­დი­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ხარ­ჯე­ბი ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და.

ამ პე­რი­ოდ­ში, რა თქმა უნდა, კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა და შეკ­ვე­ცა მოხ­და და რე­ა­ლუ­რად, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვა­ხერ­ხეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა და 2. ძი­რი­თა­დი დე­რეფ­ნე­ბის შექ­მნა. ამ დე­რეფ­ნებს არ ექ­ნე­ბა ეფექ­ტი, თუ არ იქნა სრუ­ლი ციკ­ლი და ამ დე­რეფ­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია და მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა მი­პყრო­ბი­ლია იქით­კენ, რომ 2023 წელს 13-ვე დე­რეფ­ნის გა­კე­თე­ბა დას­რულ­დეს, შე­იკ­რას ისი­ნი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რათა მი­ვი­ღოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი. არ­სე­ბულ­მა დე­რეფ­ნებ­მა მოგ­ვცა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ 28 წუ­თი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის დრო­ე­ბი და­ვიყ­ვა­ნეთ 18 წუ­თამ­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 15%-ით გავ­ზარ­დეთ და­ფარ­ვის არე­ა­ლი.

- მი­წის­ზე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გარ­და, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­მო­სა­ვალს გზე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­სა (არა და­ვიწ­რო­ვე­ბა­ში) და მი­წის­ქვე­შა სივ­რცის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხე­და­ვენ...

- გზე­ბი რო­გორ უნდა გა­ფარ­თოვ­დეს, კორ­პუ­სებს ხომ ვერ ავი­ღებთ? ეს რო­გორ და სად წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? გუ­შინ, მა­გა­ლი­თად, პრობ­ლე­მა იყო გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზი­რი (პე­კი­ნი) - სა­ნა­პი­რო გა­ი­ჭე­და, შე­სა­ბა­მი­სად, ამან გა­ჭე­და „ლა­გუ­ნას“ ჩა­სას­ვლე­ლი, გმირ­თა მო­ე­და­ნი, მო­ე­დან­მა პე­კი­ნი, შემ­დეგ ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი, ვერც კოს­ტა­ვა ახერ­ხებ­და პე­კინ­ზე შეს­ვლას, გა­ი­ჭე­და სა­ა­კა­ძის მო­ე­და­ნი და ვა­ხუშ­ტის ხიდი, ეს ხდე­ბა ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ით. ვერც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გზის გა­ფარ­თო­ე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებ­და, ამი­ტო­მაა დე­და­ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ შევ­ქმნათ მაქ­სი­მა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა სწრა­ფად ესა­ჭი­რო­ე­ბო­დეთ გა­და­ად­გი­ლე­ბა და ასეთ დროს აღარც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გაქვს, აღარც ავ­ტო­მო­ბი­ლით შე­გიძ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­რეფ­ნე­ბის სწრა­ფად შეკ­ვრა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად შე­ეძ­ლოს მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­წის­ქვე­შა სივ­რცეს, მეტ­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ და ყვე­ლა კვლე­ვა­ში, ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კურ და­სა­ბუ­თე­ბა­ში იყო ის, რომ არ­სე­ბულ მგზავ­რთა ნა­კა­დებს თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მო­ე­რი­ოს ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბობს. დრო­ი­სა და ხარ­ჯის ეფექ­ტუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი მეტ­როს გაყ­ვა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ჯდე­ბა და ერთი ხა­ზის და­მა­ტე­ბას 5-7 წელი სჭირ­დე­ბა. ახლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ე­წყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ზო­ლე­ბი.

- დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ტრან­სპორ­ტის ნა­კადს რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ათა­სო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლიც და­ე­მა­ტა...

- რა თქმა უნდა, შე­მო­სუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბიც და­ე­მა­ტა, თუმ­ცა რა რა­ო­დე­ნო­ბის ნა­კა­დიც არ უნდა და­ე­მა­ტოს, ჩვენ უნდა გვქონ­დეს გა­და­ად­გი­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რათა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვიყ­ვა­ნოთ. ჩვენ­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 45-48%-ს და მო­ტო­რი­ზა­ცი­ის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი არის 3%-ით ნაკ­ლე­ბი. ანუ ვი­საც ჰყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი, მას 95% გა­მო­ი­ყე­ნებს იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს გა­მარ­თუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. სწო­რედ ამი­ტომ „ბას­ლა­ი­ნებს“ არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, სწრა­ფად რომ შევ­ძლოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნა.

- ბა­ტო­ნო ვიქ­ტორ, რო­დის დას­რულ­დე­ბა სატ­რან­სპორ­ტო რე­ფორ­მა, ქა­ლაქ­მა, მძღო­ლებ­მაც და მგზავ­რებ­მაც რომ ამო­ი­სუნ­თქონ?

- ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­დის დას­რულ­დე­ბა რე­ფორ­მა? ალ­ბათ მე­თან­ხმე­ბით, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­წლი­უ­რად, ეკო­ნო­მი­კის ზრდას (მოგ­ვწონს, თუ არა ზრდის ტემ­პი), ახ­ლავს მო­ბი­ლო­ბის ზრდაც, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი თუ სახ­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ოდ­ნენ, მერე სა­დღაც გა­ივ­ლი­ან - სა­ყიდ­ლებ­ზე, მე­გო­ბარ­თან, კა­ფე­ში, ან სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ბი­ლო­ბაც იზ­რდე­ბა.

ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ არ­სე­ბუ­ლი ტრა­ფი­კი, რო­მე­ლიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გაგ­ვაჩ­ნია და შემ­დეგ უკვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა უნდა იყოს იქით­კენ მი­მარ­თუ­ლი, რომ ყო­ველ­თვის დახ­ვდეს მზად გაზ­რდილ ნა­კადს. ეს არის მუდ­მი­ვი პრო­ცე­სი, თუმ­ცა რა პრობ­ლე­მე­ბიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გვაქვს, ვფიქ­რობ, ამ 13 დე­რეფ­ნის დას­რუ­ლე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მოგ­ვარ­დე­ბა. ასე­ვე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­გეგ­მი­ლი გვაქვს 18 მეტ­რი­ა­ნი 200 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სის შე­მოყ­ვა­ნა, რაც არაა ცოტა და რაც იმას ნიშ­ნავს, დღეს არ­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის პარ­კის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბას 50%-ით გავზრდით.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბ თუში
0

დამეთანხმება ადამიანების უმრავლესობა იმაში რომ,

კახა
0

ესეც იგივეს იმეორებს რასაც მერი. თუ ქუჩას ვერ აფართოებ, ნუღარ დაავიწროებ მაინც!!!!!!!!!!!!!!!!!!

როგორც ვხედავთ გინდათ რომ თქვენი საზ ტრანსპორტით ჩაანაცვლოთ საკუთარი მანქანები. არადა არც ის საზ ტრანსპორტი არ გაქვთ საჭირო რაოდენობით!!

არაა ტქვენი ადგილი მანდ ბიძიებო, წადით სოფლებში!!!!! არ ხართ თქვენ გოროდის ღირსი, თქვენი ადგილი გადასასვლელ ხიდზეა!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რატომ "იჭედება" თბილისი და რა გეგმა აქვს მერიას საცობების განსატვირთად - ინტერვიუ ვიქტორ წილოსანთან

რატომ "იჭედება" თბილისი და რა გეგმა აქვს მერიას საცობების განსატვირთად - ინტერვიუ ვიქტორ წილოსანთან

დედაქალაქში, რომელიც ურთულესი რელიეფის ზონაში მდებარეობს, ბოლო დროს ტრანსპორტით გადაადგილება და დანიშნულების ადგილამდე მისვლა (მით უფრო, პიკის საათებში) თითქმის შეუძლებელი ხდება. ადამიანებს საცობებში დგომა დიდხანს უწევთ, რაც მათ ლოგიკურ აღშფოთებას იწვევს. სოციალურ ქსელში ზოგი ასეც ხუმრობს - საცობში იმდენ ხანს გიწევს დგომა, ზოგი ცოლის მოყვანასაც ასწრებს და გაშორებასაცო. ხუმრობა იქით იყოს და, თბილისი და თბილისელები სათანადო სამსახურებისგან სატრანსპორტო პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ.

დედაქალაქში საცობების გამომწვევ მიზეზებზე, საცობებისა და სატრანსპორტო პრობლემის მოგვარების საშუალებებზე AMBEBI.GE მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს ესაუბრა:

- საცობის გამომწვევი მიზეზია აქამდე არსებული სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში, მანქანაზე მაღალი დამოკიდებულება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არაარსებობა. კახი კალაძის მთავარი საარჩევნო დაპირება იყო ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაბამისი რეფორმის საფუძველზე განვითარდებოდა. რეფორმის პირველი ეტაპი იყო საზოგადოებრივი ტრანსპოორტის განახლება ( გახსოვთ, რა ტიპის ტრანსპორტით დავდიოდით) და შემდგომი, მეორე ეტაპია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარება. აჩქარებისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შეიქმნას დარჩენილი 13 დერეფანი - საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები, ე.წ. „ბალსლაინები“ და შეუერთდეს ქალაქში არსებულ დანარჩენ დერეფნებს, ანუ მივიღოთ სრული სიკეთე, რომელიც გააჩნია სატრანსპორტო პოლიტიკას.

ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მიზანია, რომ ერთის მხრივ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს არსებული ურბანული სივრცე, რომელიც გააჩნია და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს დიდი რაოდენობით ადამიანების გატარება. ამის ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ვინაიდან ერთი 12 მეტრიანი ავტობუსი, უხეშად რომ ვთქვათ, მინიმუმ 60 ავტომობილს უდრის (გვაქვს მონაცემები, საშუალოდ რამდენი მგზავრობს ერთი ავტომობილით და დაახლოებით, ასე გამოდის). შესაბამისად, რა ფართიც შეიძლება დაიკავოს 60-მა ავტომობილმა, ერთმა ავტობუსმა შეიძლება გადაიყვანოს, რომელიც გაცილებით კომპაქტურია. ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მხრიდანაა დაწყებული, ბევრმა განვითარებულმა ქალაქმა გაიარა, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მივმართავთ რაიმე ექსპერიმენტებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებითიმ რეფორმებს, რომლებიც დაექსპერტებულია უცხოელი მაღალკვალიფიციური და საუკეთესო გამოცდილების მქონე ექსპერტების მიერ.

მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები - 23 დეკემბერი

- საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, იქნება ეს ავტობუსი, თუ მიწისქვეშა საშუალება, დატვირთვის მაქსიმუმს მიაღწია, იქაც შეუძლებელია მგზავრობა, განსაკუთრებით - პიკის საათებში. ზოგიერთები კი გვირჩევენ, ავტომანქანებიდან გადმოდით და ფეხით იარეთო, მაგრამ არის ეს გამოსავალი, ან შესაძლებელი?

- არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არაა, მოქალაქეები ვაიძულოთ იარონ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ავტომობილით. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს მისცეს გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა და, შესაბამისად, ამ ადამიანებმა აირჩიონ, რითი სურს გადაადგილება. მერმაც არა ერთხელ განაცხადა მთავრობის სხდომაზე, მეც არა ერთ ეთერში ვთქვი, რომ დაახლოებით 1500 ბრუნის ჩავარდნა ხდება ყოველდღიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდებში ვემსახურებით იმის ნახევარი სიმძლავრით, რა შესაძლებლობაც დღეის მდგომარეობით ქსელს გააჩნია.

ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი 13 დერეფნის შექმნა, რომ სრული სიმძლავრით შევძლოთ მოქალაქეების მომსახურება და აღარ გვქონდეს ერთის მხრივ, გადავსებული ავტობუსები და მეორეს მხრივ, არ გვქონდეს მაღალი მოლოდინის დროები. რეფორმის პირველ ეტაპზე, როდესაც ქსელი ჩავიბარეთ, საშუალო მოლოდინის დრო იყო 28 წუთი, დღეის მდგომარეობით - 18 წუთი. ვიცი, ესეც ძალიან ბევრია.. როცა ადამიანები სოციალურ ქსელში ჩივიან, 40 წუთი ველოდე ავტობუსსო, ეს იმითაა განპირობებული, რომ ეს ქსელი არაა სრულად შეკრული და ამიტომაც ხდება შეფერხებები. გამოსავალია სწორედ ის 13 კვანძი, სადაც ხდება მგზავრთა ძირითადი ნაკადის გადაყვანის შეფერხება. ამ 13 კვანძის დასრულების შემდეგ, ჩვენ უნდა მივიღოთ 8 წუთიანი საშუალო მოლოდინის დრო, რაც დამეთანხმებით, სავსებით ნორმალურია.

- ცნობილია, რომ როცა მოძრაობის ინტენსივობა ძლიერდება, გადაადგილება ძნელდება და ქუჩებში წარმოიშობა ავტომობილების უწყვეტი ნაკადი. გამოდის, ქუჩის გამტარუნარიანობის რეზერვი ამოწურულია (რომელიც მოძრაობის დატვირთვის დონეზეა დამოკიდებული)? გარდა ამისა, ასეთი საცობების დროს, იზრდება ქალაქის გამონაბოლქვით დაბინძურებაც, რაც მეორე დიდი პრობლემაა...

- დღეის მდგომარეობით ქუჩებს აქვთ ის გამტარუნარიანობა, რაც აქვთ. ყოველწლიურად დაახლოებით, 8%-ით იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად გამტარებზე ყოველწლიურად 8%-ით უნდა გავზარდოთ გზების რაოდენობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალაქში მივიღებთ სართულებიან ესტაკადებს, რაც ეკოლოგიურად ცუდია, მივიღებთ მაღალ გამონაბოლქვს. წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანამ ფინანსურად შეძლოს ამ რაოდენობით გზების გაკეთება, არც კომპანიების რესურსის კუთხითაა ეს შესაძლებელი - ჩვენ ქვეყანაში შეუძლებელია არსებობდეს იმდენი კომპანია, ყოველწლიურად 8%-ით გავზარდოთ გზების რაოდენობა. იცით, ერთი გზის გაკეთებას რა დრო, ფინანსები და რესურსები სჭირდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის გარდამავალ ეტაპზე ვართ და, ბუნებრივია, ეს პროცესი ერთიანად ვერ დასრულდებოდა, 2 წელი გვქონდა პანდემიის პერიოდი, როცა ბიუჯეტის პრიორიტეტები იყო გადახედილი და, შესაბამისად, ხარჯები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით წავიდა.

ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, კაპიტალური ხარჯების შემცირება და შეკვეცა მოხდა და რეალურად, სამი წლის განმავლობაში მოვახერხეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება და 2. ძირითადი დერეფნების შექმნა. ამ დერეფნებს არ ექნება ეფექტი, თუ არ იქნა სრული ციკლი და ამ დერეფნების ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენი სურვილია და მაქსიმალური ყურადღება მიპყრობილია იქითკენ, რომ 2023 წელს 13-ვე დერეფნის გაკეთება დასრულდეს, შეიკრას ისინი და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს, რათა მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი. არსებულმა დერეფნებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ 28 წუთიანი მოლოდინის დროები დავიყვანეთ 18 წუთამდე, მიუხედავად იმისა, რომ 15%-ით გავზარდეთ დაფარვის არეალი.

- მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარდა, სპეციალისტები გამოსავალს გზების გაფართოებასა (არა დავიწროვებაში) და მიწისქვეშა სივრცის განვითარებაში ხედავენ...

- გზები როგორ უნდა გაფართოვდეს, კორპუსებს ხომ ვერ ავიღებთ? ეს როგორ და სად წარმოგიდგენიათ? გუშინ, მაგალითად, პრობლემა იყო გამსახურდიას გამზირი (პეკინი) - სანაპირო გაიჭედა, შესაბამისად, ამან გაჭედა „ლაგუნას“ ჩასასვლელი, გმირთა მოედანი, მოედანმა პეკინი, შემდეგ ყაზბეგის გამზირი, ვერც კოსტავა ახერხებდა პეკინზე შესვლას, გაიჭედა სააკაძის მოედანი და ვახუშტის ხიდი, ეს ხდება ჯაჭვური რეაქციით. ვერც ერთი კონკრეტული გზის გაფართოება ამ შემთხვევაში პრობლემას ვერ მოაგვარებდა, ამიტომაა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი, რომ შევქმნათ მაქსიმალური ალტერნატივა, ვინაიდან ადამიანებს შეიძლება მართლა სწრაფად ესაჭიროებოდეთ გადაადგილება და ასეთ დროს აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაქვს, აღარც ავტომობილით შეგიძლია გადაადგილება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დერეფნების სწრაფად შეკვრა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მაქსიმალურად სწრაფად შეეძლოს მგზავრთა გადაყვანა.

რაც შეეხება მიწისქვეშა სივრცეს, მეტროსთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ და ყველა კვლევაში, ყველა ეკონომიკურ დასაბუთებაში იყო ის, რომ არსებულ მგზავრთა ნაკადებს თავისუფლად შეიძლება მოერიოს ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც დღეს არსებობს. დროისა და ხარჯის ეფექტურობიდან გამომდინარე, ერთი მეტროს გაყვანა დაახლოებით 50 მილიონი ჯდება და ერთი ხაზის დამატებას 5-7 წელი სჭირდება. ახლა უფრო მნიშვნელოვანია მოეწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები.

- დედაქალაქის ქუჩებში ტრანსპორტის ნაკადს რუსეთიდან შემოსული ათასობით ავტომობილიც დაემატა...

- რა თქმა უნდა, შემოსული ავტომანქანებიც დაემატა, თუმცა რა რაოდენობის ნაკადიც არ უნდა დაემატოს, ჩვენ უნდა გვქონდეს გადაადგილების ალტერნატივა, რათა ბევრი ადამიანი გავიყვანოთ. ჩვენთან ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის დაახლოებით 45-48%-ს და მოტორიზაციის კოეფიციენტი არის 3%-ით ნაკლები. ანუ ვისაც ჰყავს ავტომობილი, მას 95% გამოიყენებს იმიტომ, რომ არ არსებობს გამართული ალტერნატივა. სწორედ ამიტომ „ბასლაინებს“ არ აქვს ალტერნატივა, სწრაფად რომ შევძლოთ მოქალაქეების გადაყვანა.

- ბატონო ვიქტორ, როდის დასრულდება სატრანსპორტო რეფორმა, ქალაქმა, მძღოლებმაც და მგზავრებმაც რომ ამოისუნთქონ?

- ხშირად მეკითხებიან, როდის დასრულდება რეფორმა? ალბათ მეთანხმებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავიდან ბოლომდე ადამიანის ქცევაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდას (მოგვწონს, თუ არა ზრდის ტემპი), ახლავს მობილობის ზრდაც, ანუ ადამიანები თუ სახლიდან სამსახურში მიდიოდნენ, მერე სადღაც გაივლიან - საყიდლებზე, მეგობართან, კაფეში, ან სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე. აქედან გამომდინარე, მობილობაც იზრდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავაკმაყოფილოთ არსებული ტრაფიკი, რომელიც დღეის მდგომარეობით გაგვაჩნია და შემდეგ უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება უნდა იყოს იქითკენ მიმართული, რომ ყოველთვის დახვდეს მზად გაზრდილ ნაკადს. ეს არის მუდმივი პროცესი, თუმცა რა პრობლემებიც დღეის მდგომარეობით გვაქვს, ვფიქრობ, ამ 13 დერეფნის დასრულებით, მნიშვნელოვნად მოგვარდება. ასევე, მოგეხსენებათ, დაგეგმილი გვაქვს 18 მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანა, რაც არაა ცოტა და რაც იმას ნიშნავს, დღეს არსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის გამტარუნარიანობას 50%-ით გავზრდით.

ნახეთ ასევე: