უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ირანის წინააღმდეგ არაეფექტური სანქციების დაწესების ნაცვლად, უნდა დაიწყოს ირანის იარაღის მწარმოებელი ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებლების დაპატიმრება.
მისივე თქმით, ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას გეგმავს.
„ირანი, რომელიც გეგმავს რუსეთისთვის რაკეტების, დრონების მიწოდების გაზრდას, უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს. მნიშვნელოვანია არაეფექტურ სანქციებზე, გაერო-ს უმოქმედო რეზოლუციების კონცეფციაზე უარის თქმა და უფრო გამანადგურებელ ინსტრუმენტებზე გადასვლა, როგორიცაა ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებლების დაპატიმრება”, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.