ავტორი:

როგორ გამოიყურება "საახალწლო სოფელი", რომელიც კახა კალაძემ საზეიმოდ გახსნა (ფოტოები)

როგორ გამოიყურება "საახალწლო სოფელი", რომელიც კახა კალაძემ საზეიმოდ გახსნა (ფოტოები)

ორბელიანის მოედანზე "საახალწლო სოფელი" საზეიმოდ გაიხსნა. ტერიტორია, რომელიც ორბელიანის მოედნის გარდა მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.

"საშობაო სოფლის“ გახსნას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო.

"საახალწლო სოფელში“ განთავსებულია მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საკონცერტო სცენები, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის. აღნიშნულ სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე, გასართობი აქტივობები - სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე და ა.შ. ასევე, გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი. "საახალწლო სოფელში" მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

დაათვალიერეთ ფოტოები: