მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კადიროვი ომში ჩეჩენ ქალებსა და გოგონებს ეპატიჟება... ეს ავადმყოფი აღარავის ინდობს" - ჩეჩნეთში ქალების სამხედრო მომზადება იგეგმება: რა მოლოდინები აქვთ ადგილობრივებს?
"კადიროვი ომში ჩეჩენ ქალებსა და გოგონებს ეპატიჟება... ეს ავადმყოფი აღარავის ინდობს" - ჩეჩნეთში ქალების სამხედრო მომზადება იგეგმება: რა მოლოდინები აქვთ ადგილობრივებს?

ჩეჩ­ნეთ­ში ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია ქა­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში გაწ­ვე­ვის თემა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ უკვე გა­მოჩ­ნდნენ მსურ­ვე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტე­ბი და შე­საძ­ლოა, მალე მათი შე­სა­ბა­მი­სი სამ­ხედ­რო გა­დამ­ზა­დე­ბაც და­ი­წყოს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, პრე­სის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლის ახ­მედ დუ­და­ე­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩე­ჩე­ნი ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ან, შე­საძ­ლოა, პი­ა­რის ნა­წი­ლი იყოს, რო­მე­ლიც ჩე­ჩე­ნი კა­ცე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში, სტი­მუ­ლის მი­ცე­მას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქა­ლე­ბის ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში ჩარ­თვა იგეგ­მე­ბა...

ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა, შსს-ს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უბ­რძა­ნა, და­ი­წყოს რე­ზერ­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ასე­ვე, შსს-ში მუ­შა­ო­ბის მსურ­ველ­თა აღ­რი­ცხვა, რათა შემ­დეგ­ში მოხ­დეს მათი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა.

"ამ ყვე­ლა­ფერ­ში სი­ახ­ლე ის არის, რომ აქამ­დე რე­ზერვში მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი მიჰ­ყავ­დათ, ახლა კი, ქა­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ წას­ვლა. ამ სი­ახ­ლის ფარ­გლებ­ში, ახ­მედ დუ­და­ევ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ქალი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. ვი­დე­ო­ში სა­უ­ბა­რია, რომ ჩეჩ­ნე­თის ქა­ლე­ბი მზად არი­ან თა­ვი­ანთ კა­ცებს მხა­რი და­უ­ჭი­რონ, სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სებს და­სა­ცა­ვად. ზო­გის მო­საზ­რე­ბით, ეს ვი­დეო არის წმინ­და წყლის პი­ა­რი, რად­გან ომში ქა­ლე­ბის ად­გი­ლი არ არის!" - წერს kavkaz-uzel.eu.

  • ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­მო­ქა­ლა­ქო დახ­მა­რე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სვეტ­ლა­ნა გა­ნუშ­კი­ნა ში­შობს, რომ ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო სი­ნამ­დვი­ლე­ში ქა­ლე­ბის თვით­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც მას სა­ეჭ­ვოდ მი­აჩ­ნია.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი რეკ­ლა­მა და პი­ა­რია. ვიცი, რომ ჩეჩ­ნეთ­ში ქა­ლე­ბი ბევრ რა­მე­ზე არი­ან წამ­სვლე­ლი, რად­გან ვიცი, რომ ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი ომის დროს, ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყ­ვნენ, ოღონდ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად და ამას ია­რა­ღის გა­რე­შეც კი აკე­თებ­დნენ. მათი თავ­და­დე­ბა და სი­მა­მა­ცე, ბევ­რად ეფექ­ტუ­რი იყო, ვიდ­რე ია­რა­ღი. ასე რომ, ეს უფრო კა­დი­რო­ვის პი­ა­რია" - ამ­ბობს გა­ნუშ­კი­ნა.

მისი თქმით, შე­საძ­ლოა, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში ქა­ლე­ბი მარ­თლაც მსა­ხუ­რო­ბენ, რაც ბოლო ხა­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში სა­ცე­მია, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით ვა­კან­სი­ე­ბი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში წას­ვლის მსურ­ველ­თათ­ვის და­უშ­ვეს, რაც ერ­თგვა­რი წა­ხა­ლი­სე­ბაა.

"ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან, რომ წა­ვიდ­ნენ. იქ ძი­რი­თა­დად მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ქა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და რო­გორ იქ­ნე­ბა მათი ოჯა­ხის ამ­ბე­ბი, ვინ მო­უვ­ლის მათ შვი­ლებს. დედა სუ­ლაც რომ არ წა­იყ­ვა­ნონ ომში, თუ მა­მას წა­იყ­ვა­ნენ და დედა იმუ­შა­ვებს, ბავ­შვებს ვინ უპატ­რო­ნებს?.. ამი­ტომ არ მგო­ნია, რომ ჩე­ჩე­ნი ქა­ლე­ბი შვი­ლებს მი­ა­ტო­ვე­ბენ, მაგ­რამ რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბობს იძუ­ლე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს" - ამ­ბობს ის.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ჩეჩ­ნე­თის შსს-ში 400-ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლია, ამას ემა­ტე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი Росгвардии-ის 2 ათას­ზე მეტი ად­გი­ლი, სა­დაც ასე­ვე ეპა­ტი­ჟე­ბი­ან ქა­ლებ­სა და გო­გო­ნებს.

კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი რუს­ლან კუ­ტა­ე­ვი მი­იჩ­ნევს, რომ ჩეჩ­ნურ კულ­ტუ­რა­ში ქალი და ომი შე­უ­სა­ბა­მო ცნე­ბაა.

"ჩეჩ­ნე­ბის კულ­ტუ­რა­ში არ არ­სე­ბობს მათი ქა­ლე­ბის სხვა ქვეყ­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრე­ცე­დენ­ტი. ის, რა­საც ახლა კა­დი­რო­ვი აკე­თებს, არის აგი­ტა­ცია. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა ქა­ლე­ბი ომში წას­ვლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ. თუმ­ცა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ქა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია რე­ა­ლუ­რი იყოს. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ზო­ნა­ში ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, იქ ყვე­ლას გა­უშ­ვე­ბენ. თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, სა­მარ­ცხვი­ნო ნა­ბი­ჯი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ამ ეტაპ­ზე ალ­ბათ 100 ქალი მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვინც ამის­თვის მზად არის" - ამ­ბობს კუ­ტა­ე­ვი.

ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ასო­ცი­ა­ცია Вайфонд -ის ცნო­ბით, მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში, ათე­უ­ლო­ბით ჩე­ჩენ­მა სთხო­ვა რუ­სე­თი­დან გას­ვლა­ში დახ­მა­რე­ბა, რათა უკ­რა­ი­ნის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ზო­ნის­თვის თავი აე­რი­დე­ბი­ნა. მათი თქმით, ისი­ნი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ იყ­ვნენ, მაგ­რამ ომში წას­ვლა მა­ინც ემუქ­რე­ბო­დათ. ზოგი მათ­გა­ნის თქმით, ამის­გან შშმ პი­რის სტა­ტუ­სიც კი არ იცავ­და.

"ეს ავად­მყო­ფი, პა­ტა­რა ჰიტ­ლე­რი, მალე სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი გა­უშ­ვებს ომში, ოღონდ ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ და­კარ­გოს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­და­რე­ბით შო­რე­ულ ადა­მი­ა­ნებ­საც აღარ ინ­დობს, მისი გა­რე­მოც­ვა ძა­ლი­ან ვიწ­როვ­დე­ბა და იმე­დია, შორს არ არის იმ დრომ­დე, რო­დე­საც შიგ­ნით და­ი­წყე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა... კა­ცე­ბის შემ­დეგ, ქა­ლებს მი­ად­გა. ჩეჩ­ნეთს ორი­ვე ომში არ და­უ­კარ­გავს იმ­დე­ნი, რაც ამ ბოლო წლებ­ში", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სტეპ­ნი­ა­ჩკა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
1

ყველა უნდა წაილალოთ, იქაა თქვენი ადგილი... 

ვაკო
0

წავიდნენ, ჩვენი სადარდებელი არ არიან ეგენი. ჩვენი სადარდებელი და გასამრავლებელი ჩვენი საქართველოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"კადიროვი ომში ჩეჩენ ქალებსა და გოგონებს ეპატიჟება... ეს ავადმყოფი აღარავის ინდობს" - ჩეჩნეთში ქალების სამხედრო მომზადება იგეგმება: რა მოლოდინები აქვთ ადგილობრივებს?

"კადიროვი ომში ჩეჩენ ქალებსა და გოგონებს ეპატიჟება... ეს ავადმყოფი აღარავის ინდობს" - ჩეჩნეთში ქალების სამხედრო მომზადება იგეგმება: რა მოლოდინები აქვთ ადგილობრივებს?

ჩეჩნეთში ისევ აქტუალურია ქალების შეიარაღებულ ძალებში გაწვევის თემა. ადგილობრივი მედია წერს, რომ უკვე გამოჩნდნენ მსურველები, ძირითადად, სტუდენტები და შესაძლოა, მალე მათი შესაბამისი სამხედრო გადამზადებაც დაიწყოს.

ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებით, პრესის სამინისტროს ხელმძღვანელის ახმედ დუდაევის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩეჩენი ქალები მამაკაცების მხარდასაჭერად, სამშობლოს ინტერესების დასაცავად, სამხედრო მომზადებას გადიან, შესაძლოა, პიარის ნაწილი იყოს, რომელიც ჩეჩენი კაცებისთვის უკრაინის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, სტიმულის მიცემას ემსახურებოდეს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კამპანიას, რომლის თანახმადაც, ქალების ძალოვან უწყებებში ჩართვა იგეგმება...

ნოემბრის ბოლოს, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, შსს-ს რაიონული სამსახურების ხელმძღვანელობას უბრძანა, დაიწყოს რეზერვების მობილიზება, ასევე, შსს-ში მუშაობის მსურველთა აღრიცხვა, რათა შემდეგში მოხდეს მათი სამხედრო მომზადება.

"ამ ყველაფერში სიახლე ის არის, რომ აქამდე რეზერვში მხოლოდ მამაკაცები მიჰყავდათ, ახლა კი, ქალებსაც შეუძლიათ წასვლა. ამ სიახლის ფარგლებში, ახმედ დუდაევმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო ძალოვანი უწყების ქალი თანამშრომლებისთვის. ვიდეოში საუბარია, რომ ჩეჩნეთის ქალები მზად არიან თავიანთ კაცებს მხარი დაუჭირონ, სამშობლოს ინტერესებს დასაცავად. ზოგის მოსაზრებით, ეს ვიდეო არის წმინდა წყლის პიარი, რადგან ომში ქალების ადგილი არ არის!" - წერს kavkaz-uzel.eu.

  • ორგანიზაცია სამოქალაქო დახმარების კომიტეტის ხელმძღვანელი, სვეტლანა განუშკინა შიშობს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სინამდვილეში ქალების თვითმობილიზაციას ემსახურება, რაც მას საეჭვოდ მიაჩნია.

"სინამდვილეში ეს ყველაფერი რეკლამა და პიარია. ვიცი, რომ ჩეჩნეთში ქალები ბევრ რამეზე არიან წამსვლელი, რადგან ვიცი, რომ ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, ქალები ძალიან აქტიური იყვნენ, ოღონდ თავიანთი შვილების დასაცავად და ამას იარაღის გარეშეც კი აკეთებდნენ. მათი თავდადება და სიმამაცე, ბევრად ეფექტური იყო, ვიდრე იარაღი. ასე რომ, ეს უფრო კადიროვის პიარია" - ამბობს განუშკინა.

მისი თქმით, შესაძლოა, ძალოვან უწყებებში ქალები მართლაც მსახურობენ, რაც ბოლო ხანებში განსაკუთრებით თვალში საცემია, მაგრამ დიდი ალბათობით ვაკანსიები საბრძოლო მოქმედებებში წასვლის მსურველთათვის დაუშვეს, რაც ერთგვარი წახალისებაა.

"ამ შემთხვევაში, ქალები იძულებული გახდებიან, რომ წავიდნენ. იქ ძირითადად მრავალშვილიანი ქალები მუშაობენ და როგორ იქნება მათი ოჯახის ამბები, ვინ მოუვლის მათ შვილებს. დედა სულაც რომ არ წაიყვანონ ომში, თუ მამას წაიყვანენ და დედა იმუშავებს, ბავშვებს ვინ უპატრონებს?.. ამიტომ არ მგონია, რომ ჩეჩენი ქალები შვილებს მიატოვებენ, მაგრამ რესპუბლიკაში არსებობს იძულებითი მექანიზმები, რომელსაც ხელისუფლება წარმატებით იყენებს" - ამბობს ის.

გამოცემის ცნობით, ჩეჩნეთის შსს-ში 400-ზე თავისუფალი ადგილია, ამას ემატება, ადგილობრივი Росгвардии-ის 2 ათასზე მეტი ადგილი, სადაც ასევე ეპატიჟებიან ქალებსა და გოგონებს.

კავკასიელ ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტი რუსლან კუტაევი მიიჩნევს, რომ ჩეჩნურ კულტურაში ქალი და ომი შეუსაბამო ცნებაა.

"ჩეჩნების კულტურაში არ არსებობს მათი ქალების სხვა ქვეყნის ომში მონაწილეობის პრეცედენტი. ის, რასაც ახლა კადიროვი აკეთებს, არის აგიტაცია. ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქალები ომში წასვლაზე ორიენტირებული იყვნენ. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ქალების მობილიზაცია რეალური იყოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სპეცოპერაციის ზონაში ვითარება გაუარესდება. ასეთ შემთხვევაში, იქ ყველას გაუშვებენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე უარესი, სამარცხვინო ნაბიჯი. მთლიანობაში, ამ ეტაპზე ალბათ 100 ქალი მოიძებნება, ვინც ამისთვის მზად არის" - ამბობს კუტაევი.

ადგილობრივი უფლებადამცველი ასოციაცია Вайфонд -ის ცნობით, მაისის შუა რიცხვებში, ათეულობით ჩეჩენმა სთხოვა რუსეთიდან გასვლაში დახმარება, რათა უკრაინის საომარი მოქმედებების ზონისთვის თავი აერიდებინა. მათი თქმით, ისინი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არ იყვნენ, მაგრამ ომში წასვლა მაინც ემუქრებოდათ. ზოგი მათგანის თქმით, ამისგან შშმ პირის სტატუსიც კი არ იცავდა.

"ეს ავადმყოფი, პატარა ჰიტლერი, მალე საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი გაუშვებს ომში, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს. როგორც ამბობენ, შედარებით შორეულ ადამიანებსაც აღარ ინდობს, მისი გარემოცვა ძალიან ვიწროვდება და იმედია, შორს არ არის იმ დრომდე, როდესაც შიგნით დაიწყება დაპირისპირება... კაცების შემდეგ, ქალებს მიადგა. ჩეჩნეთს ორივე ომში არ დაუკარგავს იმდენი, რაც ამ ბოლო წლებში", - წერს ინტერნეტმომხმარებელი სტეპნიაჩკა.