ავტორი:

დეველოპერულმა კომპანია m²-მა ბრენდის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა

დეველოპერულმა კომპანია m²-მა ბრენდის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა

დეველოპერულმა კომპანია m²-მა ბრენდის ახალი პლატფორმის -„იცხოვრე შენი ცხოვრებით“ პრეზენტაცია გამართა. m² უკვე 15 წელია არსებობს ბაზარზე და ქვეყანაში კომფორტული ცხოვრების სტანდარტს ამკვიდრებს.

15 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით m² -მა პლატფორმის პრეზენტაცია ცნობილ ქართველ პოეტ, რატი ამაღლობელის საუბრებთან ერთად გამართა. ღონისძიებაზე წარადგინეს სპეციალურად გადაღებული ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილია -„იცხოვრე შენი ცხოვრებით“ .

რა არის m²-ის ახალი პლატფორმის მთავარი იდეა, რას სთავაზობს კომპანია საზოგადოებას და რა როლი აქვს მას იმაში, რომ ხელი შეუწყოს ადამიანებს თავისი ცხოვრებით ცხოვრებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით m²-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელმა, ირინა დუმბაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, m²-ის მისიაა, შექმნას და განავითაროს ისეთი სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას, იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.

„საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება არის არჩევანი, რომელსაც თუ ერთხელ გააკეთებ, მიხვდები, რომ ცხოვრობ ისე, როგორც არავინ, შენი განსაკუთრებული ცხოვრებით, ქმნი შენს ისტორიას, ხარ შენ და არა სხვა. ინკლუზიური გარემო ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი დრო დარჩეთ საკუთარი თავისთვის და ცხოვრებისთვის. ჩვენი დაპირება არის ის, რომ m²-ში ადამიანებს თავისი ცხოვრებით ცხოვრება შეუძლიათ, ეს დაპირება შემდეგ გზავნილად ვაქციეთ-„იცხოვრე შენი ცხოვრებით“. დღეს თანამედროვე ადამიანები სწორედ ამ დეფიციტს განიცდიან. ჩვენ პოტენციურ და არსებულ მომხმარებელში როგორც კომპანიის შიგნით, ისე კომპანიის გარეთ, კვლევა ჩავატარეთ. ჩვენი სეგმენტი არის ძალიან აქტიური, თანამედროვე ადამიანებისგან შემდგარი, რომლებსაც ყოველ დღე უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თანამედროვე ტემპით ცხოვრება, თუმცა მათ, როგორც ჩვენ ყველას, დეფიციტი გვაქვს ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ამ ტიპის ადამიანებს უჭირთ საკუთარი თავის შემოტანა პირად ცხოვრებაში, უჭირთ დაუკავშირდნენ თავის ნამდვილ სურვილებს, ოჯახის წევრებს, თუნდაც შვილებს, გარემოს. მისიად დავისახეთ, ისეთი სივრცეები შევქმნათ და პროექტები განვახორციელოთ, რომლითაც ადამიანებს დავეხმარებით საკუთარი თავის მაქსიმალურ რეალიზაციაში, ამის სრული რესურსი გვაქვს. დეტალურად გავაანალიზეთ ჩვენი მომსახურება ყველა ასპექტში და ეს არის დღეს ჩვენი დაპირება. საკუთარი თავის რეალიზაციის ერთ-ერთი პლატფორმა და ინსტრუმენტი არის სწორედ სახლი და მრავალფეროვანი, ინოვაციური სივრცე“,-განაცხადა ირინა დუმბაძემ.

დეველოპერული კომპანია m²-ი ახალი კამპანიით კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ სახლი საკუთარი ცხოვრების შექმნისა და რეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა.

პოეტ რატი ამაღლობელის განცხადებით, ადამიანის მიერ გარდაქმნილ ნებისმიერ სახლში თუ შენობაში ჩანს თითოეული ადამიანის მსოფლმხედველობა და მისი ფსიქოლოგია.

„ადამიანი საკუთარ თავს და დამოუკიდებელ ცხოვრებას სწორედ ლიტერატურაში, პერსონაჟებში აღმოაჩენს, იმ მოგზაურობაში, რაშიც თითოეული გმირი ამა თუ იმ ტექსტში, ამა თუ იმ რომანში და ასე შემდეგ გადის. ამიტომ, საკუთარი თავის და ცხოვრების პოვნა ლიტერატურაში სწორი წიგნების, სწორი გმირების პოვნასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ლიტერატურა კრავს ამ ადამიანურ, ეგზისტენციალურ, პიროვნულ თემებს, რითაც ადამიანი საკუთარ თავს აღმოაჩენს. ასე, რომ ყველაფერი ბმაშია. დიდი ლიტერატურა, არქიტექტურა, ცხოვრება ერთმანეთს მრავალმხრივ ეხმიანება. ადამიანის მიერ გარდაქმნილ ნებისმიერ სახლში, ნებისმიერ შენობაში ჩანს ეპოქა, ადამიანი, მისი მსოფლმხედველობა და ფსიქოლოგია“,-განაცხადა რატი ამაღლობელმა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ყველა პროექტი, რასაც m²-ი ქმნის და მომავალში განახორციელებს, ორიენტირებულია ინკლუზიურ მოთხოვნებზე, ადამიანის სურვილებისა და ინდივიდუალური ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზე.

R