ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ტელეკომპანია "მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ქართული სასამართლო სისტემა.
"მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემიდან თითქმის ათი წელი გავიდა.
მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე სიმბოლურია და აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ქართული სასამართლო სისტემა“, - წერს ევროპარლამენტარი "ტვიტერზე“.