მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი "ჯეო ჰოსპიტალსი" უკვე თბილისში ოპერირებს
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი "ჯეო ჰოსპიტალსი" უკვე თბილისში ოპერირებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი“ უკვე თბი­ლის­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებს.

ახა­ლი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც "ჯეო ჰოს­პი­ტალს თბი­ლი­სის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის“ სა­ხე­ლის ქვეშ ემ­სა­ხუ­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებს, 250 სა­წოლ­ზეა გათ­ვლი­ლი და მო­ი­ცავს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­თო სპექტრს, მათ შო­რის პე­დი­ატ­რი­ას, ინ­სულ­ტის მარ­თვას, კარ­დი­ო­ლო­გი­ას (ინ­ტერ­ვენ­ცი­ით), აბ­დო­მი­ნურ და თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გი­ას, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ას, ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი­ას, ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი­ას, ორ­თო­პე­დია-ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ას, გი­ნე­კო­ლო­გი­ას და სხვა. კლი­ნი­კის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ გა­მოც­დი­ლი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რო­მელ­თაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და აკა­დე­მი­უ­რი კა­რი­ე­რა აქვთ. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლი სპექტრი, მათ შო­რის, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი (MRT) და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT), ენ­დოს­კო­პია და სხვა.

თბი­ლი­სის „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში“ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უწყვე­ტო­ბა, რა­საც გა­მარ­თუ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის, თე­რა­პი­უ­ლი/პე­დი­ატ­რი­უ­ლი, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი, ქი­რურ­გი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა; თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი 7 სა­ო­პე­რა­ციო თით­ქმის ყვე­ლა პრო­ფი­ლის ქი­რურ­გი­უ­ლი, მათ შო­რის, მცი­რე­ინ­ვა­ზი­უ­რი ჩა­რე­ვის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნეს „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ქი­ტოშ­ვილ­მა, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ნინა კო­ბა­ხი­ძემ და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ზუ­რაბ ქი­ტოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი“ მათი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეც ზრუ­ნავს.

„2-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად ახალ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა პა­ცი­ენ­ტებს მო­რი­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე შეს­თა­ვა­ზა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა პე­დი­ატ­რი­აა, რო­მელ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაც მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად ჩვე­ნი მი­ზა­ნი მათი ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა, რაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კის ხელ­შე­წყო­ბით, ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­თა და პერ­სო­ნა­ლის უწყვე­ტი სწავ­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა“, - აღ­ნიშ­ნა „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ნინა კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბას, მათ შო­რის პე­დი­ატ­რი­ას.

„ეს კლი­ნი­კა წლე­ბია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის სა­ხელ­წო­დე­ბით და გვი­ხა­რია, რომ სწო­რედ „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა და ბორ­დის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და მისი შე­ძე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის 10-ვე რე­გი­ონ­ში გვაქვს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი და სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კე­ბი და ახლა უკვე ჰაბი თბი­ლის­ში, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ჩვე­ნი კლი­ნი­კე­ბის­თვის რე­გი­ო­ნებ­ში, ისე თა­ვის­თა­ვად ამ სექ­ტორ­ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა მო­თა­მა­შის­თვის. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ ის, რომ ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ რამ­დე­ნი­მე პრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბა, მათ შო­რის ძა­ლი­ან დიდ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­ვუ­წევთ პე­დი­ატ­რი­ა­ში, სა­დაც 100 სა­წო­ლი იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ნო­ზო­ლო­გი­ის­თვის რო­გორც დი­აგ­ნოს­ტი­კურ, ისე ჰოს­პი­ტა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ნინა კო­ბა­ხი­ძემ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა და­ნერგვა­ზეც „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი“ მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ხა­რის­ხი­ან სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს.

„კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ მიერ თბი­ლის­ში შე­იქ­მნა, მუ­შა­ობს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს ხა­რის­ხი­ან სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას. ეს მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ასე­ვე მრა­ვალპრო­ფი­ლურ სერ­ვისს რო­გორც მოზ­რდი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ბავ­შვე­ბის­თვის. ერ­თი­ან სივ­რცე­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სერ­ვი­სის მი­ღე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს. ვფიქ­რობთ, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის დამ­კვიდ­რე­ბა არის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ან­დეს და გა­ვი­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტზე და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი ის სერ­ვი­სი, რაც გლო­ბა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი“ 25 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­თა და 900-ზე მეტი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­წო­ლით უკვე 11 წელ­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლოს 5 რე­გი­ონ­ში ჯან­დაც­ვი­თი სერ­ვი­სე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიმ­წო­დე­ბე­ლია. ამავდრო­უ­ლად, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ის ჯან­დაც­ვის სა­კად­რო რე­სურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­საქ­მე­ბე­ლი­ცაა (კომ­პა­ნი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 4000-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი). 2022 წლი­დან „ჯეო ჰოს­პი­ტალსს“ თბი­ლი­სის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც ქსე­ლის მას­შტა­ბით რე­ფე­რა­ლის მიმ­ღე­ბი კლი­ნი­კაა. ამას­თან, თბი­ლი­სის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მზა­დე­ბის ერთ-ერთი მძლავ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­აა, რო­მელ­შიც რო­გორც დიპ­ლო­მამ­დე­ლი, ასე­ვე დიპ­ლო­მის­შემ­დგო­მი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

R

საშკა
1

თბილისში არვიცი მაგრამ რეგიონებში ძალიან დაბალი ხარისხი აქვთ..!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი "ჯეო ჰოსპიტალსი" უკვე თბილისში ოპერირებს

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი "ჯეო ჰოსპიტალსი" უკვე თბილისში ოპერირებს

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე თბილისში ემსახურება პაციენტებს.

ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ,,ჯეო ჰოსპიტალს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ სახელის ქვეშ ემსახურება პაციენტებს, 250 საწოლზეა გათვლილი და მოიცავს სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის პედიატრიას, ინსულტის მართვას, კარდიოლოგიას (ინტერვენციით), აბდომინურ და თორაკალური ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ყბა-სახის ქირურგიას, ოტორინოლარინგოლოგიას, ორთოპედია-ტრავმატოლოგიას, გინეკოლოგიას და სხვა. კლინიკის ძირითად მიმართულებებს ხელმძღვანელობენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომელთაც წარმატებული სამედიცინო და აკადემიური კარიერა აქვთ. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური მომსახურების სრული სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ენდოსკოპია და სხვა.

თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში“ უზრუნველყოფილია პაციენტის მკურნალობის უწყვეტობა, რასაც გამართული გადაუდებელი დახმარების, თერაპიული/პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული ერთეულები ემსახურება; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 საოპერაციო თითქმის ყველა პროფილის ქირურგიული, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის შესრულების საშუალებას იძლევა.

სამედიცინო ცენტრი ოფიციალურად გახსნეს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად, „ჯეო ჰოსპიტალსი“ მათი ხარისხის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს.

„2-წლიანი მუშაობის შედეგად ახალმა მენეჯმენტმა პაციენტებს მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა. დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პედიატრიაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად ჩვენი მიზანი მათი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ხელშეწყობით, ინფექციების კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირებითა და პერსონალის უწყვეტი სწავლებით მიიღწევა“, - აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინა კობახიძის განცხადებით, კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რამდენიმე სამედიცინო მიმართულებას, მათ შორის პედიატრიას.

„ეს კლინიკა წლებია ფუნქციონირებდა ქვეყანაში პირველი მულტიპროფილური კლინიკის სახელწოდებით და გვიხარია, რომ სწორედ „ჯეო ჰოსპიტალსის“ აქციონერებისა და ბორდის მეშვეობით მოხდა მისი შეძენა. საქართველოს თითქმის 10-ვე რეგიონში გვაქვს ამბულატორიული და სტაციონარული კლინიკები და ახლა უკვე ჰაბი თბილისში, სადაც თავმოყრილია სამედიცინო მომსახურებები. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კლინიკებისთვის რეგიონებში, ისე თავისთავად ამ სექტორში მოღვაწე ყველა მოთამაშისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ მიზნად დავისახეთ რამდენიმე პროფილური სამედიცინო სერვისის განვითარება, მათ შორის ძალიან დიდ კონკურენციას გავუწევთ პედიატრიაში, სადაც 100 საწოლი იქნება მობილიზებული ნებისმიერი ნოზოლოგიისთვის როგორც დიაგნოსტიკურ, ისე ჰოსპიტალურ შემთხვევებში“, - აღნიშნა ნინა კობახიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით სტანდარტები, რომელთა დანერგვაზეც „ჯეო ჰოსპიტალსი“ მუშაობს საქართველოს მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

„კლინიკა, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ თბილისში შეიქმნა, მუშაობს სრული დატვირთვით და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი სტანდარტის დამკვიდრება სამედიცინო სექტორში, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ეს მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ასევე მრავალპროფილურ სერვისს როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ერთიან სივრცეშია შესაძლებელი როგორც ამბულატორიული გამოკვლევების ჩატარება, ასევე ჰოსპიტალური სერვისის მიღება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. ვფიქრობთ, რომ მაღალი ხარისხის დამკვიდრება არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ საქართველო გაერთიანდეს და გავიდეს საერთაშორისო სტანდარტზე და მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი ის სერვისი, რაც გლობალურად აღიარებულია,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ 25 სამედიცინო დაწესებულებითა და 900-ზე მეტი სტაციონარული საწოლით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს 5 რეგიონში ჯანდაცვითი სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ის ჯანდაცვის საკადრო რესურსის მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა (კომპანიის დაწესებულებებში დასაქმებულია 4000-ზე მეტი თანამშრომელი). 2022 წლიდან „ჯეო ჰოსპიტალსს“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შეემატა, რომელიც ქსელის მასშტაბით რეფერალის მიმღები კლინიკაა. ამასთან, თბილისის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მზადების ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუციაა, რომელშიც როგორც დიპლომამდელი, ასევე დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამები ხორციელდება.

R