მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს - ნაპოვნია ათეულობით ცხენი, რომელთა დაკვლასაც საახალწლოდ გეგმავდნენ
ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს - ნაპოვნია ათეულობით ცხენი, რომელთა დაკვლასაც საახალწლოდ გეგმავდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ მომ­ხმა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცხო­ველ­თა სა­საკ­ლაო კუს­ტა­რუ­ლად ჰქონ­დათ მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვე­ტე­რი­ნა­რულ-სა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, ცხე­ნი­სა და ვი­რის ხორ­ცის და­მუ­შა­ვე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რომ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­საც თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბა­ზარ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი­დან სა­ქონ­ლის ხორ­ცის სა­ხით ახ­დენ­დნენ.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი­დან და სა­საკ­ლა­ო­დან ამო­ღე­ბულ იქნა სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ცხე­ნის ხორ­ცი, ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნილ იქნა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ცხე­ნი, რომ­ლის დაკ­ვლაც და რე­ა­ლი­ზა­ცი­აც წინა სა­ა­ხალ­წლოდ იგეგ­მე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 198-ე, 362-ე და 219-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

მკვეთრათ ყვითელი ქონი და მკვეთრათ წითელი ფერისაა ცხენის ხორცი, ანუ შესახედათ ისეთია საქონლის ხორცი რომ ედოს გვერდით, საქონელს არც კი შეხედავთ, ამავე დროს ნეკნებს დააკვირდით, საქონელს მომრგვალებული ნეკნები აქვს, ცხენს ბრტყელი.

მიხო პაპა
0

საქმე იმაში გახლავთ ჩემო კარგებო, რომ ჯაგკაგ ცხენის და ვირის ხორც ქორვაჭრები კილოს 2-3 ლარში ყიდულობენ და მერე 80% ტენიან 17-18 ლარში ძვლიანს, საქონლის ხორცი კი 12-13 ლარი უჯდებათ. ბრტყელ ნეკნებიანს როცა გადაეყრებით დარწმუნებული იყავით, რომ საქონელი არაა, ან ცხენია ან ვირ-ჯორი თანაც ჯაგლაგი- გადაბერებული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს - ნაპოვნია ათეულობით ცხენი, რომელთა დაკვლასაც საახალწლოდ გეგმავდნენ

ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს - ნაპოვნია ათეულობით ცხენი, რომელთა დაკვლასაც საახალწლოდ გეგმავდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცხოველთა სასაკლაო კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით, ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას ახორციელებდნენ, რომლის რეალიზაციასაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ.

უწყების ცნობითვე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან და სასაკლაოდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი, ასევე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც წინა საახალწლოდ იგეგმებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე, 362-ე და 219-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.